Home რუბრიკები საზოგადოება მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილებს მარიხუანისა და, შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო,...

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილებს მარიხუანისა და, შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო, საყვედურსაც ვერ ეტყვიან

ნარკოტიკი

ამას წინათ მეგობარი მეუბნებოდა, ბავშვს ტელევიზორს ვერ ვაყურებინებ, იმდენ სისულელეს აჩვენებენ, აღარ ვიცი, რა ვქნაო. წუხილის მიზეზი რომ ვკითხე, ძირითადად უცხოური მულტფილმები დამისახელა _ არ შეიძლება ყველი ლაპარაკობდეს, კუ და გაურკვეველი ფორმის წარმონაქმნი კოსმოსში დაფრინავდეს და ამ ყველაფერს 3-4 წლის ბავშვი უყურებდესო. ჩვენი თაობა “ჩხიკვთა ქორწილზე”, “წუნა და წრუწუნასა” და სხვა ქართულ მულტფილმებზეა გაზრდილი (“კომბლეს” შენებულად არ ვამბობ, ჯეჯელავა გაღიზიანდება), ახალი თაობა კი მოსაუბრე ყველს, მფრინავ კუს და უცნაური ფორმის მწერებს უყურებს.

მე თუ მკითხავთ, ტელევიზორის ყურება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც სახიფათოა. მართლა იმდენი სიბინძურე იღვრება ტელეეკრანიდან, რომ შეუძლებელია, ადამიანი არ გააოცოს. ხოლო სერიალებს, რომლებშიც ვიღაცის მამიდა საბოლოოდ ბიძა აღმოჩნდება, ხოლო ცოლ-ქმარი ბოლოს _ და-ძმა, აქტიურად განიხილავენ სოფლის ბირჟებზე. ბოლო პერიოდში კი ახალგაზრდებზე დაიწყო ფსიქოლოგიური შეტევა და იმის მტკიცება, რომ ნარკოტიკი კარგია და მისი მოხმარება დანაშაული არ არის.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე იმსჯელა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2020 წლისთვის თამბაქოს მოწევა არათუ შეუძლებელი იქნება, არამედ დანაშაულადაც იქცევა. თუმცა რაღა იქცევა, აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის სოლიდური ჯარიმა მალე დაწესდება და მწეველების ჯიბეს, მხოლოდ სიგარეტის ყიდვა კი არა, ჯარიმაც გვარიანად დაარტყამს. ჯერჯერობით არ არის საუბარი ქუჩაში მოწევის აკრძალვაზე, მაგრამ, დიდი ალბათობით, ასე მოხდება. ყველაზე საინტერესო კი სტადიონზე სიგარეტის მოწევის აკრძალვაა. ჩვენი ნაკრების თამაშს რომ ვუყურებთ ხოლმე, თამბაქო ყველაზე მოთხოვნილ პროდუქტად რჩება და სიგარეტის გარეშე ჩვენი ფეხბურთელების ცქერა არ უნდა იყოს იოლი საქმე.

სხვათა შორის, აკრძალვის წარდგენისას პარლამენტში ისიც თქვეს, საქართველოში თამბაქოს რომ არავინ ეწეოდეს, ხუთი მილიონი ვიქნებოდით, ყოველი მეათე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებით კვდებაო. არ ვამტკიცებთ, რომ თამბაქო კარგია, ისიც ვიცით, რომ ნიკოტინი ერთ-ერთი ძლიერი ნარკოტიკია, მაგრამ, ვინც ამ ციფრებს ითვლის, იმას არ ანგარიშობს, რომ თამბაქოს შემომტანები წლიურად ბიუჯეტში 600 მილიონ ლარს იხდიან და, ეს თანხა რომ არა, 5 მილიონზე მეტი კი არა, ეგებ იმაზე ნაკლები ვყოფილიყავით, ვიდრე ახლა ვართ?! ჩვენი აზრით, თამბაქოს რეკლამირება უნდა აიკრძალოს, სოლიდური სასჯელი უნდა დაწესდეს მათთვის, ვინც არასრულწლოვანს მიჰყიდის სიგარეტს, მაგრამ… ცოტა არ იყოს, აბსურდის თეატრს ემსგავსება ყველაფერი, როცა იგივე პარლამენტი, თამბაქოს მოწევის აკრძალვის პარალელურად, მარიხუანის მოწევის ლეგალიზებას განიხილავს. პრინციპში, რაღა განიხილავს, გადაწყვეტილია, რომ მარიხუანის იმ რაოდენობის ქონა, რომელიც ერთ კორპუსს ეყოფა მოსაწევად, აღარ დაისჯება.

რას ვიღებთ რეალურად? _ ვიღებთ იმას, რომ საკმაოდ ძლიერ ნარკოტიკს, ისეთს, როგორიც მარიხუანაა, ვაკანონებთ და კანონის ძალით ვიცავთ კაიფს. ამით არამხოლოდ მარიხუანის მომხმარებლებს ვახალისებთ, არამედ მათაც, ვინც ამ მარიხუანას გაყიდის და მათ “ბარიგები” ჰქვია. 300 კაცის სამყოფი ნარკოტიკის დოზა რომ ექნება “ბარიგას” სახლში, პოლიცია ვერაფერს ეტყვის, რადგან სწორედ ეს დოზაა დაშვებული და თრიაქით გაბრუებული ახალგაზრდები საოცარი სანახავი იქნებიან ბირჟაზე. ამის შემდეგ, მხოლოდ ტელეეკრანს კი არა, უბნის ბიჭებზეც არ უნდა შევახედოთ ბავშვებს, რადგან ბავშვი ყველაფერს ისრუტავს და უაზრო სახეებით მომღიმარი ბიჭების დანახვა მათში რა რეაქციას გამოიწვევს, თავად განსაჯეთ.

წეღან შოუები ვახსენეთ და სწორედ სატელევიზიო შოუში გაკეთდა მოწოდება, რომ არა მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს, არამედ ე.წ. კლუბური ნარკოტიკისაც, რადგან ისიც უვნებელია. იმავე შოუში არავის უთქვამს, რომ კლუბური ნარკოტიკის მინარევებისა და ამ მინარევებით მარიხუანის გაჟღენთვის შედეგად მიიღება ბიონარკოტიკის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ახალგაზრდები მოიხმარენ და… სწორედ ამ ნარკოტიკის მოხმარების შედეგად მოხდა ორი უბედური შემთხვევა თბილისში, როცა 23-24 წლის ბიჭებმა თავი ვერ გააკონტროლეს და მეცხრე სართულიდან გადმოხტნენ. და მერე, როცა მარიხუანის ლეგალიზების შემდეგ, “იზმენააკიდებული” ადამიანების მიერ ჩადენილი უბედურებები გახშირდება, ის ხალხი, რომელიც ასე აქტიურად გვიკიჟინებს, ნარკოტიკის ლეგალიზაცია უნდა მოხდესო, ხელს ხელისუფლებისკენ გაიშვერს, _ კეთილი ინებოს და უკონტროლო ნარკოტიკი აკონტროლოსო. ეს იცით, რას დაემსგავსება? ხელისუფლებამ ქუჩაში ადამიანების გაჩერება რომ დაიწყოს, _ ჯიბეში ერთის ნაცვლად, ორი კოლოფი სიგარეტი ხომ არ გიდევსო, და პატრულმა სასწორით იაროს, მარიხუანა რომ აწონოს და…

პარალელურად, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილებს მარიხუანისა და, შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო, საყვედურსაც ვერ ეტყვიან, რადგან შემდეგ საქმეში ე.წ უფლებადამცველი არასამთავრობოები ჩაერევიან.

რა გამოვიდა? ე.წ. ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და, პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებ, ევროპისგან კარგი უნდა ვისწავლოთ და ჩვენს უძველეს კულტურას ვაზიაროთ. ლიტერატურულ ნაწარმოებებში კი წერია, რომ ქართველი მეფეები თრიაქს ეწეოდნენ, მაგრამ არა მგონია, პატრიარქს ეს ეგულისხმა, როცა კულტურის ზიარებაზე აკეთებდა აქცენტს…

ცნობისთვის: ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოსთვის დაწერილ-გაწერილ პროგრამაში ეწერა, _ ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ _ არაო. ჰოდა, ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, სოროსის მონობა გვინდა თუ იმ ქართველთა გვარის გამგრძელებლები ვიყოთ, რომლებიც ომიანობის პერიოდში ევროპას ეხმარებოდნენ და სიმამაცით აოცებდნენ. გვერწმუნეთ, ნარკოტიკის მოხმარებით ვინმეს გაოცება არც საინტერესოა და არც გამოგვივა.

ბესო ბარბაქაძე

32 COMMENTS

  1. ISE IMDENI GAMYIDVELI GVYAVS ERSHI, ROM OGHOND FULI DA KARGI CXOVREBA SHESTAVAZE DA SOROSSN KI ARA TVIT ESHMAKSAC SHEEKVREBA. GHIRSEBAAYRILI ERI ROM VART IMITOMAC GVAKADREBS YVELA UKADREBELS.

  2. სიგარეტს ვკრძალავთ ნარკოტიკს აკრძალვას ვუხსნით, ყოჩაღ პარლამენტს ნამდვილი სახალხო პარლამენტია,წადი თქვენი….

  3. აზრზე არ ხართ, რას ამბობთ. ჯერ ერთი მარიხუნას ლეგალუზაციაზე კი არა დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი. ანუ პლანის ერთხელ მოწევისთვის ციხეში არ ჩასვამენ ადამიანს სამი და მეტი წლით (არასდროს მომიწევია, დაინტერესებული პირი არ ვარ). სტადიონზე მოწევა დიდი ბოროტებაა, ყოველთვის მახრჩობს ირგლივ მყოფი ათასი კაცის გამონაბოლქვი და კვამლი, ასევეა დახურულ სივრცეშიც. რატომ უნდა დავიხრჩოთ იმათ გამო, ვისაც ფეხებზე ჰკიდია არამწეველებს კვამლი რომ აწუხებს, ერთი ადგილის აწევა და ქუჩაში გასვლა ეზარებათ. ქუჩაში მოწევის აკრძალვაზე საუბარი საერთოდ არ არის, და არც ინება და რატომ ბჟუტურობთ ამ თემაზე მაინც არ ვიცი. და ბოლოს, ვინ ჩაგახედათ სოროსის დაწერილგეგმაში????

    • სულ მგონია რომ ეს “ქართველობას გვართმევენ ” ლოზუნგის მოყვარული მოქალაქეები შეშინებულები არიან რომ არ დაკარგონ რაღაც რაც თვითონ არ იციან… სულ სხვა ართმევს რაღაცას… გასაგებია ეს ფობია, ისტორიამ დატოვა კვალი, მაგრამ სიდებილემდე არ უნდა მივიდეს.. სულ შეგრძნება მაქვს ამ ადამიანებს შემდეგი პოზიცია აქვთ : არ დამანახო მომინდება … და არ უნდა მომინდეს იმიტომ რომ ქართველობას დავკარგავ.. .. სიბნელე!

    • 70 გრამი მარიხუანა რა ამბავია! …მიდი და უმტკიცე რომ ბარიგა არ არის…

    • ცნობისთვის: სოროსი, თავის მოსაზრებებს და მიზნებს არ მალავს და ყველას შეუძლია გაეცნოს დედანში! მოკლედ, ვისაც სურს რომ გადაშენდეს მისი გვარი მოწიოს, დალიოს მალულად თუ ცხადად, თავში ქვა უხლია! დანარჩენებს კი ნუ გვახვევთ თავს ქვეყნის გადაშენების კანონებს, რადგან თქვენი შვილებისათვისაც მომაკვდინებელია, გვიან იქნება თითზე კბენანი!

  4. ბ-ნო ბესო, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ბრმა უნდა იყო კაცი ან თავს უნდა იბრმავებდე, რომ ის უმსგავსობებ ვერ დაინახო, რაც საქათველოში ხდება. ნუთუ ვერ ხვდებით ხალხნო, საით მიაქანებენ საქათველოს მმაძაღლი სეთურები და თაბაგარები? სოროსის მმურებშია მაინცა და მაინც საჭირო ჩახედვა, რომ მივხვდეთ, რას აკეთებდა და აკეთებს მისი ვერაგული გეგმა? რა დონის ხალხის დაწინაურება ხდება ნებისმიერ სფეროში, წერა-კითხვის უცოდინარნი რომ აკადემიკოსები არიან? რის პოპაგანდას ეწევიან “ავტორიტეტული” მედია საშალებები?

  5. ძირითადში ამას “ქართველობას გვართმევენ” ლაპარაკობს ის ხალხი ვინც კარგად არ იცნობს სხვა კულტურებს და მხოლოდ საქართველო გონიათ მორალურად დაზენობრივად ზე-ქვეყანა, ევროპად თუ ჩავთვლით საქართველოს პირველ ადგილზე ვართ განქორწინების და ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და ა.შ სტატისტკით. ამას რატომ არავინ არ აქცევს ყურადღებას, რომ ადამიანი თუ ვინმე VIP-ის ნათესავი ან სამეგობროს წევრი არაა ვერასდროს ნორმალურ სამსახურს ვერ დაიწყებს რაც არ უნდა ვუნდერკინდი იყოს, რომ მხოლოდ კუჭზე გადის ყველაფერი და რავიცი რომელ ერთზე ვისაუბროდ ესეც სოროსის/მასონების/შაჰ აბაზის და კომუნისტების 70 წლიანი ოკუპაციის ბრალია? ყველაზე დიდი პრობლემაა როდესაც ჩვენში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავთ და ყველაფერი სხვისი და რაღაცის ბრალია….

  6. ყველაფერი შაჰ აბაზის/სოროსის/მასონების/პუტინის/70 წლიანი ოკუპაციის ბრალია :))))))

  7. სოროსს მეტი საქმე არ ჰქონდა, სულ ქართველების გადაგვარება უტრიალებს თავში.

  8. 70 გრამი რა ამბავია?! ბარიგას როგორ დაუმტკიცებ, რომ ბარიგაა, წვრილი ბარიგები ხომ თვითონაც მოიხმარენ?!

  9. ავტორი წერს: “ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოსთვის დაწერილ-გაწერილ პროგრამაში ეწერა, _ ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ _ არაო.” საინტერესოა, სად წაიკითხა ეს “პროგრამა”? იქნებ წყარო მიგვითითოს, თუ არ შეწუხდება?

  10. რა გვეშველებაააააააააააააა.
    ან როდის გვეშველებაააააააააააააააა

  11. სანამ ჩვენ იმაზე ვიდავებთ, სინამდვილეში რა უნდა სოროსს და რუსეთუმე და სოროსის მოტრფიალეები ერთმანეთს დავერევით, გადაშენდება საქართველო და ქართველების არა, მაგრამ იმათი სურვილი კი ასრულდება, არც სიროსს უნდა ბედნიერი საქართველო და არც რუსეთს, გეპარებათ ეჭვი? ხოდა ჭამეთ ერთმანეთი დაცდაასხით მტრუს წისქვილს წყალი, მართლაც ტვინგამოცლილო ვაიქართველებო

  12. ბატონო ბესო, ნიკოტინი ნარკოტიკი კი არა ალკალოიდია და მისი აკრძალვით ავტომატურად შეიძლება ღვინის აკრძალვაც(თამბაქოს აკრძალვის შემდე ვფიქრობ ასეც მოხდება), ნარკკოტიკი კი ნებისმიერი სახით უნდა აიკრძალოს, თუ მაინცადამაინც “ევროპელობა” უნდა ჩვენს ვაი-მთავრობას, დაუშვას კლუბები სადაც დარეგისტრირებული იქნებიან მარიხუანას მწეველები და იკაიფონ რამდენიც უნდათ. ხოლო მისი მოხმარების რეკლამა (როგორც ამას წინათ ერთმა რეგვენმა ვითომ პოლიტიკოსმა რომ გააკეთა) კი უნდა იყოს სისხლის სამართლით დასჯადი და არა ადმინისტრაციული კოდექსით.

  13. 60 წლის ქალი ვარ.ისეთ ბინაში ვცხოვრობდი ქუთაისში ნარკომანი ნარკომანზე იჯდა და ნარკომანს აჭენებდა.ასე მეგონა მარტო ჩემი ბინა იყო ასეთი .81 წელს სხვა რაიონში გადავსახლდი და იგივე სიტუაცია აღმოჩნდა. ჩემს ირგვლივ ახალგაზრდები იღუპებოდნენ და ამს ყველა ჩვეულებრივ ამბავად მიიჩნევდა.ამხანაგები ამხანაგების კუბოებს მიათრევდნენ სასაფლაოზე .იმ ამხანაგებისა, რომლებსაც თვითონ შეაჩვიეს ნარკოტიკებს.ეს ნარკობიზნესმენები დღესაც ყოვლად კარგად გრძნობენ თავს და არაფერი არ აწუხებთ, არც სინდისი და არც პოლიცია(არც მაშინ აწუხებდა მილიცია).ყველა ლაპარაკობსო , რა მოხდა.ჩხიკვმა და ქათამმა თუ ისწავლეს ლაპარაკი (ანუ ადამიანების აზრები ჩაიდვეს თავში) ყველმა რა დააშავა.მთავარია რას ამბობს ერთი და რას მეორე.არასდროს არ მქონია არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს ურთიერთობა სოროსთან და სოროსის პროგრამასთან. ვინც ისარგებლა სოროსით ,ისევ ის აგინებს მას. და ქართველების არევა სოროსს კი არა , უკვე დიდი რუსეთის მმართველობის დროს დაიქყო.როდესაც თბილსში რუსულ-ქართულად ლაპარაკობდნენ.ცხაკაიას,რომ მიადგებოდი ,უკვე ქართულის გაგებაში არ იყო ხალხი.

  14. რად უნდა “წყაროს” მითითება , ირგვლივ რაც ხდება თვალნათლივ სჩანს. განა არა?! რაც არა უნდა მოინდომონ სოროსმა და მის ნაირ სატანებმა, ვერაფელი გამოუვათ, საქართველოსთან დაკავშირებით. იმდენად ძლიერია ქართული გენი. ქართული გენი პატიოსნებაა. რადაც არ უნდა იყოს ძნელი, პატიოსნება აუცილებელია. 50%-ზე მეტი მოსახლეობისა საქართველოში უკვე აღრვირ ახსნილნი და უზნეონი არიან, მაგრამ უფალი ყველას მიუჩენს თავის ადგილს. მალე, მალე, ძალიან მალე !

  15. სოროსი არაა მარტო ამ გეგმის ავტორი. აქ მთელი მასონები და კლანებია ჩართული. როგორ დავიჯერო რომ სიგარეტს და სხვა მავნებელ პროდუქტს აკრძალავენ მაშინ როცა ადამიანის განადგურების პროგრამაში მსოფლიო “მამები” არიან ჩართული. იგონებენ ათას საშუალებას როგორმე შეანელონ მშობიარობა.
    იგონებენ ათას ხელოვნურ ვირუსს და წამლავენ პროდუქტს რაც იწვევს მუტაციას და გენეტიკურ დაშლა- ავადმყოფობებს. იქმნება უმოქმედო პრეპარატები რომლებიც არაფერის მაქნისია. თუნდაც ქიმიოთერაპია. რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და პირიქით აჩქარებს პროცესს. ეს იცის თითქმის ყველა ექიმმა, თუმცა ხმას ვერ იღებენ. ეგრევე აღმოჩნდება დიპლომის,ლიცენზიის გარშე და საზოგადოებისთვის საშიში.. ნურავინ დაიჯერებს რომ ხალხზე საერთოდ ვინმე ფიქრობს. პირიქით. ვინც ფიქრობს ხალხზე გაუგებარ ვითარებაში იღუპება. ან ავარიით და უბედური შემთხვევით.
    ვერ დავიჯერებ რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის კეთილდღეობისთვის შემოაქვთ მიუხედავად ხალხის წინააღმდეგობისა. ვერ დავიჯერებ რომ გეების და ლესბოსელების ბედი ვინმეს აწუხებს და თანაუგრძნობენ.
    ( ნაკლებ ბრძოლისუნარიანი “არამრავლდებადი” ფენა. ნაკლები წინააღმდეგობა და პრობლემა ) რომლებსაც საჭირო დროს უცებ მოიშორებენ.
    ყველამ იცის რომ მსოფლიო მმართველობისთვის და ადამიანის დამონებისთვის კეთდება ყველაფერი. თუნდაც “ჩიპები” რაც მთლიანად გააკონტროლებს ადამიანს. ჩიპზე იქნება მონაცემებიც და მთლიანი ფინანსიც. რაც გაუადვილებს მათ ნებისმიერი ჯარიმის თუ გადასახადის დაუკითხავად გადახდა-ამოღებას..
    არავინ დაიჯეროს რომ ჩვენზე ვინმე ფიქრობს. იცის ეს ყველა ჩინოვნიკმა და ზედა ეშელონებმა. რომც ვინმე წავიდეს წინააღმდეგი ზემოდან ,, ნახევრადამფიბიები” ჩაუკაკუნებენ. მისიაა ასეთი.

  16. სოროსის პიროვნებაზე დღეს ვიღა დაობს.ვარდების რევოლუცია და მსგავსი რევოლუციები , რომლებმაზ გადაურბინეს ნცირე ერებს, ყველას კარგად ახსოვს. არც სოროსის პიროვნება და არც მისი ბიოგრაფია თუ პროგრამა გასაიდუმლოებული არაა. რუსეთმა , უზარმაზარმა სახელმწიფომ ,,აღუკვეთა” სოროსის ფონდს სუნთქვა რუსეთში.აქ კი ვმსჯელობთ მართლა არსებობს თუ არა სოროსის პროგრამა.
    კარგით რა….
    და საერთოდ, ვინც ზემოდ წარმოდგენილ წერილს არ ეთანხმება, შეგახსენებთ რომ ბოლი ორი ათწლეულის განმავლობაში 4 მილიონ ნახევრიანი ერი 2 მილიონ ნახევრამდე დავპატარავდით.
    ყველანაირი რამის მოწევა, სიგარეტიდან დაწყებული მავნებელია და მომაკვდინებელი ადამიანისთვის.
    საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ყველგან იკრძალება-მათ შორის სტადიონზეც.
    სხვა არის კანონიერბა და არ უნდა ავურიოთ აკრძალვებსა და ქცევის თავისუფლებებში.
    და ბოლოს, რაღა სხვა ცუდი უნდა მოიმოქმედოს სოროსმა,რომ დაიჯეროთ მისი არსებობა და ,,მანიფესტაცია მცირე ერთათვის?”

  17. ღმერთმა საუკუნოდ შეაჩვენოს ჯორჯ სოროსი ეშმაკმაც წაიყვანოს თავის მომხრეებთან ერთად

  18. მიუთითეთ წყარო, სადაცც სოროსი ქართველებზე ამბობს, სიცრუე რა საკადრისია? სად წაიკითხეთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here