Home სხვადასხვა დაიჯესტი მშობლებმა სამი წლის გოგონა შიმშილით მოკლეს

მშობლებმა სამი წლის გოგონა შიმშილით მოკლეს

938
მშობლებმა სამი წლის გოგონა შიმშილით მოკლეს

ცოლქმარს, რომლებმაც სამი წლის გოგონა შიმშილით მოკლეს, სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილი ემუქრება. სადისტებმა არა მარტო სიცოცხლე მოუსპეს უმწეო ბავშვს, არამედ _ უარესი, გაუგონარი და წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინეს: შიმშილით დაოსებულ ბავშვს საჭმელით აღიზიანებდნენ და მის წვალებას ვიდეოკამერით იღებდნენ.

პატარა ანჟელინა კოსტელო გარდაცვლილი იპოვეს 2017 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც მშობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ იგი აღარ სუნთქავდა, იუწყება Pეოპლე.

თავ-პირი, მკლავები და ფეხები ბავშვს დალურჯებული ჰქონდა, დასერილი და დაწყლულებული. 25 წლის მილერ კოსტელოსა და 23 წლის ბრენდა ემილს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

გამოძიების ვერსიით, ანჟელინას სისტემატიურად აწამებდნენ. ამას ადასტურებდა მშობლების სადისტური ქმედების ვიდეოჩანაწერები. ერთ-ერთ ჩანაწერში ბავშვი კვებას თავის და-ძმებს, თვითონ კი შიმშილთი იტანჯება. დედა აწვდის კვერცხს და უცებვე პირიდან აცლის: “ჰა-ჰა, შენთვის საჭმელი არ დარჩა”. დეტექტივმა ბავშვის გარეგნობა შეადარა ხოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანის გარეგნობას.

სასამართლო სხდომაზე დედამ აღიარა, რომ გარდაცვლილი ბავშვის იარების დასაფარად გამოიყენა კოსმეტიკური საშუალებები. მაგრამ არც ცოლმა, არც ქმარმა თავი დამნაშავედ არ ცნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here