ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არსებულ ლიფტის შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.