Home ახალი ამბები საქართველო „მუხთარლი ისეთი დიდი ფიგურა არ მგონია, რომ კვირიკაშვილს საფრთხეს უქმნიდეს“

„მუხთარლი ისეთი დიდი ფიგურა არ მგონია, რომ კვირიკაშვილს საფრთხეს უქმნიდეს“

956

 საქართველდან გაუჩინარებულმა და შემდეგ უკვე აზერბაიჯანში დაკავებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხტარლიმ, გუშინ, „ტვ პირველთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოდან მისი გატაცების ორგანიზება, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიომ“ კომენტარი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატს გულბაანთ რცხილაძეს სთხოვა:

„ასე ყველაფრის თქმა შეიძლება, რომ კვირკაშვილმა კი არა დონალდ ტრამპმა დააჭერინა. მაგრამ ამის საბუთი, ხომ უნდა იყოს? აფგან მუხთარლის, საქართველოს ხელისუფლების თუ ძალოვნების სანქციით მოხდა მისი ე.წ. გატაცება ეს სავსებით შესაძლებელია და არც არის ამაში რაიმე განსაკუთრებული, რადგან სპეცსამსახურები ასე მუშაობენ ხშირად.

სახელმწიფო როცა ამბობს, რომ აზერბაჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, თურმე გზა არ უნდა გავხსნათ აფხაზეთში – აზრებაიჯანს რომ არ ეწყინოს, გაზი რუსეთიდან არ უნდა შემოვიტანოთ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს არ ეწყინოს და ახლა რატომ უნდა ვაწყენინოთ აზერბაიჯანს მუხთარლიზე? თუმცა ის, რომ მუხთარლი ისეთი დიდი ფიგურაა, რომ არიქა საფრთხეს უქმნიდა კვირიკაშვილს – არ მჯერა. თუ სათქმელი აქვს მუხთარლის და იცის რამე სქემის შესახებ, გნაცხადოს საჯაროდ მედიასთან.

მას როგორც ჩანს ნორმალურად ეპყრობიან აზრებაიჯანის ციხეში , ორი დღით შვებულებში გაუშვეს და ის არის მონიტორინგის ქვეშ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ასე რომ მას არაფერი უშლის ხელს, რომ გაავრცელოს ის ინფორმაცია, რაც მას აქვს, მაგრამ ეტყობა მას არაფერი აქვს სათქმელი ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს. ის უბრალოდ გაბზარებულია, რომ საქართველოს მხარემ გადასცა ზერბაიჯანს და ეს ერთგვარი შურისძიებაა, ერთი სიტყვა ისროლა მან, ახლა ამას აიტაცებენ და ერთი წელი იქნება გნიასი, რითაც გადაფარავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და აქტუალური“, – განაცხადა რცხილაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here