Home ახალი ამბები საქართველო მსჯავრდებული დეკანოზის ძმას თავს დაესხნენ

მსჯავრდებული დეკანოზის ძმას თავს დაესხნენ

თორნიკე მამალაძე

 მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას მალხაზ მამალაძეს თავს დაესხნენ. დაზარალებულის თქმით, სახლში უცნობი პირი შევიდა და მას თანხა მოსთხოვა. თავდამსხმელი ისე გაიქცა, რომ ოჯახიდან თანხა და ძვირფასი ნივთები არ წაუღია.

“გამთენიისას, დაახლოებით 05:30 საათზე, უცნობმა პირმა კარზე დააკაკუნა, კარი გავაღე. მან მკითხა, გიორგი მამალაძის ძმა ხარო? შემდეგ ხელი მომკიდა ხელზე და თანხა მომთხოვა. მე მას ხელი ვკარი, სახლიდან გავიქეცი და 112-ში დავრეკე. უცნობ პირს კონკრეტული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია”, – მალხაზ მამალაძემ. დეკანოზის მეორე ძმის, თორნიკე მამალაძის განმარტებით, ეს მათი ოჯახის დაშინების მორიგი მცდელობაა. “ეს არის პირდაპირ ოჯახზე მიმართული, რადგან უნდათ, რომ ჩვენ გავჩერდეთ და შევეგუოთ იმ უსამართლო განაჩენს, რაც გამოიტანეს. ჩვენ არ გავჩერდებით, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და მამა გიორგის უდანაშაულობას დავამტკიცებთ”, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც უწმინდესს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 5 სექტემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here