Home რუბრიკები სპორტი მსოფლიო სპორტი კრიმინალურ ბიზნესად იქცა

მსოფლიო სპორტი კრიმინალურ ბიზნესად იქცა

1012
მარცხნივ სერენა უილიამსი, მარჯვნივ მარია შარაპოვა, რომელსაც სტეროიდების გამოყენების გამო 15 თვით აუკრძალეს ჩოგბურთის თამაში

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე თითქოს უკანა პლანზე გადაინაცვლა საერთაშორისო შეჯიბრებების (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო ჩემპიონატების) პრობლემებმა, მაგრამ ეს პრობლემები არსად გამქრალა. უფრო მეტიც, როდესაც კაცობრიობა პანდემიას დაამარცხებს, სპორტის ფრონტზე უნდა ველოდოთ მწვავე ბრძოლებს, თუმცა ამ ბრძოლებს სპორტთან საერთო არაფერი ექნება. ამ ბრძოლაში გამოყენებული იქნება დოპინგური და ანტიდოპინგური მაქინაციები, რომლებიც, ფაქტობრივად, წინდაწინ, სპორტის სხვადასხვა პოპულარულ სახეობაში შეჯიბრების დაწყებამდე, უზრუნველყოფს საპრიზო ადგილებსრჩეულიქვეყნების _ აშშის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ნორვეგიის წარმომადგენლებისთვის.

დოპინგსკანდალებითა და პროვოკაციებით ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ რუსი სპორტსმენები _ მძლეოსნები, მოთხილამურეები, ჩოგბურთელები, რომლებსაც საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა (ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში) 4 წლით აუკრძალეს. ოლიმპიურ თამაშებში თავიანთი ქვეყნის დროშით ვერ გამოვლენ ის სპორტსმენებიც კი, რომლებსაც, ანტისადოპინგო კომისიის დასკვნით, დოპინგი არასოდეს მიუღიათ.

მხოლოდ სპორტის საკითხებში სრულიად გაუცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ სხვა ქვეყნების სპორტსმენები სრულიად არ იყენებენ დოპინგს. არადა, ისინი იმდენ დოპინგს იყენებენ, მსოფლიომ სიმართლე რომ შეიტყოს, საერთაშორისო შეჯიბრებები ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან დოპინგის მიღება დაკანონდეს. საკმარისია, შეხედოთ, მაგალითად, ამერიკელი ჩოგბურთელი დების _ ვინუს და სერენა უილიამსების, აგრეთვე, ბელგიელი კიმ კლეისტერსისნატიფდანაზფიგურებს, რომ მყისვე გაგიჩნდებათ კითხვა: “კი მაგრამ, რით დაიბერეს ამ ქალებმა კუნთები?” ან დააკვირდით ნორვეგიელ მოთხილამურეებს, ან გაიხსენეთ წარმოშობით აფრიკელი მორბენლის, ინგლისის მოქალაქე მო ფარას ეპოპეა. მო ფარას ანალიზებში დოპინგის კვალის აღმოჩენის შემდეგ ბრიტანეთის ანტიდოპინგურმა კომისიამ უარი განაცხადა ამ ანალიზების შედეგების WADA-სთვის (მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო) შესამოწმებლად გადაცემაზე.

მო ფარა
მო ფარა

არადა, მო ფარამ ოლიმპიური თამაშების 4 და მსოფლიო ჩემპიონატების 6 ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ კრინტიც არავის დაუძრავს მისთვის მედლების ჩამორთმევაზე. რუს სპორტსმენებს კი, ფაქტობრივად, ეჭვისა და ვარაუდების საფუძველზე ართმევენ ჯილდოებს. მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ დოპინგის გამოყენებასთან ბრძოლა აბსურდამდე დაიყვანა. ამან გამოიწვია ქვეყნების დაყოფასუფთადდაარასუფთად”. და, რადგან დიდი ბრიტანეთი ყველაზესუფთაა”, ამიტომ ის, როგორც კეისრის ცოლი, ეჭვმიუტანელია, შეუძლია, არად ჩააგდოს WADA, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ლონდონისა და ვაშინგტონის მითითებებს. ისე ჩაიძირნენ რუსეთისადმი სიძულვილში, რომ მზად არიან, გაწირონ, მაგალითად, მძლეოსნობა. თანაც, ერთი ქვეყნის ყველა სპორტსმენის დასჯა, მიუხედავად იმისა, შემჩნეული იყვნენ თუ არა ისინი დოპინგის გამოყენებაში, და მათთვის შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა იმ საბაბით, რომ ამ ქვეყნის ცალკეულმა სპორტსმენმა დოპინგი მიიღო, იურიდიული კაზუსია.

და მედლების ჩამორთმევის მანკიერი პრაქტიკა? ეს ხომ ბოროტმოქმედებისა და მაქინაციების არნახული სივრცეა! გასაოცარია, რომ ამ ვითარებაში სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და აქციებს არ მართავს WADA-ს წარმომადგენლობასთან და სასამართლოებში არ შეაქვთ სარჩელები დაუმსახურებლად დასჯილი სპორტსმენების პატივისა და ღირსების დასაცავად. ეს კი სპორტსა და პოლიტიკაში ოდნავ მაინც ჩახედულ ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ე.წ. უფლებადამცველებს არ სჩვევიათ იმ ორგანიზაციების მითითების გარეშე მოქმედება, რომლებიც მათ აფინანსებენ. ეს ორგანიზაციები კი სამთავრობო თუ მთავრობასთან დაახლოებული სტრუქტურებია (ფონდების სახით) იმ ქვეყნებისა, რომლებიც WADA-ს ძირითადი დამფინანსებლები არიან _ აშშ და მისი მოკავშირეები.

აღსანიშნავია, რომ WADA-მ 2019 წელს 4 წლით აუკრძალა რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, მათ შორის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო და 2021 წლისთვის გადაიდო, აგრეთვე, გამოსვლა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც პეკინში გაიმართება. არადა, სპორტსმენებიც ადამიანები არიან და ამა თუ იმ დაავადების თავიდან აცილების მიზნით ან სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატს იღებდნენ.

კიმ კლეისტერსი
კიმ კლეისტერსი

არის შემთხვევები, როცა WADA პოსტ ფაქტუმ კრძალავდა ამა თუ იმ პრეპარატს, შემდეგ უკანა რიცხვით ბრალს სდებდა სპორტსმენებს ამ პრეპარატის გამოყენებაში და ართმევდა მოპოვებულ ჯილდოს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ WADA- გადაწყვეტილების სამართლიანობის შემმოწმებელი არავინ არის.

ამჟამად WADA-ს თავისი მოსაზრების მიხედვით შეუძლია, ყოველდღიურად ამოიღოს ან ჩასვას ესა თუ ის პრეპარატი აკრძალული პრეპარატების სიიდან _ და ამით ნებისმიერ სპორტსმენს გამოუწეროს სამუდამო დისკვალიფიკაცია.

WADA-ს წყალობით საერთაშორისო სპორტი მომგებიან ბიზნესად იქცა დაინტერესებული პირების ვიწრო წრისთვის, რომელიც პატიოსან სპორტსმენებს აიძულებს, მათი წესებით ითამაშონ, იმ წესებით, რომლებიც ნამდვილ სპორტში არ უნდა არსებობდეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here