Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავტომობილების ტოპ-ხუთეული

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავტომობილების ტოპ-ხუთეული

2597
აუდი

დასახელდა ყველაზე პოპულარული ავტომობილები. ტოპი შეადგინეს პორტალავტონოვოსტი დნიასექსპერტებმა. მათ დათვალეს, რამდენი ავტომობილი შემოვიდა ბაზარზე.

მეხუთე ადგილზეა “ფორდი” Model T. გამოვიდა 16,5 მილიონი მანქანა. უშვებდნენ 1908 წლიდან 1927 წლამდე.

მეოთხე ადგილზეა “ვოლკსვაგენი” Beetle. მისი “ტირაჟი” 21,5 მილიონია. მესამე ადგილზე აღმოჩნდა “ვოლკსვაგენი” Golf, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 24 მილიონი გამოვიდა.

მეორე ადგილი წილად ხვდა “ფორდ” F-series-ს. მისი ყიდვა შეიძლება მხოლოდ აშშ-ში. გამოშვებულია 25 მილიონი.

ლიდერი კი გახდა “ტოიოტა” Corolla. გამოუშვეს 1966 წელს. მას შემდეგ კონვეიერიდან ჩამოვიდა ამ მოდელის დაახლოებით 35 მილიონი ავტომანქანა.

მსოფლიოს საუკეთესო მანქანა

მსოფლიოს საუკეთესო მანქანის წოდებაზე კი სამი პრეტენდენტი დასახელდა, რომელთაგან გამარჯვებულს კონკურსი “წლის მსოფლიო ავტომობილი” გამოავლენს. ჟიურის მიერ დასახელებული სამი ავტომობილია “აუდი” Q5, “იაგუარი” F-Pace და “ვოლკსვაგენი” Tiguan.

ეკოლოგიურად ყველაზე მავნე ავტომობილები

ექსპერტებმა ასევე შეადგინეს ანტირეიტინგი ეკოლოგიურად ყველაზე მავნე ავტომობილებისა, რომლებიც დიზელის საწვავზე მუშაობენ.

ამ სიის თავში აღმოჩნდნენ “რენოსა” და “ნისანის” მარკის მანქანები, რომლებიც გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here