ყაზანის გორბუნოვის სახელობის საავიაციო ქარხანაში საჯაროდ წარადგინეს გაუმჯობესებული სტრატეგიული რაკეტმზიდი–ბომბდამშენი Ty-160M2.
ეს შორი მოქმედების ბომბდამშენი, ძირითადად, შეესაბამება თყ-160-ის საბაზო პროექტს, რომელიც “თეთრი გედის” სახელითაა ცნობილი. განსხვავდება ახალი საბორტო ელექტრონიკით და აღჭურვილია ახალი იარაღით: მას აქვს 12-ბირთვულქობინიანი რაკეტა, რომლის მოქმედების სიშორე 3500 კილომეტრია. ზებგერითი ბომბდამშენის წონა 275 ტონაა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის რეკორდულია მსოფლიო მასშტაბით. ამ კოლოსს შეუძლია ერთჯერადად ჩასხმული საწვავით დაფაროს 14 ათასი კილომეტრი და განავითაროს სიჩქარე 2200 კილომეტრი საათში.
რუსეთის ავიაცია 16 ასეთი მანქანით არის აღჭურვილი, 50-ს მალე მიიღებს. Ty -160 M2-ის პირველი ფრენა 2018 წლის თებერვლისთვისაა დაგეგმილი.