Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე მსოფლიოს 10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა

მსოფლიოს 10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა

2287

მთავრობებს ფული სჭირდებათ იმისათვის, რომ თავიანთი ქვეყნები პროგრესისკენ წაიყვანონ, მაგრამ ის თუ საიდან და რა მეთოდებით ახერხებენ ფინანსების მოძიებას ეს ცალკე საკითხია. ბევრმა ქვეყანამ უბრალოდ იცის თუ როგორ უნდა გამოიმუშავოს ფული, ბევრი ამას პროგრამების შემუშავებით ახერხებს, ბევრი საქართველოს მსგავსად კრედიტს იღებს და საგარეო ვალს იდებს, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამას კორუფციული სისტემის მეშვეობით ახერხებს. ასეთ ქვეყნებში მექრთამეობა, ძარცვა, საფინასო მაქინაციები და უკანონო გარიგებები მაშტაბურ ხასიათს იღებს. ამ ქვეყნებში ფულის შოვნა კორუპციული გზით ბიზნესადაა ქცეული. 


“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნას:

  1. პარაგვაი

პარაგვაიში ცხოვრობს 7 მილიონზე მეტი ადამიანი, მაგრამ ეს ქვეყანა კვლავ იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთნება, სადაც კორუფციული სისტემას ყველაზე მძლავრად აქვს ფესვები გადგმული. პარაგვაიში კორუფციასთან ბრძოლისთვის იქმნება სხვასახვა დემოკრატიული ინსტიტუტები და საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ ეს მოცემულობა და ქვეყნის იმიჯი ოდნავ მაინც გამოასწორონ.

2. კონგოს რესპუბლიკა

ცენტრალური აფრიკის ეს რესპუბლიკა განთქმულია თავისი სასტიკი კორუფციული წარსულით. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს მივხვდებით, თუ რატომაა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სურათი შექმნილი. 90-იან წლებში ქვეყანას მართავდნენ სუსტი კოალიციური მთავრობები, 1997 წლის ახალი არჩევნების წინ დაიწყო სამოქალაქო ომი, რამაც დაასუსტა და დააქცია ქვეყნის ეკონომიკა, არც შემდგომ პერიოდში იყო უკეთესი მდგომარეობა რესპუბლიკაში. 4 მილონამდე კონგოელი კორუფციის მარწუხებში ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას.

3. ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში ცხოვრობს დაახლოებით 8 მილიონამდე ადამიანი. საშინელი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაიტანეს, ახალი მთავრობა უცხოური ინვესტიციების ხარჯზე ცდილობს  ებრძოლოს ამ კორუფციულ მანქანას, თუმცა კორუფცია კვლავაც ტაჯიკეთისთვის უმთავრეს პრობლემად რჩება. მათ შორის სამთავრობო უწყებებში.

4. ჩადი

ჩადი კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად მთელს მსოფლიოში. ჩადი აფრიკის კონტინენტზე რიგით მე-5-ე ქვეყანაა სიდიდით. ჩადის პოლიტიკური ისტორია გვარწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში კორუფციას და სიღარიბეს იმდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები, რომ რთულია წარმოვიდგინოთ ის, თუ როდის შეძლებს ქვეყანა დადგეს ფეხზე.

5. კამბოჯა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანას, სადაც  13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინდექსის ზრდის კუთხით. მიუხედავად ამისა, ყოველივე ხერხდება ქვეყანაში ძლიერი კორუფციული გარიგებების წყალობით. აქ მთავრობის უწინარეს ამოცანად კვლავ კორუფციასთან ბრძოლა რჩება.

6. ზიმბაბვე

აფრიკის ეს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ რესურსს ფლობს (ალმასი, ძვირფასი ქვები, განთქმულია ვაჭრობით) ქვეყანა მაინც გახდა კორუფციული მაქინაციების ძლიერი კერა. კორუფციამ ზიმბაბვეში ისეთი მაშტატბები მიიღო, რომ აქ მსოფლიო მაშტაბით დანაშაულის რეკორდულად მაღალი  მაჩვენებელი ფიქსირდება.

7. სირია

სირიას რამოდენიმე ათეული წელია სტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემო არ ქონია და სწორედ ამით აიხსნება ქვეყანის  მძიმე სოციოლურ-ეკონომიკური მდგომარეობა. განუწყვეტელმა ომებმა ქვეყანას თავისი ღრმა კვალი დაამჩნია, მაღალმა დანაშაულებობრივმა ქმედებებმა (ძალადობა, ძარცვა, ყაჩაღობა) სირია ძალიან დაასუსტა. დღესდღეისობით სირიას 16-ე ადგილი უკავია მსოფლიოს ყველაზე კორუფციული ქვეყნების ოფიციალურ რეიტინგში.

8. ჰაიტი

ჰაიტის რესპუბლიკა ასევე ცნობილია სახელით “ანტილიის კუნძულთა მარგალიტი”. ალბათ ძნელი წარმოსადგენია ამგვარი მეტსახელის მქონე ქვეყანა ამ ათეულში მოიაზრებოდეს, თუმცა ეს რეალობაა. ქვეყანა ცნობილია თავისი არსტაბილური პოლიტიკური და კორუფციული გარემოთი. განსაკუთრებით კი სისტემას მძლავრად აქვს ფესვები გადგმული სასამართლო სისტემაში.

9. ვენესუელა

უნდა ავღნიშნოთ, რომ ვენესუელას არ აქვს გადადგმული მაშტაბური ხასიათის არცეთი ნაბიჯი, რათა დაეწია ქვეყნაში კორუფციის დონე. თითქოს ქვეყანა ამ სისტემით ცხოვრობს. ვენესუელი მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანაში მთავრობა სრულად კორუმპირებულია. მაღალი ინფლაციის დონე და ეკონომიკური კრიზისი არ აძლევს ქვეყანას საშუალებას განვითარდეს.

10. იემენი

იემენის რესპუბლიკის მოსახლეობა ყოველდღიურად ზარალდება ქვეყანაში არსებული მძიმე კორუფციული მაქინაციების შედეგად. არც ქვეყნის მთავრობა და არც მდიდარი ფენა არ ცდილობს ქვეყანაში შეცვალოს ეს მოცემულობა, მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს უსამართლობასთან და კორუფციასთან ბრძოლა.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here