Home ახალი ამბები მსოფლიო მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გეგმა მოქმედებაში ტრამპის შესრულებით

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გეგმა მოქმედებაში ტრამპის შესრულებით

1450
ტრამპი

აშშის წამყვანი ფინანსური გურუები აქტიურად ალაპარაკდნენ ამერიკისთვის დოლარის დომინირების მავნებლობაზე.

ბრიტანელი ფინანსური ანალიტიკოსი ჯიმ ნილი ცნობილია პროფესიონალთა წრეში. ყოფილი მთავარი ეკონომისტი და შემდეგ ბანკ Gოლდმან საცჰსის პარტნიორი, 2010 წლიდან Goldman sachs Asset Managementის აქტივების მმართველი, Chatham Houseის თავმჯდომარე, აკრონიმბრიჩ”-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ავტორი, საერთაშორისო ბიზნესსა და გლობალურ ფინანსებზე მრავალი პოპულარული წიგნის ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ამ ფინანსებში, თუ ყველაფერი არა, ბევრი რამ იცის.

აი ეს ადამიანი გამოვიდა ტელეარხ CNBC-ს ეთერში და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ განაცხადა: ჩვენ ვცხოვრობთ ამ ძალიან თავისებურ ვითარებაში, როდესაც დოლარის როლი მსოფლიოს ფინანსებში იდიოტურად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშის ეკონომიკა”.

ბოლო პერიოდში ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ დოლარმა, როგორც მსოფლიოში დომინირებულმა ვალუტამ, დაიწყო ხელის შეშლა თვით ამერიკელებისთვის.

ტრამპი, ალბათ, შეძლებს პრეზიდენტობის შენარჩუნებას მეორე ვადით, მის უკან მდგომ ადამიანებს კი მოუწევთ ლოზუნგ “ამერიკა ამერიკელებისთვის” ახალი ვერსიის რეალიზება, უკან, აშშ-ში ტრანსნაციონალური კორპორაციების დაბრუნებით. ამით ნაციონალური მრეწველობის მოცულობას მსოფლიოს წამყვან პოზიციაზე დააბრუნებენ, შესაბამისად, ქვეყანას იმპორტიორების რიგიდან ექსპორტიორებში გადაიყვანენ, მათ კაპიტალს კი, მოგებასთან ერთად, საგადასახადო სამსახურის მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარებენ.

სავაჭრო ომი ჩინეთთან, არსით კი სრულიად მსოფლიოსთან, ფაქტობრივად წამოწყებულია იმიტომ, რომ დაანგრიოს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის სავაჭრო სივრცის ერთიანობა. ამას საბოლოო ჯამში, პლანეტა მიჰყავს რამდენიმე ჩაკეტილი ეკონომიკური კლასტერის შექმნისკენ, რომლებიც საკმაოდ ჩაკეტილია იმპორტისთვის. იმიტომ, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილ თითოეულ პერანგს, შარვალს, საბავშვო სათამაშოს, მით უმეტეს, კომპიუტერსა თუ სმარტფონს ავტომატურად მიაქვს გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილები.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში პროდუქტის ექსპორტით ჩინეთში პირდაპირ იქმნება, სულ ცოტა, 1,6 მლნ სამუშაო ადგილი, ხოლო ლოჯისტიკისა და დამხმარე ბიზნესპროცესის გათვალისწინებით სამუშაო ადგილის რაოდენობა 8-10-ჯერ მეტია. თუ ერთ ადგილას რაღაც ჭარბად არის, სხვა ადგილებში _ ის კვდომას იწვევს.

ჩინეთის პროდუქციის იმპორტი აშშში ამ უკანასკნელს 15-16 მლნ სამუშაო ადგილს აკარგვინებს.

სახელმწიფო ვალის პრობლემაც შეიძლება მოგვარდეს. არა, მის დაბრუნებას არავინ აპირებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა აშშ-ის საერთო ვალის ზრდის ტემპი და თუმცა ნელა, მაგრამ მაინც, ტრამპი აშშ-ის საგარეო ვალს გამუდმებით გამოისყიდის.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშკარაა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებში მოქცევის მცდელობის ტენდენცია. კანადასა და მექსიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება NAFTA შეიცვალა ახალი შეთანხმებით. ამ ახალ შეთანხმებაში ჩადებულია პირობა, რომელიცპარტნიორებსუზღუდავს სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან, თანამშრომლობას.

ზემოაღნიშნული გეგმების რეალიზაციის შემდეგ, ამერიკული ეკონომიკური კლასტერი თვითკმარი იქნება, თანაც ფინანსების მიხედვით, პლანეტაზე ყველაზე დიდი.

ამ პირობებში რისთვის სჭირდება ვაშინგტონს გლობალური დოლარის შენარჩუნება? ის ამერიკის კონტინენტის საზღვრებს გარეთ, რაც შეიძლება, ცოტა უნდა იყოს. მხოლოდ ასე შეინარჩუნებს დოლარი თავის ზემაღალ ღირებულებას, კლასტერს კი საშუალებას მისცემს, იაფად შემოიტანოს აუცილებელი სანედლეულო რესურსი.

მოკლედ, გლობალიზმი დასრულდა. მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად მიდის მრავალპოლუსიანი სამყაროს ფორმირებისკენ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here