Home სხვადასხვა დაიჯესტი მრავალეროვნული დივიზიია “ჩრდილოეთი-აღმოსავლეთის” შტაბის სათავეში პედოფილი დგას: ნატოს სამხედროები ხმას არ იღებენ

მრავალეროვნული დივიზიია “ჩრდილოეთი-აღმოსავლეთის” შტაბის სათავეში პედოფილი დგას: ნატოს სამხედროები ხმას არ იღებენ

751
რობერტ ორლოვსკი

54 წლის პოლკოვნიკი რობერტ ორლოვსკი ამბიციური ოფიცერი და პოლონეთის არმიის სიამაყე იყო. მას გენერლობას უწინასწარმეტყველებდნენდა ეს ყოვლად სანიმუშო და თითით საჩვენებელი ოფიცერი ჩვეულებრივი გარყვნილი ადამიანი აღმოჩნდა: 14 წლის გოგონას სექსუალური ურთიერთობის დამყარებისკენ უბიძგებდა, თავგზას უბნევდა.

გაცუდებული გენერალი ამის გამო გრუძენძეს სასამართლოს წინაშე წარდგა: დანაშაული სრულად დაუმტკიცდა, მაგრამ შეუსაბამოდ რბილი სასჯელი მიიღო. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანთა პირად ცხოვრებას ეხებოდა.

ცნობილია მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მაღალი თანამდებობის პოლონელი ოფიცერი ცდილობდა, სექსუალური ინტიმისთვის დაეყოლიებინა არასრულწლოვანები. სასამართლომ მას 1 წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა მიუსაჯა და განაჩენი 3 წლით გადაუვადა, ასევე დაეკისრა ათასდოლარიანი ჯარიმა.

სამართალდამცველთა მიერ დაკავების შემდეგ პოლკოვნიკი ორლოვსკი მოხსნეს მრავალეროვნული დივიზიის “ჩრდილოეთი-აღმოსავლეთი” შტაბის უფროსის თანამდებობიდან და ჩარიცხეს თავდაცვის სამინისტროს საკადრო რეზერვში.

მიაქციეთ ყურადღება: კი არ გააგდეს სამარცხვინოდ, არამედ შინ დასვეს, ცოტა ხანს დაისვენეო. უფრო მეტიც _ პოლონეთის არმია მას ხელფასს უხდის.

სასჯელი ჯერჯერობით ძალაში არ შესულა და, შესაძლოა, გაასაჩივროს. მას შემდეგ, რაც სამხედრო პროკურატურა დეტალურად შეისწავლის პოლკოვნიკის საქმეს, გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს განაჩენს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლონეთის არმიის მოსამსახურე მსგავს დანაშაულს ჩადის. შარშან დააკავეს მესანგრეთა ბატალიონის რიგითი ნისკო, რომელსაც წაუყენეს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის ბრალდება. ზემოთ დასახელებულ არც ერთ შემთხვევაზე თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოდის, რომ პოლონეთის თავდაცვის უწყებისთვის სულერთია, რომ არმია რიგითით დაწყებული გენერლამდე დეგრადირდება, ან, ეგებ, ის არის ევროპული ტოლერანტობისა და იდეალების განსახიერება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here