Home ახალი ამბები საქართველო მოწევის აკრძალვის შემდეგ შემოწმებული ობიექტების 92 პროცენტი კანონს იცავს

მოწევის აკრძალვის შემდეგ შემოწმებული ობიექტების 92 პროცენტი კანონს იცავს

941
მოწევის აკრძალვა

ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ობიექტის შემოწმებისას დარღვევები 8%-ში გამოვლინდა, ობიექტების 92% კი კანონის მოთხოვნებს იცავს. ამის შესახებ განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

მისივე თქმით, დარღვევები არა მხოლოდ სამასპინძლო ბიზნესზე, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თეატრებზეც მოდის. ბახტურიძემ ასევე ისაუბრა დიდ სავაჭრო ობიექტებში კანონის დარღვევის ფაქტებსა და თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან რეკლამის განთავსებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here