Home რუბრიკები ეკონომიკა მოქალაქეების გატყავებაზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 2016 წელს...

მოქალაქეების გატყავებაზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 2016 წელს 18 მილიონს გადააჭარბა!

ექსპერტი: სოსო ცისკარიშვილი
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ  შეადგინა 18,86  მილიონი ლარი, 2015 წელს კი მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება 2.63  მილიონი ლარი იყო.

2016  წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 393.04 მილიონი ლარი, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 359.80 მილიონი ლარი იყო. სადაზღვევო კომპანიების აქტივებმა შეადგენა 542,30 მილიონი ლარი, 2016 წელს კი 520.37 მილიონი ლარი.

2016 წლის ბოლოს დარეგისტრირდა 14 სადაზღვევო კომპანია. 13 მათგანი ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი სადაზღვევო კომპანია მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება ,,საქართველო და მსოფლიომ“ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს სთხოვა:

-სადაზღვევო კომპანიების მოგებამ გასულ წელს  18 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2016 წლის ბოლოს დარეგისტრირდა  14 სადაზღვევო კომპანია, რისთვის იქმნება ამდენი კომპანია? ვხედავთ, რომ ციფრები შთამბეჭდავია!

– ჩემი აზრით, ეს არის სრულიად მიუღებელი  გადმონაშთი იმ დროიდან, როცა ,,ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევდა ქართულ მედიცინას.  დღესაც კი  რეანიმაციული განყოფლებიდან ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ადამიანს მეორე დღეს უშვებენ სახლში. თვალნათლივ ჩანს დამზღვევი სუბიექტების ბუღალტერული  ჩანაწერში, რომ  ისინი სახელმწიფოსგან იღებენ პირდაპირი დანიშნულებისთვის დიდ თანხებს და ანგარიშში თანხა, რომელიც გადაგზავნილი იყო პაციენტის სარჩენად მოხსენებელია, როგორც დანაკარგი.  ჯანდაცვის სამინისტრო იმაზე არ დაფიქრებულა, რომ დამზღვევთან ურთიერთობისას პაციენტები იყვნენ თანაბარუფლებიანნი.

ვიდრე  ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო არ იქნება დაკომპლექტებული პროფესიონალებით და სამედიცინო მენეჯმენტის შემსწავლელი ჩვენი  თანამემამულეებით, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საკითხებს სწავლობდნენ, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რაიმე წინსვლაზე საუბარი ზედმეტია. დღესაც სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ მოქალაქეების გატყავებაზე არიან ორიენტირებულნი და გატყავებას თავად ექიმებიც ვერ აცდნენ, ასე გაგრძელება დააზარალებს ქვეყანასაც და ჩვენს მოსახლეობასაც. სადაზღვევო კომპანია,  მონოპოლისტად  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია ,,ევექსი“და   საქართველოს ბანკის ყველა დანარჩენი მიმართულება, არის  შესაბამისი ბაზრის მფლობელი. მიჩნდება კითხვა: როგორ მოახერხა სააკაშვილის ფავორიტმა ბანკმა, რომელსაც ყველაფრის უფლება ჰქონდა, გამხდარიყო ასეთივე სანდო სუბიექტი ბიძინა ივანიშვილისთვისაც?

 

ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here