Home ახალი ამბები საქართველო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ისევ „ნაცი“ განაგებს!

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ისევ „ნაცი“ განაგებს!

2157

არაღდგენილი სამართლიანობისა და იმ ყბადაღებული კოაბიტაციის პირობებში, რომელიც კოალიციის სულის ჩამდგმელმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სათავეში მოსვლისთანავე მოახვია ქვეყანას, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ნარჩენები სამთავრობო უწყებებს, სტრუქტურებსა თუ ორგანიზაციებს კიბოს მეტასტაზებივით ედებიან. ისინი არა მხოლოდ ინარჩუნებენ ძველ პოსტებს, ახალ თანამდებობებზეც ინიშნებიან. ძალაუფლებასა და ხალხის დატერორებას ჩვეულნი, ისევ ძალაუფლებით ტკბებიან.


მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (იგივე პიონერთა სასახლე) ერთ-ერთი იმ სახელმწიფო დაწესებულებათაგანია, რომლის მესვეურადაც მმართველმა გუნდმა ყოფილი „ნაციონალი“ და სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში არაერთ მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი კადრი გაამწესა. თიკა რუხაძე საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციას არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების დროს მალავდა. ამის მიუხედავად, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ იგი ზემოაღნიშნული სასახლის დირექტორად დანიშნა. მეტიც, დაწესებულების თანამშრომელთა უკმაყოფილების მიუხედავად, მან გვერდით მისთვის სასურველი და სანდო კარდებიც დაიყენა. ხოლო უკმაყოფილო თანამშრომლებს, რომლებიც უსამართლობას არ ეგუებოდნენ, სამსახური დაატოვებინა.

„საქართველო და მსოფლიო“ გთავაზობთ პიონერთა სასახლის თანამშრომლების მიერ მომზადებულ წერილს უცვლელად, რომელიც  სანდო წყარომ მოგვაწოდა და რომელიც ნათელს ჰფენს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას:

„(მოკლე ინფორმაცია – თიკა რუხაძე გაქანებული ნაცი, მუშაობდა საზოგადოებრივ არხის პროდუსერად (საქმე აღუძრეს პროკურატურამ ხელისმოწერების გაყალბების ფაქტზე; შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის კომპანიაში მომღერლების პროდუსერად მუშაობდა და პროკურატურამ საქმე აღუძრა ფულის მითვისების ფაქტზე, ნაცებმა უშველეს და ჩვენი აგენტი იყო ბადრისთანო და არ დააჭერინეს; შემდეგ მიშამ მოაწყო მუსკომედიის თეატრის დირექტორად და 6 თვეში ფინანსურმა პოლიციამ საქმე აღძრა (ეს ის პერიოდია ბიძინა ივანიშვილი თავის ფულით რომ არემონტებდა მუსკომედიის თეატრს – ბიძინას ფული შეჭამა) ფულის მითვისების ფაქტზე, დაატოვებინეს თანამდებობა და არ დააჭერინეს ნაცებმა; შემდეგ დაიწყო მუშაობა „ცენტრ პოინტში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. შეჭმული აქვს მეანაბრეების ფულები, გადამალული აქვს „ცენტრ პოინტის“ ქონება (მაგაზე წერდნენ ჟურნალისტები) – მიწის ნაკვეთები, სახლები, ფართები და ა.შ.  პროკურატურის საქმეში „ცენტრ პოინტის“ მიმართ მრავალ ეპიზოდში ფიგურირებს და პროკურატურას ბევრი კითხვები აქვს. და ა.შ).

ამჟამად მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის (პიონერთა სასახლის ) დირექტორად. მოკლედ ნარმანიამ რომ დანიშნა 2016 წლის ოქტომბერში მთელი სასახლის მასწავლებლები აღდგენ თიკა რუხაძის წინააღმდეგ და სასახლეში არ უშვებდნენ; დათო ნარმანიამ წერილი მიწერა მაშინ კოლექტივს და შეპირდა რომ არავინ არ წავა სამსახურიდან, არ იქნება შემცირებები, არ დაიხურება კაბინეტები და სასახლის ინფრასტრუქტურაც მოვაწესრიგებო. ოღონდ თიკა რუხაძე შეუშვით სასახლეშიო. მოკლედ ამ დაპირებებით დაიყოლიაკოლექტივი. სასახლე იურიდიულად არის აიპი და თბილისის მერიას ეკუთვნის.

თიკა რუხაძე მომძლავრდა სასახლეში, გვერდში ამოიყენა ნანა ალექსანდრია (ბოკერიას დედა) და სხვა მიშისტები და კოლექტივს ატერორებს. ეხლა მოიგონა გამოცდები უნდა ჩაგიტაროთო; ხელი მოაწერინა რაღაც დოკუმეტზე თუ არ მომეწონება თქვენი პასუხები სამსახურიდან მიდიხართ და პრეტენზიები არ გექნებათო. მოიყვანა თავისი უვიცი დაქალები სამსახურში რომლებიც თვეში ერთხელ დადიან სასახლეში ყავის დასალევათ და სხვა სამსახურებშიც მუშაობენ. იმათაც ატერორებინებს პედაგოგებს. მოკლედ იურიდიულად ბევრი შეცდომა  დაუშვა; გამოცდები უნდა ჩაეტარებინა ივნისში, უნდა დარიგებოდათ პედაგოგებს კითხვარი წინასწარ თუ რა საკითხებს შეეხებოდა გამოცდები და ასე შემდეგ. აღარ დაელოდა ივნისს და დღეიდან დაიწყო გამოცდები. მოაწყო ოთახი, დააყენა ვიდეო გადამღები (როგორც დაკითხვას ისე აწყობს გამოკითხვას), მოისვა გვერძე თავისი უცოდინარი დაქალები და ჩვენ ვართ საგამოცდო კომისიაო და ატარებს დაკითხვებს.
ამას ყველაფერს აკეთებს დათო ნარმანიას და მერიის  სახელით. ამ დროს დათო ნარმანია საქმის კურსში არ არის

  1. კითხვები:
    მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში როდესაც თიკა რუხაძე დაინიშნა დირექტორად თქვენ კოლექტივს მიმართეთ წერილით. სადაც აცხადებდით რომ არცერთი თანამშრომელი არ შემცირდებოდა და არ დაკარგავდა სამსახურს; არ შენცირდებოდა და არ დაიხურებოდა კაბინეტები, მოაწყობდით ინფრასტრუქტურას და ასე სემდეგ (წერილსაც გადმოგიგზავნი ლადო). გახსოვთ თუ არა ამ დაპირების შესახებ?
  2. სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე თქვენი დავალებით (თვითონ ეგრე აცხადებს) ატარებს პედაგოგების დაკითხვა- გამოცდებს ვიდეო გადამღები და მოსასმენი აპარატების მეშვეობით. იცით თუ არა თქვენ როგორც ქალაქის მერმა ამის შესახებ?
  3. როგორ შეიძლება თიკა რუხაძემ გამოკითხოს და შეაფასოს ისეთი დამსახურებული პედაგოგები როგორებიც არიან: თემურ ქევხიშვილი (საუკუნის ხმა), გრიგორ ჩიგოგიძე („პიონერფილმის“ ხელმძღვანელი), ნანა ალექსანდრია (მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონი (ჩამიონათვალში ეგაც მოახვედროს საჭიროა); ციალა საღარაძე (გურამ საღარაძის და); გოგი თოდაძე (რეჟისორი – „ეზოში ავი ძაღლია“), გურამ ჯაიანი („მზიურის“ ხელმძღვანელი), ია გოდერძიშვილს (ეკოლოგიის კაბინეტის ხელმძღვანელი), კახა ცაბაძე (კომპოზიტორი), ნათელა ურუშაძე (ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი, დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს მიერ), ბესარიონ ხუცილავა (ისტორიის კაბინეტის ხელმძღვანელი, პროფესორი), გია დავითიანი (კვარტეტი  „ალილოს“ სოლისტი) და სხვა 250 დამსახურებული თანამშრომელი?
  4. მასმედიის საშუალებებით მრავლად ვრცელდება ინფორმაცია თიკა რუხაძის საქმიანობის შესახებ . იცით თუ არა ამის შესახებ? მასში მოყვანილფაქტების შესახებ? თუ გაცნობილი ხართ რა რეაგირებას აპირებთ?
  5. თქვენი დავალებებით მოქმედებს სასახლის დირექტორო თიკა რუხაძე?

საჩქაროა ნარმანიასთან ამ კითხვების დასმა“.

 

                                                                                                                                   ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here