Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვმა მკაცრად გააფრთხილა აშშ სირიის საკითხზე

მოსკოვმა მკაცრად გააფრთხილა აშშ სირიის საკითხზე

849
სარაკეტო დარტყმა

სირიის სამთავრობო ჯარზე შეტევის მცდელობა დეირ-ეზ-ზორის პროვინციის ჩრდილოეთი რაიონებიდან, სადაც “სირიის დემოკრატიული ძალების” მოთარეშეები და ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მან თქვა, რომ უკვე იყო ორი შეტევა ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირის რაიონებიდან, სადაც განლაგებულნი არიან “ბოევიკები” და ამერიკელი სამხედროები. მასირებულად ისროდნენ ნაღმსარტყოცნებიდან და რეაქტიული არტილერიის დანადგარების მეშვეობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ეცნობა ამერიკელ სამხედროებს.

“კავშირგაბმულობის სპეციალური არხის მეშვეობით აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელს ელ-უდეიდში (ყატარი) მკაცრად ეცნობათ, რომ შემოტევის მცდელობა იმ რაიონებიდან, რომლებშიც იმყოფებიან “სირიის დემოკრატიული ძალების” მოთარეშენი, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, _ განაცხადეს სამხედრო უწყებაში.

კონაშენკოვმა დასძინა, რომ საერთაშორისო კოალიციის  სირიის ჯარების წარმატებების ფონზე,  “სირიის დემოკრატიული ძალებისა”  და აშშ-ის მეთაურობით, რაკას გათავისუფლების ოპერაცია შეჩერებულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here