ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვ. პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეკომპანია “ფოქს ნიუსს”. პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მრავალგზის ნათქვამი, რომ ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგებას მის საზღვრებთან რუსეთი განიხილავს პირდაპირ და უშუალო საფრთხედ მისი ეროვნული უშიშროებისთვის და ამიტომ რუსეთის რეაქცია ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე უკიდურესად მძაფრი იქნება.
11-12 ივლისის ნატოს ბრიუსელის სამიტი მოსკოვს უყურადღებოდ არც ახლა დაუტოვებია. სამიტის პირველ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს უსარგებლო ბლოკი უწოდა, რომელსაც მხოლოდ “კბილების ღრჭიალი” შეუძლია. მეორე დღეს რუსეთის მიდ-ის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ნატოში საქართველოს შესაძლო მიღებასაც გამოეხმაურა.
ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს საპასუხო ზომებს, თუ კი სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ნატოს წევრები გახდებიან. “ნატოში ახალი წევრების მიღება შეცვლის ევროპაში დღეს არსებული უსაფრთხოების სურათს. და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის პრინციპულ პოზიციას მთლიანად. უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს გაფართოება ცალმხრივი პროცესი არ არის. როცა ხდება ცვლილებები ერთ მხარეს, მას აუცილებლად მოჰყვება შედეგები მეორე მხრიდან”, _ თქვა ზახაროვამ.
ისღა დაგვრჩენია, დავამატოთ, რომ რუსეთის პოზიცია ყველამ გაიგო _ საფრანგეთმაც, გერმანიამაც და ევროპის სხვა ქვეყნებმაც, ახლა _ ამერიკამაც. მარტო ჩვენმა ტვინგაყინულმა და დაბრმავებულმა “პოლიტიკოსებმა” ვერ გაიგეს (თუ არ უნდათ გაიგონ) ვერაფერი.
როდემდე?!
ჩვენი მთავრობა ნუღარ გვაბოლებს სხვადასხვა დაპირებებით შევალთ რეზოლუცია მიიღო ნატომ ჩვენს ნატოში მიღებაზე კარგით საქართველოს ნატოში მიიღებენ ჩვენი დამოუკიდებლობის საფასურად ,იყვირეთ ნატო გვინდა დაანებეთ თავი რაც გვაქვს იმასაც დავკარგავთ
გაიგეს მაგრამ ჩვენ გვაბოლებენ რათა რუსეთთან მათი უარყოფითი დამოკიდებულება ახსნან,რაში სჭირდებათ ეს ძნელი გასაგებია.