Home ახალი ამბები მოსკოვის კინოთეატრებში მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს

მოსკოვის კინოთეატრებში მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს

714

რუსეთის დედაქალაქის კინოთეატრებიდან აფეთქების საფრთხის გამო, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ერთი დღის განმავლობაში, შვიდი კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე კიდევ ორი კინოთეატრიდან  ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე  სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც დაწესებულებების შემოწმებას ძაღლებისა და სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ახორციელებენ.

რუსეთში სატელეფონო ტერორიზმი 11 სექტემბრიდან დაიწყო. ანონიმი პირი რეკავს ამა თუ იმ უწყებასა თუ დაწესებულებაში და ნაღმის არსებობის შესახებ აფრთხილებს. სატელეფონო ტერორიზმის გამო, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უკვე მოხდა მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here