მოსკოვის ერთ–ერთ კოლეჯში ორი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთაგან ერთი სტუდენტია, ხოლო მეორე მასწავლებელი.
ამის შესახებ სააგენტო “Mash”-ი იტყობინება.
შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დანაშაულის ადგილზე მოსკოვის საგამოძიებო დეპარტამენტი მუშაობს.