Home სხვადასხვა დაიჯესტი მოსამართლე ოჯახის შესახებ, რომელიც 30 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა ბავშვებზე: ეს...

მოსამართლე ოჯახის შესახებ, რომელიც 30 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა ბავშვებზე: ეს იყო პედოფილიის უსაშინელესი შემთხვევა

751
მოსამართლე ოჯახის შესახებ

ამ ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაული 30 წლის განმავლობაში ვერ გახსნეს სამხილის არარსებობის გამო. ენტონი პოტასი და მასთან ერთად სამი მისი ნათესავი სჩადიოდნენ დანაშაულს, რომელიც ბავშვების მიმართ არნახული სისასტიკით იყო გამორჩეული. შედეგად, 49 წლის მამაკაცს, რომელიც სასამართლოში დაახასიათეს, როგორც უკიდურესად გარყვნილი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, _ იუწყება The Sun.

გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ენტონის მშობლები, მისი ცოლი და ოჯახის მეგობარი. თავი დამნაშავედ ცნო პატიმრის ორმა ძმამაც. ყველა მათგანს წაუყენეს ბავშვის გაუპატიურებისა და სქესობრივი აქტის განსახორციელებლად წაქეზების ბრალდება.

თქვენ ხართ უკიდურესად გარყვნილი ადამიანი, რომელიც ბოროტად სარგებლობდა ბავშვების გულუბრყვილობით და რყვნიდა მათ. ჩემს 50-წლიან პრაქტიკაში არ მახსოვს ამაზე უარესი რამ”, _ განაცხადა მოსამართლემ.

ეს საშინელი დანაშაული პირველად გაცხადდა 1989 წელს, როცა მსხვერპლთაგან ერთ-ერთმა ილაპარაკა, რაც ხდებოდა. მაგრამ საქმე არც მაშინ აღიძრა, არც _ 2015 წლის მაისში, როცა სამმა ბავშვმა, რომლებიც 14 წლისანი არ იყვნენ, განაცხადეს, რომ მათზე იძალადეს: ვერც ამ შემთხვევაში მოიპოვეს სათანადო მტკიცებულებები. მხოლოდ 2016 წელს შეიქნა ცნობილი, რამდენი ბავშვი გააუპატიურეს ამ ხნის განმავლობაში: როგორც იქნა, გამოჩნდნენ მოწმეები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here