საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციას ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროცესები მოჰყვა: გალის რაიონის დექართველიზაცია და საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიციების გაძლიერება. ამასთანავე, ნატოს შემოსვლა საქართველოში ნიშნავს თურქეთის შემოსვლას, რაც გაცილებით სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.
თურქეთმა 6 ჰა-ზე მეტი ტერიტორია მიიღო საჩუქრად საქართველოს ხელისუფლებისგან. აზერბაიჯანიც იმედოვნებს, რომ საქართველოსთან საზღვრის დაზუსტების შემდგომ დავით-გარეჯის მონასტრის ნაწილს და ჩიჩხიტურის კოშკს მიიღებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის რაიონის სოფელი ახკერში მდებარე მე-13 საუკუნის ქართული მონასტერი _ ჰუჯაბი ა.წ. სექტემბრიდან სომხების საკუთრებაში გადადის.
საინტერესოა, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები სომხებისა და აზერბაიჯანელების შთამომავლები ხომ არ არიან და მათგან მემკვიდრეობით ხომ არ მიიღეს ქართული მიწა–წყალი? ჩვენი “მეგობარი” მეზობლების ნების აღსრულება ხდება იმ ფონზე, როცა სომეხ ხალხს ბრალი დასდეს სხვა ერების ისტორიის მითვისებაში. ამ ბრალდების ავტორები არიან ნინა გარსოიანი _ გამოჩენილი ამერიკელი არმენოლოგი, კოლუმბიის უნივერისტეტის დოქტორი და ეთიოპიელი პოლიტოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი _ თეკოლა ხაგოსი. ქალბატონი გარსოიანი აღნიშნავს, რომ ყველა ძველსომხური წყარო მიტაცებულია და ეს გამოწვეულია ლტოლვით, გამორჩეულიყვნენ სხვა ხალხებს შორის. თეკოლა ხაგოსი თავის ნაშრომში ასაბუთებს, რომ სომხები საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდნენ პრობლემას მრავალი ერისთვის, იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც ცხოვრობდნენ. მისი აზრით, სასურველია, გაერთიანებული ძალებით შეიქმნას კომისია და თავისი ადგილი მიუჩინოს ამ ხალხს, რომელსაც იერუსალიმის დაარსების პრეტენზიაც აქვს. “სომხებს ბოდიშის მოხდა უნდა დაეკისროთ მთელი მსოფლიოსა და ყველა ხალხის წინაშე. მოწვეულ უნდა იქნეს საერთაშორისო სასამართლო გაეროსა და იუნესკოს ჩარჩოებში და სომხებს მიეჩინოთ თავიანთი ადგილი”, _ ამბობს თეკოლა ხაგოსი.
ერთი რამ ცხადია: ქართველებს რუსებთან რომ გვქონდეს გაფორმებული სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, საქართველოს მიწა–წყალზე პრეტენზიის მქონე “მეგობარი” ქვეყნები ვერაფერს გაგვიბედავდნენ. საგულისხმო ფაქტია, რომ ინგლისი, რომელიც დღეს საქართველოს დემონიზაციის აქტიური მონაწილეა, 1945 წელს მხარს უჭერდა თურქეთს ჩვენი ტერიტორიის მიტაცებაში. ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დასავლეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება რუსეთის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას აუარესებს. ამერიკა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, მაგრამ ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდება. სანქციების დაწესებაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: “ამერიკა თავისი ეკონომიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად გეოპოლიტიკურ უპირატესობას იყენებს. შეუძლებელია, უსასრულოდ ვითმინოთ ანტირუსული ისტერიკა, ეს უზნეობაა”. სანქციების დაწესებით რუსეთს ვერაფერს აიძულებენ და მცოცავი ოკუპაციით საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახვა, რომ მათი მითითებები ფეხებზე ჰკიდია. “რუსეთის მზარდ გავლენას ვერაფერი შეაჩერებს”, _ ამბობს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაზვერვის ყოფილი შეფი ვერნერ გროსმანი. ამ გარემოებას ანგარიში უნდა გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთთან დიალოგის დაწყებას შეეცადოს. რაც შეეხება ახალ ფორმატს “საქართველო-ნატო-რუსეთი”, _ რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია. საინტერესოა, რუსეთმა ირმა ინაშვილს უნდა დაუჯეროს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ, თუ ნატო საქართველოში დასამკვიდრებლად ინაშვილისგან ნებართვას დაელოდება? ჩვენი სამშობლოს დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი უალტერნატივო გარანტი რუსეთთან სამხედრო–სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებაა. ბათუმში კი ერთობლივი რუსულ–ქართული ანტიტერორისტული ცენტრი უნდა გაიხსნას. ქართველ საზოგადოებას შევახსენებ, რომ გერმანიის გაერთიანებას 1990 წლის 3 ოქტომბერს წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საბჭოთა კავშირის მმართველ მიხეილ გორბაჩოვთან. სწორედ მათი შეხვედრისას გადაწყდა გერმანიის გაერთიანება იმ პირობით, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდებოდა, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ ამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანდა პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი, მოგვიანებით კი _ 12 ქვეყანა. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცრის _ რეი მაკჰოვერნის ინფორმაციით, 2008 წელს ამერიკის ელჩმა რუსეთში ვაშინგტონში გაგზავნა დეპეშა გრიფით “განსაკუთრებით მნიშვნელოვანი”, სადაც გულახდილად წერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის თაობაზე: “ეს არის წითელი ხაზი რუსებისთვის”. ამ წითელ ხაზს კი რუსებს ე.წ. პატრიოტების ნაზი ღიმილი ვერ შეაცვლევინებს. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილის პარალელურად “პატრიოტთა” პარტიული ტელევიზიის ეთერიდან გვესმის ასეთი რიტორიკა: “რუსეთმა წაგვართვა, ამერიკა გვეხმარება, ეს ხალხმა ხომ უნდა დაინახოს?” _ საინტერესოა, თვითონ თუ ხედავენ, როგორ დაანგრია ამ იდეოლოგიამ ქვეყანა? ან კიდევ: “რომ ამბობენ, ვლადიმერ პუტინი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავსო, ის კორუფციაშია ჩაფლული და ქურდების ინტერესებს იცავს, ქურდების უფროსია. პატივისცემას დავკარგავ იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მას დაელაპარაკებიან”. მსგავსი ფრაზები მაყურებლის გაღიზიანებას იწვევს, რას ნიშნავს ეს _ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის რეალური სურვილს თუ ორმაგ სტანდარტს?
ტელეკომპანია “ობიექტივი” დემოკრატიული არხია, მაგრამ არ შეიძლება ყველას დაუთმო ეთერი და ყველანაირი სიბილწე განიხილო. ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეთაგან (გვარებს არ ვასახელებ) სამმა ქალბატონმა (ჟურნალისტის ჩათვლით) პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე ისაუბრა, ეს კი იმით გაამართლა, რომ მეძავობა ძველისძველი “პროფესია” ყოველთვის იყო, არის და მეძავები უფრო დაცულები იქნებიანო. დამსწრეთაგან ორმა მამაკაცმა სულიერ პროსტიტუციაზე გადაიტანა საუბარი და ამით შეეცადა, თემის სიმწვავის განმუხტვას. არავის მოსვლია აზრად, ეთქვა, რომ უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანას, რომელიც მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დგას, ცხოვრების ნორმად უნდა ჰქონდეს “არა იმრუშო” და ასეთ ქვეყანაში დაუშვებელია პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე ფიქრიც კი. იმ ქალბატონებს პრეტენზია აქვთ ქართველობაზე, პატრიოტობაზე და ქვეყანას “გულშემატკივრობენ”, სინამდვილეში კი ისე გალიბერასტდნენ, თვითონაც ვერ ხვდებიან. მსგავსი აზროვნების ადამიანებმა დაივიწყეს, ვინ ვიყავით და საიდან მოვდივართ, რა არის ზნეობა. სხეულის გაყიდვა გაჭირვებამ აიძულა, მთავარია, სული არ გაყიდონო, _ გვამუნათებენ შენიღბული “პატრიოტები”. სწორედ სულიერმა პროსტიტუციამ მოამზადა ნიადაგი ხორციელი პროსტიტუციისთვის და საქართველო ერთ დიდ ბორდელად აქცია, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები _ სუტენიორებად. ისე, ნარკომანიისა და კრიმინალის ლეგალიზაციაც მოვახდინოთ, რადგან ეს ყოველივე ყოველთვის იყო და იქნება. ეს ის საკითხებია, რომლებშიც მორალი არანაირ როლს არ თამაშობს. სტალინმა ჯერ კიდევ 1929 წელს დაუსვა წერტილი ტროცკისტების მიერ დაკანონებულ აღვირახსნილობას, უზნეობას და ქვეყანა ტრადიციული ღირებულებებისკენ შემოაბრუნა. დასავლეთი კი იმ ჭაობში ჩარჩა, რომელშიც იყო. ამასთანავე, სხვა ქვეყნების ჩათრევასაც ცდილობს და მისი მსხვერპლი ის ქვეყნები ხდებიან, რომლებიც ივიწყებენ თავიანთ წარსულს. სწორედ ამიტომ გვიკიჟინებდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, დაივიწყეთ წარსული, თუ გინდათ, ამერიკა გვერდით დაგიდგეთო. დასავლეთის პროპაგანდამ და ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკურმა სიბეცემ საზოგადოება გახლიჩა და იმ ვირტუალური კეთილდღეობის მოლოდინში, რომელიც დასავლეთმა უნდა შეგვიქმნას, ქვეყანას უფსკრულისაკენ მივაქანებთ. ხელისუფლება ფინიასავით ელაქუცება დასავლეთს, რომელიც ჩვენნაირი ქვეყნების გაღატაკების ხარჯზე მდიდრდება. ჩვენ რას ვაკეთებთ? დავდივართ ეროვნებაწართმეულნი არაქართულ ქალაქში და თავი მოგვწონს, რომ ქართველები ვართ? მონების მონები ვართ და ვეღარ ვაზროვნებთ? ქართველთა საპროტესტო გამოსვლები დასავლეთიდან მართული ყველა პროცესის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. არაფერი გვაქვს თავის გასამართლებელი და ბიბლიაზე დასაფიცი (სანდრო ბრეგაძემ ბიბლიაზე დაიფიცა, რუსეთთან საერთო არაფერი მაქვსო, თანაც, ლიბერასტების პრიმადონა ქალბატონის გადაცემაში, რომელიც პროვოკაციულ შეკითხვებზეა აგებული). თუ ქართველთა საპროტესტო გამოსვლა რუსეთის ინტერესებს ემთხვევა, მივესალმები ამ მოვლენას, ვსარგებლობ გამოხატვის თავისუფლებით და საჯაროდ ვაცხადებ: უზომოდ მძულს ევროპისა და ამერიკის პოლიტიკა, მათი იდეოლოგია და მათ დაკრულზე მოთამაშე ლიბერასტებიც. ამასთანავე, პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს, როგორც თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველსა და ზნეობრივი პოლიტიკის გამტარებელს. დამწამონ რუსეთუმეობა, ამით მხოლოდ ვიამაყებ, რადგან უკანალის მოთამაშე ლიბერასტებივით ფული კი არ მკარნახობს იდეოლოგიას, არამედ სამშობლოს ისტორია, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დაუპირისპირებს!
ქართველ ხალხს არ უნდა აღელვებდეს, რომელი დაფინანსებული ლიბერასტ-პედერასტი თუ ამძუვნებული დედაკაცი რას დაარქმევს ქართველთა საპროტესტო გამოსვლას. “ქართული მარში” ქართველთა სულის გამოღვიძების დასაწყისია და უნდა გაგრძელდეს. მოთხოვნები კი უნდა გავაფართოვოთ: აღდგეს ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა პირადობის მოწმობაში, გამოცხადდეს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, მოხდეს უცხოელებზე გასხვისებული მიწებისა და ობიექტების ნაციონალიზაცია, შეწყდეს ქართული მიწების გადაცემა მეზობელი ქვეყნებისათვის, დაწესდეს სასჯელი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი გრძნობების შეურაცხყოფისთვის, დაწესდეს კონტროლი უცხოეთიდან “ასო”-ების დაფინანსებაზე (რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად), დაწესდეს სასჯელი პროსტიტუციაზე და დამთავრდეს საქართველოს ბორდელიზაცია. ამაზრზენია, როცა ხელისუფლება სუტენიორობით აღებული ფულით აფინანსებს საკუთარ ფუფუნებას.
ჩემო ძვირფასო ქართველებო! ლიბერალიზმი ქართველთა გადაშენებისკენ მიმართული იდეოლოგიაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ფაშიზმს, ჰომოსექსუალიზმს, ძალადობას. ამ ყოველივეს ნებისმიერი ფორმით უნდა დავუპირისპირდეთ. გავიხსენოთ ილიას სიტყვები: “ერის პირქვე დამხობა, გათახსირება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება ისტორიისა, მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო _ მომავლისა”.
სამშობლოს სიყვარულმა მოიყვანა დღემდე ქართველი ერი და ამ სიყვარულმა უნდა დაგვაძლევინოს ის ბოროტება, რომელიც დასავლეთის აგრესიულმა, ნეოლიბერალურმა ძალებმა საქართველოს თავს მოახვიეს და ძალადობის ფორმად აქციეს.
გენერალ პეტრე ბაგრატიონის სიტყვებით დავასრულებ: “არ არსებობს ამქვეყნად სიმდიდრე, რომელსაც ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას ვამჯობინებდი!”
იზა თამაზაშვილი