Home ახალი ამბები მსოფლიო მონათმოვაჭრის ძეგლის ჩამოგდების საპასუხოდ მონის საფლავი შეურაცხყვეს

მონათმოვაჭრის ძეგლის ჩამოგდების საპასუხოდ მონის საფლავი შეურაცხყვეს

2577
მონათმოვაჭრის ძეგლის ჩამოგდების საპასუხოდ მონის საფლავი შეურაცხყვეს

ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ვანდალებმა მას შემდეგ შეურაცხყვეს სციპიონ აფრიკელის მონის საფლავი, რაც რასიზმის მოწინააღმდეგეებმა კვარცხლბეკიდან ჩამოხსნეს და შემდეგ ზღვაში გადააგდეს მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის სტატუა.

ვანდალებმა საფლავების ქვებზე დატოვეს წარწერა: “შეხედეთ, რისი გაკეთება გვაიძულეთ”. ისინი მოითხოვენ მონათმფლობელის სტატუის დაბრუნებას თავის ადგილზე, სხვა შემთხვევაში ვითარების დაძაბვით იმუქრებიან.

ბრიტანეთის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყვიტონ თავდასხმები პრინციპით “კბილი კბილის წილ”. მონათმოვაჭრე კოლსტონის ძეგლი კი ამოიღეს ზღვის ფსკერიდან და მას, ალბათ, ქალაქის მუზეუმს გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ ბრისტოლის პოლიცია იძიებს სხვა ძეგლზე თავდასხმის საქმესაც _ იამაიკელი პოეტის, ალფრედ ფაგონის, ძეგლს ვანდალებმა საღებავი შეასხეს.

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე, აშშ-ში ისტორიული პირების ძეგლების ჩამოგდებისა და დამახინჯების ფაქტები გახშირდა.

მაგალითად, ამერიკის ქალაქ ნორტლენდში აშშ-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჯორჯ ვაშინგტონის, ძეგლი შეურაცხყვეს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here