Home ახალი ამბები საქართველო მომდევნო თვეებში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი

მომდევნო თვეებში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი

3565
მომდევნო თვეებში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი. როგორც მინისტრმა განმარტა, საერთაშორისო ტენდენციისა და სეზონის გათვალისწინებით, ელოდება, რომ სურსათი გაიაფდება.

“დღეს, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტი თანდათან იაფდება, როგორიცაა შაქარი, ზეთი, მაკარონი და ა. შ. პერსპექტივაში ფასების დაცემას შემდეგი თვეების განმავლობაშიც ველოდებით. ესაა საერთაშორისო ტენდენცია და ამასთანავე, ჩვენთან უკვე შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი. ასე რომ, ინფლაციური წნეხი, რა თქმა უნდა, შემცირდება”, _ აღნიშნა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here