Home სხვადასხვა დაიჯესტი მოლდოვაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დააპატიმრეს

მოლდოვაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დააპატიმრეს

1458
მოლდოვაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დააპატიმრეს

მოლდოვის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის პროკურატურამ საბანკო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ცენტრალური ბანკის ოფისში.

მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე სტოიანოგლომ  5 მარტს განაცხადა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე გამოსცა განკარგულება, დააკავონ ოთხი ადამიანი: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დორინ დრეგუცანუ, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ემა ტებირცე, მოლდოვის ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტები _ აურელია ჩინჩილეი და იონ სტურზა. დრეგუცანუ 2009-2016 წლებში მოლდოვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ტებირცეს ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა 2008-2015 წლებში, პერიოდში, როდესაც ბანკიდან მოიპარეს მილიარდი ევრო და განახორციელეს ლანდრომატი (რუსული ფულის გათეთრების მოლდოვური სქემა), რომლის მეშვეობითაც გაათეთრეს 20 მლრდ ევრო რუსეთიდან. ჩინჩილეი და სტურზა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებად 2013 წელს დაინიშნენ.

მოლდოვის პროკურატურამ უკვე წარუდგინა ბრალდება დორინ დრეგუცანუს, რომელსაც თაღლითობასა და დიდძალი ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

eadaily.comზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით

გვერდი მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here