Home რუბრიკები პოლიტიკა მოვლენები ბელარუსში, საქართველო, ფინანსისტ-გლობალისტები და ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა

მოვლენები ბელარუსში, საქართველო, ფინანსისტ-გლობალისტები და ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა

მოვლენები ბელარუსში, საქართველო, ფინანსისტ-გლობალისტები და ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა

ის, რასაც ბელარუსის მოქალაქეები აკეთებენ, უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, უბრალოდ, თვითმკვლელობაა ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის, მაგრამ აუცილებელია, პასუხი გაეცეს კითხვას _ ვის აძლევს ეს ხელს და რატომ?

დავიწყოთ პოლონეთით. ეს ქვეყანა თითქოს სიზმარშია, ესიზმრება, რომ კვლავ ხელში იგდებს 1920 წლის ომის შედეგად მიტაცებულ მიწებს, რომლებიც სსრკ-მა 1939 წელს დაიბრუნა, მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი.

საქმე ის არის, რომ 1990 წლიდან პოლონეთის ეკონომიკა ევროკავშირის კრედიტებითა და დოტაციებით საზრდოობდა. და აი, 2021 წლიდან დოტაცია დამთავრდება, კრედიტები კი გასასტუმრებელია. პოლონეთის ეკონომიკა, უკვე 2 წელია, დაღმავლობას განიცდის და ამ შემოდგომაზე კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ასე რომ, გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები.

გადაწყვეტილება კი მოფიქრებულია. ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების ანალოგიურია _ გასვლა ევროკავშირიდან! მაგრამ ამას სჭირდება გასაღების ბაზრები და დოტაციების ანალოგები. პოლონელებს გაუჩნდათ “შესანიშნავი” იდეა _ პოლონეთი, ლიტვა, ბელარუსი და უკრაინა უნდა გაერთიანდეს და შეიქმნას ახალი “რეჩ პოსპილიტა” (პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სათავადოს კონფედერაცია, რომელიც 1569 წელს შეიქმნა და 1795 წელს დაიშალა. გაიყვეს რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ _ ნ.კ.), ამასთანავე, ამ გაერთიანებაში მთავარი ქვეყნები უნდა იყოს პოლონეთი და ლიტვა (რომელსაც ტერიტორიისა და მოსახლეობის სიმცირის გამო მაინცდამაინც დიდი პრეტენზიები არ ექნება), აი უკრაინა და ბელარუსი კი კოლონიები იქნება, რომლებშიც საქონელს გაასაღებენ.

მეტიც, ამჟამად უკრაინასა (დღევანდელ სავალალო მდგომარეობაშიც კი) და ბელარუსს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შემოსავლები (ნავთობი და ბუნებრივი აირი, კრევეტები და სხვ.) აქვთ. და აი პოლონეთმა მოინდომა, რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის სახმელეთო ზოლის გაკონტროლებით ეს შემოსავლები დაისაკუთროს. ის ხომ ტყუილუბრალოდ არ ეწინააღმდეგებაჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობას?!

რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მძლავრად დაარტყამს ცხოვრების დონეს უკრაინაში და კატასტროფულად დაანგრევს ბელარუსს (ბელარუსის საწარმოების პროდუქტების შეღავათიანი ექსპორტი რუსეთში დაიხურება, თანაც პოლონელებს კონკურენტები არ სჭირდებათ). მაგრამ პოლონეთში ვის ანაღვლებს ბელარუსელი და უკრაინელი მონების ცხოვრების დონე?! მათი საქმე პოლონელი პანებისთვის (ბატონებისთვის _ .) ხელზე კოცნა და თავის დახრაა. ასეთია გეგმა. თანაც პოლონეთში ამ გეგმაზე საჯაროდ მსჯელობენ.

ტრამპი-პუტინი

შეიძლება თუ არა ამ გეგმის სრულად განხორციელება, სხვა საკითხია. პირდაპირ _ არა, მაგრამ, თუ ხელში ჩაიგდებენ იმ დოტაციებს, რომლებსაც ბელარუსი რუსეთიდან იღებს, ალბათ, შეიძლება. სხვა საქმეა, რომ რესურსები პოლონეთისა, რომლის მოსახლეობა 40 მლნ კაცს ვერ აღწევს, აშკარად არ არის საკმარისი ასეთი გეგმის დამოუკიდებლად რეალიზაციისთვის; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელსა და ბერლინში ასეთ ავანტიურებს მაინცდამაინც არ მიესალმებიან, ხოლო აშშშიაშშში არჩევნებია.

ვენაში კი აშშ-ისა და რუსეთის სამხედროებს შორის მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების (CHB-3-ის) ახალ ვარიანტზე. და ამერიკელი და რუსი სამხედროები რამდენიმე დღის წინათ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. და, თუ ეს შეხვედრა გაიმართება და ტრამპი ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ გამარჯვებულად დაბრუნდება (ამაში პიარტექნოლოგიები დაეხმარება), მაშინ ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების ალბათობა 100%- მიუახლოვდება (ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრამპს რეზერვში აქვს 4-6 ტრილიონი დოლარი, რომელსაც ამერიკის მოქალაქეებს დაურიგებს კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში).

ამ ვითარებაში როგორ იქცევიან ტრამპის მოწინააღმდეგეები _ ფინანსისტ-გლობალისტები _ სოროსები და გეიტსები? მათ სჭირდებათ, რადაც უნდა დაუჯდეთ, ჩაშალონ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. დიახ, ტრამპმა ამ შეხვედრის შესახებ სულ ორიოდე დღის წინათ განაცხადა, მაგრამ დიდი ხანია, რაც ვენაში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ასე რომ, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის პროგნოზირება კარგა ხნის წინათ შეიძლებოდა, დღეს კი ამ შეხვედრის ჩაშლის აუცილებლობა ლიბერალების წინაშე მწვავედ დადგა.

რა მოხდება, თუ პუტინი ჯარს შეიყვანს ბელარუსში (ეს აუცილებლად მოხდება, თუ პოლონელები ან ლიტველები ბელარუსის საზღვარს გადაკვეთენ)? მაშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ჯარს ბელარუსის ოფიციალური თხოვნით შეიყვანს, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ჯორჯ სოროსი აკონტროლებს უკრაინის ამჟამინდელ ელიტას და თავისი ფულით, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბელარუსის მოვლენებში (თუმცა, იქ შემსრულებლები, ძირითადად, პოლონელები არიან).

ფინანსისტ-გლობალისტები ცდილობენ, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებით ორმაგი სარგებელი ნახონ: თუ პოლონეთის გეგმა (პოლონეთში ხელისუფლების სათავეში მათ მიერ დანიშნული პირები არიან) განხორციელდება, რუსეთი წააგებს და ის იზოლირებული იქნება ევროპისგან; მაგრამ, თუ პოლონეთს არაფერი გამოუვა, შეიძლება ისე გაათამაშონ კარტი, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ძალიან გართულდეს, რადგან ტრამპის გამარჯვება ტოტალური კატასტროფაა მსოფლიო ელიტის ამ (ლიბერალური) ჯგუფისთვის.

სწორედ ამიტომ მიმართეს ლიბერალური ტექნოლოგიის სიმძლავრეები ბელარუსების გამოსათაყვანებლად.

როგორ უნდა დაეცე, რომ მიტინგზე წახვიდე დროშით, რომლის ქვეშაც ხატინი გადაწვეს?! როგორ უნდა დაკარგო თავი, რომ ვერ დაინახო, რა ხდება მეზობელ უკრაინაში, სადაც ანალოგიურმა პროცესებმა კორუფციის დონის მატება, მოსახლეობის ტოტალური გაღარიბება, საწარმოების დახურვა და მრავალრიცხოვანი ბანდების გააქტიურება გამოიწვია?! სხვათა შორის, ქუჩაში ტყუილუბრალოდ არ უხმობენ ახალგაზრდებსა და ქალებს: ახალგაზრდებს არ ახსოვთ ან არ იციან, რა მოხდა 2014 წელს, ხოლო ქალებს პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებს ლუკაშენკომაც შეუწყო ხელი _ ბოლო წლებში ის აქტიურად ეხმარებოდა პოლონურ ჯგუფებს ბელარუსის ელიტაში, ხოლო ეკონომისტები მას ყოველთვის ლიბერალები ჰყავდა. ლუკაშენკო, ცხადია, გადააგდეს, ისევე, როგორც იანუკოვიჩი, რადგან დასავლეთის და, კერძოდ, პოლონელების თვალსაზრისით, ბელარუსების ან უკრაინელებისთვის, აგრეთვე, ქართველებისთვის, მიცემული სიტყვა ჩირადაც არ ღირს.

თუ დავიწყებთ გეოპოლიტიკური მოვლენების გაცნობიერებას, გასაგები გახდება, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები უბრალო შემთხვევა კი არა, გლობალური გეოპოლიტიკური კონფიგურაციის უკიდურესად მნიშვნელოვანი ელემენტია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თუ მსოფლიო კრიზისი შემოდგომაზეც გაგრძელდება, პოლონეთს ისეთი ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, არათუ სხვისი მიწის მიტაცებაზე, საკუთარი ტერიტორიების (მაგალითად, სილეზიის) შენარჩუნებაზე ფიქრი მოუწევს. ასე რომ, პოლონეთი ცაიტნოტშია.

დასასრულ, გვინდა, მკითხველი გავაფრთხილოთ, რომ ისეთივე სცენარი, როგორითაც მოვლენები ვითარდება ბელარუსში, საქართველოსთვისაც მზადდება, რომლის ამუშავებასაც ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შეეცდებიან. დეგნანებსა და ათასი ჯურის სხვა სოროსისტებს განზრახული აქვთ, საქართველო კვლავ აქციონ რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირების პოლიგონად. ნაციონალები და მათი ანასხლეტები კი სიხარულით ხელებს იფშვნეტენ ქართველთა სისხლის დაღვრაში ასაღები მწვანე დოლარების მოლოდინში.

zavrta.ruზე გამოქვეყნებული მიხეილ ხაზინის მასალის

მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here