Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე მოვლენების საოცარი დამთხვევები კაცობრიობის ისტორიაში

მოვლენების საოცარი დამთხვევები კაცობრიობის ისტორიაში

509
“27-იანთა კლუბი”

1954 წლის ნოემბერში ამერიკელი ენ ელისაბედ ჰოჯესს მეტეორიტ სილაკოგას ნამსხვრევი დაეცა და სხეული დაუზიანა _ ეს არის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა, როცა ადამიანი არამიწიერმა ობიექტმა დაჭრა. ქვემოთ წაიკითხავთ საოცარ მოვლენებსა და დამთხვევებზე, რომლებიც დოკუმენტურად არის დადასტურებული და ისტორიაში შევიდა.

“27-იანთა კლუბი

“27-იანთა კლუბს” უწოდებენ ჯგუფს ცნობილი ადამიანებისა (ძირითადად, მუსიკოსების), რომლებიც 27 წლისანი დაიღუპნენ. ყველაფერი დაიწყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა Rolling Stones-ის წევრი ბრაიან ჯონსი, აგრეთვე, ჯენის ჯოპლინი და ჯიმი ჰენდრიკსი 27 წლისა წავიდნენ იმქვეყნად. მეოთხედი საუკუნის შემდეგ 27 წლის კურტ კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რამდენიმე წლის წინათ კი, 2011 წელს, ბრიტანელი მომღერალი ემი უაინჰაუსის სიცოცხლე შეიწირა ნარკოტიკმა. კლუბში უკვე 60-ზე მეტ “წევრია”.

კეტრინ ედოუსისა და მერი კელის საქმე

კეტრინ ედოუსისა და მერი კელის საქმე

1886 წლის 29 სექტემბრის საღამოს ლონდონის ქუჩაში მთვრალი ქალი დააპატიმრეს _ ინგლისში იმხანად მკაცრი კანონები მოქმედებდა. ამ ქალის საქმეში მთავარი დეტალი არის ის, რომ სამართალდამცველებს წარუდგა, როგორც კეტრინ ედოუსი, გამოსაფხიზლებელში კი პოლიციელს მერი კელის სახელზე გაფორმებული დოკუმენტი აჩვენა და ამ სახელით გაატარეს რეგისტრაციაში. საოცარი დამთხვევაა ის, რომ კეტრინ ედოუსი და მერი კელი მოგვიანებით მანიაკმა ჯეკ მფატრავმა მოკლა.

მანიაკმა ედოუსი საპატიმროდან გათავისუფლების მეორე დღეს გამოასალმა სიცოცხლეს. ის ბოლოს წინა მსხვერპლი იყო, ბოლო კი მერი კელი აღმოჩნდა, რომელსაც მკვლელმა სახე დაუმახინჯა და სულთმობრძავი ქუჩაში დატოვა.

მარკ ტვენი და კომეტა ჰალეა

მარკ ტვენი და კომეტა ჰალეა

ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა, ცაზე კომეტა ჰალეას გამოჩენიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ. “ტომ სოიერისა” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლების” ავტორი თავს ამ ასტროლოგიურ მოვლენას უკავშირებდა. მწერალი ამბობდა: “მე დედამიწაზე კომეტა ჰალეასთან ერთად მოვედი 1835 წელს, როცა ის კვლავ დაბრუნდება, ვაპირებ, მასთან ერთად წავიდე. თუ კომეტა ჰალეასთან ერთად არ წავალ, ეს ყველაფერი იმედგაცრუება იქნება”. როგორც ჩანს, შემთხვევით არაფერი ხდება: მარკ ტვენი გარდაიცვალა 1910 წლის 21 აპრილს _ კომეტა ჰალეას დაბრუნებიდან მეორე დღეს.

ალან პო და შეჭმული ბიჭი

ალან პო და შეჭმული ბიჭი

მე-19 საუკუნის სახელგანთქმულმა მწერალმა, დეტექტივების მამამ, დაწერა წიგნი “ნონტაკეტელი არტურ გორდონ პიმის მონათხრობი”. წიგნში აღწერილია ოთხი მეზღვაურის თავგადასავალი, რომლებიც გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩნენ, მაგრამ იძულებულნი შეიქნენ, მოეკლათ და შეეჭამათ იუნგა სახელად რიჩარდ პარკერი. ამ წიგნის გამოცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩაიძირა იახტა სახელწოდებით Mიგნონეტტე და გადარჩენილი 4 მეზღვაური ზღვაში ნავით დრეიფობდა. ამ ოთხი მეზღვაურიდან სამმა მოკლა და შეჭამა იუნგა სახელად რიჩარდ პარკერი.

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ კენედი

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ კენედი

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ კენედი კონგრესში 100 წლის განსხვავებით შევიდნენ. პრეზიდენტად კი ორივე 14 წლის შემდეგ აირჩიეს, ორივე თავში ტყვიის მოხვედრით დაიღუპა. ორივე მოკლული პრეზიდენტის მემკვიდრე იყო გვარად ჯონსონი და ისინი 100 წლის სხვაობით დაიბადნენ. ლინკოლნიცა და კენედიც პარასკევს მოკლეს თავიანთი ცოლების თვალწინ. კენედის მდივანი იყო ლინკოლნი, ხოლო ლონდონის _ კენედი. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, ხოლო კენედის _ როცა ქუჩაში მიდიოდა ავტომობილ “ლინკოლნით”. ორივე პრეზიდენტის მკვლელმა სასამართლომდე ცოცხალმა ვერ მიაღწია.

მეფის ორეული

მეფის ორეული

ძლიერნი ამა ქვეყნისანი თავიანთ ორეულებს ხშირად იყენებენ პირადი მიზნებისა და დაცვისთვის. ასეთი შეიძლება ყოფილიყო იტალიის მეფე უმბერტოს ისტორიაც, მაგრამ მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მეფის ბედი შეცვალა. მეფემ თავისი ორეული რესტორანში სადილობისას შენიშნა. მამაკაცი, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავდა მონარქს, რესტორნის მეპატრონე აღმოჩნდა. პირისპირ საუბრისას მამაკაცებმა სხვა მსგავსებაც აღმოაჩინეს: ორივე დაიბადა ერთსა და იმავე ქალაქში (ტურინში), ერთსა და იმავე წელს, ორივემ იქორწინა ქალზე სახელად მარგარიტა. ამ საუბრიდან მეორე დღეს, 1900 წლის 29 ივნისს, რესტორატორი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, იმავე დღეს მეფე უმბერტოს ესროლეს და და მოკლეს.

ტიტანი და ტიტანიკი

ტიტანი და ტიტანიკი

ამერიკელმა მწერალმა მორგან რობერტსონმა 1898 წელს გამოსცა ნოველა “ამაოება, ანუ ტიტანის დაღუპვა”. ნაწარმოებში მოთხრობილია ლუქსის ტიპის ხომალდზე, რომელიც ატლანტის ოკეანის გადაკვეთისას აისბერგს შეეჯახა. 1912 წელს კი ნამდვილი ხომალდი “ტიტანიკი” ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ხომალდი საიმედო მცურავ საშუალებად ითვლებოდა, ორივე აისბერგს შეეჯახა აპრილში ნიუფაუნდლენდიდან 400 კმ-ის დაშორებით, ორივე დაახლოებით 250 მ სიგრძის იყო და ორივეს ჩაძირვის შედეგად ორი ათასი ადამიანი დაიღუპა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here