Home სხვადასხვა დაიჯესტი “მოდი, მეგობრულად ვიცხოვროთ!”

“მოდი, მეგობრულად ვიცხოვროთ!”

“პუტინი პუტინად რჩება”: დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე

735
ვლადიმერ პუტინი

ბევრმა დასავლურმა მედიასაშუალებამ გააშუქა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიდეოკონფერენცია, რომელიც 18 დეკემბერს ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გამართა და 14 საათსა და 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჟურნალისტები წერენ, რომ “კორონავირუსთან” ბრძოლაში წარმატებების თემა “წითელ ძაფად” გასდევდა ამ ღონისძიებას. ამასთანავე პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთი მანიპულაციებსა და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში, თუმცა, ამასთანავე, განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და სხვა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. პუტინმა მათ ცნობილი მულტფილმის გმირის, კატა ლეოპოლდის, სიტყვებით მიმართა: “მოდი, მეგობრულად ვიცხოვროთ!”

წითელი ძაფით

The Washington Post: “პრესკონფერენციის პირველი საათის არსი იყო ის, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმატებით უმკლავდება პანდემიას”.

“პრესკონფერენციის განმავლობაში რუსეთის ლიდერმა შეინარჩუნა თავდაჯერებული ტონი და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თავი უკეთესად გამოავლინა, ვიდრე აშშ-მა და ევროპამ”, _ იუწყება Bloomberg-ი.

ავსტრიულმა გაზეთმა Kurier-მა კი აღნიშნა, რომ “რუსეთის სტატისტიკური მონაცემები, სავარაუდოდ, შემცირებულია. “ჩვენ უკეთესი ვართ, ვიდრე სხვა ქვეყნები”, _ ეს გამონათქვამი წითელ ძაფად გასდევდა ღონისძიებას”.

Das Erste–მა (გერმანული ტელევიზია) განაცხადა, რომ პუტინმა მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ადამიანები სამამულო წარმოების ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დაარწმუნა.

სპილო, რომლის არშემჩნევა შეუძლებელია

ფრანგული FR1 წერს, რომ იყო სპილო, რომლის არშემჩნევა არ შეიძლებოდა. ეს არის ბლოგერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხი, რომელიც ჟურნალისტებმა წამოწიეს.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ პუტინმა უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ მოწამვლის გამოძიებას “ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზება” უწოდა და დარწმუნებით განაცხადა, რომ “ნავალნი ამ სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს. “ვის სჭირდება ის? რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდით”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ესპანური El Paris-ის ცნობით, “რუსეთის ლიდერმა ირონიული ტონითა და ნახევრად ღიმილით აღნიშნა, რომ თავდასხმა, რომელიც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა ნავალნის, იყო “ტრიუკი გარკვეული დონის მისაღწევად”.

საყვედურები დასავლეთს

“პუტინი მსოფლიო ლიდერებიდან ბოლო იყო, რომელმაც ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პირველად ილაპარაკა ვაშინგტონთან ურთიერთობაზე ახალი ადმინისტრაციის პირობებში”, _ წერს The Washington Post. “ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ აშშის ახალარჩეული პრეზიდენტი გამოცდილი ადამიანია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში და იოლად მიხვდება, რაც ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პრობლემა თუ არა, რომლებიც შეიქმნა, ნაწილი მაინც გადაწყდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში”.

გერმანული Handelsblat-ის ცნობით, პუტინმა დასავლეთი და აშშ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა, კერძოდ, ნატოს გაფართოებაში აღმოსავლეთით, აგრეთვე, განიარაღების შესახებ რამდენიმე ხელშეკრულების შეუსრულებლობაში. რუსეთის პრეზიდენტმა, აგრეთვე, დაადანაშაულა ამერიკელები რუსული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებაში ხელის შეშლაში და ძვირად ღირებული ამერიკული თხევადი აირის შეთავაზებაში. რუსეთის ლიდერმა ევროპელები გააფრთხილა, რომ ამერიკული ბუნებრივი აირის არჩევის შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაუძვირდებათ.

ფრანგული BFMTV-ი იუწყება, რომ პუტინი პუტინად დარჩა. მან დასავლეთს პოპულარული საბჭოთა მულტფილმის პერსონაჟის, კატა ლეოპოლდის, სიტყვებით მიმართა: “მოდი, მეგობრულად ვიცხოვროთ!”

russian.rt.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here