Home რუბრიკები პოლიტიკა მკრეხელობა თუ პროვოკაცია?

მკრეხელობა თუ პროვოკაცია?

საპატრიარქომ გაბუნიას სკანდალურ რეპლიკას “ღვთის გმობის გამოვლინება” უწოდა

1613
ნიკა გვარამია

გასულ კვირას მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობა საზოგადოების კონსერვატიულ და ლიბერალურ ნაწილებს შორის. ამის მიზეზი ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია. ვის და რატომ აძლევდა ხელს დაძაბულობის ესკალაცია?

ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც 18 მარტს “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ეთერში შემდეგი რამ თქვა: “ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინათ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და, ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად”.

ამ განცხადების გამო ბევრმა მორწმუნემ თავი შეურაცხყოფილად იგრძო და ეს სოციალურ ქსელებში გამოხატა, ხოლო “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა მომდევნო დღეს “რუსთავი 2”-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სერიოზული დაპირისპირება მოხდა, როდესაც ისინი გაბუნიას ტელეკომპანიის შენობაში არ უშვებდნენ. სასამართლოს წინაშე აქციის 6 მონაწილე წარსდგა. მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილსა და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. ონიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, 126-ე და 239-ე მუხლების დარღვევა, ნაცვლიშვილს _ 187-ე და 239-ე მუხლების, ხოლო ამისულაშვილს, სადღობელაშვილსა და დოლენჯაშვილს _ 239-ე მუხლი (“ა” ქვეპუნქტი, “ჯგუფური ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით”; ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე).

19 მარტს, “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გაბუნიამ არხის სახელით ბოდიში მოუხადა “ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ”. მან, აგრეთვე, თქვა, რომ ტელეკომპანიის ეთიკის საბჭომ გაბუნიას საყვედური გამოუცხდა და დასძინა, რომ გაბუნიას გადასაწყვეტია, მოიხდის თუ არა ბოდიშს. ამან “ქართული მარშის” აქციის მონაწილეები არ დააკმაყოფილა, მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები და რამდენიმე მღვდელი. აქციაზე “რუსთავი 2”-ის დახურვის მოწოდება გაისმა.

ამავე დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო განცხადება, რომლითაცქართული მარშისმოქმედება დაგმო და, ამასთანავე, მიესალმა ეთიკის საბჭოს მიერ გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას, თუმცა მოგვიანებით ტექსტიდან ეს უკანასკნელი მონაკვეთი ამოიღეს. ხელმომწერებს შორის იყვნენსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდასაზოგადოება და ბანკები”. “აისფედმათავისი ხელმოწერა სწორედ ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებული მონაკვეთის გამო გაიწვია. ამავე დღესახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამგამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მოუწოდა სამართალდამცველებს, ამაზე რეაგირება მოეხდინათ. 20 მარტს კი საია თავმჯდომარემ სულხან სალაძემ თქვა: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა გადაცემის წამყვანი და იქ რაიმე ტიპის სანქციაზე საუბარი აბსოლუტურად მოკლებულია რეალურ საფუძველს”.

ბევრი მოქალაქე გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც საპირისპიროსკენ მოუწოდებდა. ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი განცხადება კი 19 მარტს “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ოთარ კახიძემ გააკეთა: “არ არსებობს რელიგიური გრძნობები. შესაბამისად, მათ ვერ შეურაცხყოფ. ამ ტერმინს იყენებს პუტინის რუსეთი, მისი ეკლესიით, და მუსლიმი ტერორისტები შიშისა და ტოტალიტარიზმის დასანერგად. ასევე მემარცხენე აქტივისტები და სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის ცენზორები გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. წამყვანის უწყინარი (ან თუნდაც საწყენი) ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდა არასწორია, მით უმეტეს, მოძალადეთა მოვარდნის შემდეგ. ამით მკვიდრდება ცენზურა, ხდება ჟურნალისტების დემორალიზება, ხალისდება ძალადობა, გამარჯვებას ზეიმობენ პრორუსი ორკები, ზარალდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში. გიორგი გაბუნია, არაფერი საბოდიშო არ გითქვამს, უკან არ დაიხიო!”.

20 მარტს გაბუნიამ ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა: “ვთვლი, რომ არავისთან საბოდიშო არ მაქვს. ვიღაცისთვის, შესაძლებელია, ჩემი არსებობაც შეურაცხმყოფელია, ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ?!” _ განაცხადა მან “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ამ დროისთვის საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის მხარეები არა მხოლოდ განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ, არამედ სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობენ და ერთმანეთის საერთოდ არ ესმით, შესაბამისად, კომპრომისი მათ შორის პრაქტიკულად გამორიცხულია.

“უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამგვარი აგრესიული… მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი ვითარება”, _ განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. მომხდარის შედეგად ნიკა გვარამიამ მიიღო “ქართული მარშის” აქცია და ლიბერალური საზოგადოების მობილიზაცია ამ აქციის წინააღმდეგ და, ამავე დროს, ტელეკომპანიის გარშემო. თუ მიზანი ამ შედეგის მიღწევა იყო, საინტერესოა, რატომ დასჭირდა ეს გვარამიას სწორედ ახლა?!

გაბუნიასთან დაკავშირებულ სკანდალს უცნაური პრელუდია ჰქონდა. 13 მარტს გვარამიამ “ფეისბუკში” შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “ამ წუთას გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს” და დასძინა, რომ მამალაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.

მომდევნო დღეს, 14 მარტს, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა მედიას ოფიციალური განცხადება წარუდგინა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არსებობს ინფორმაცია საპატრიარქოს წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი ტალღის მზადების თაობაზე.

15 მარტს გვარამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო, 17 მარტს კი საპატრიარქომ შემდეგი განცხადება გააკეთა: “15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და “შაბათის კურიერის” “პრომოშიც” გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია”. იქვე ნათქვამი იყო: “შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნ ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს. კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად, მისი (ანუ ნ. გვარამიას) ნებაა, როგორ იმოქმედებს”.

20 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კი საპატრიარქომ გაბუნიას სკანდალურ რეპლიკასღვთის გმობის გამოვლინებაუწოდა.

ამ ინფორმაციაში, აგრეთვე, გვარამიას ინტერვიუში ამ შეხვედრის თაობაზე ძალიან ცოტა კონკრეტიკაა. მიუხედავად ამისა, ფართოდ გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ მან, სავარაუდოდ, მიიღო გარკვეული კომპრომატი სასულიერო პირების წინააღმდეგ. მისი წყარო უცნობია, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მამალაძესთან გვარამიას ბოლოდროინდელი დაახლოების გამო, ბევრმა მაყურებელმა იფიქროს, რომ ეს მასალები პატიმრობაში მყოფი დეკანოზისგან ან მასთან დაკავშირებული პირებისგან მიიღო, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, მსგავსი მასალების მოუმზადებელი გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში გავრცელდებოდა აზრი, რომ “რუსთავი 2” ეკლესიას უპირისპირდება, რაც მრევლში მოწოდებული ინფორმაციისადმი ნდობას შეამცირებდა და ისინი ტელეკომპანიის მიმართ ნეგატიურად განეწყობოდნენ. გაბუნიას განცხადებამ ერთგვარი მეხამრიდის როლი შეასრულა _ მან არა მხოლოდ გააერთიანა ტელეკომპანიის გარშემო (“ქართული მარშისწინააღმდეგ) მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ლიბერალური საზოგადოება, არამედ მისცა გვარამიას შესაძლებლობა, მორწმუნეთა გრძნობების დამცველად წარმოჩენილიყო (ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, ხაზგასმით კორექტული საუბარი პატრიარქზე). ყოველივე ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფონის შემზადება დიდი საინფორმაციო შეტევის დაწყების წინ, რომლის ფარგლებში გაბუნია და მასთან დაპირისპირებულიმარშელებიმთავარი მოქმედი პირები ნამდვილად არ იქნებიან.

საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის თითქმის ყველას დაავიწყდა აჭარაში გაჩეხილი ხეები და ბიძინა ივანიშვილი, ხოლო პოლარიზაცია საზოგადოებაში გაბუნიას განცხადების გამო დაიწყო. ძნელი სათქმელია, იყო ეს შემთხვევითი თანმდევი ეფექტი თუ ყურადღების გადატანა განგებ მოხდა. ამჟამად ყველას მხოლოდ ის აინტერესებს, რით დასრულდება გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებული დაპირისპირება, რომელიც, შესაძლოა, სხვა, გაცილებით დიდ და მნიშვნელოვან დაპირისპირებას ნიღბავს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here