Home სხვადასხვა დაიჯესტი მკვლელობები, სახელმწიფო გადატრიალებები, მოწამვლა _ “ბინძური საქმეების დეპარტამენტის” საქმიანობის მიმართულებები

მკვლელობები, სახელმწიფო გადატრიალებები, მოწამვლა _ “ბინძური საქმეების დეპარტამენტის” საქმიანობის მიმართულებები

2520
ალენ დალესი

აშშის  ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელსაცბინძური საქმეების დეპარტამენტიშეარქვეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამუდმებით ერეოდა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში _ აწყობდა და აწყობს სახელმწიფო გადატრიალებებს და თავიდან იშორებს ვაშინგტონისთვის არასასურველ პოლიტიკურ ფიგურებს. ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომლებსაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურრელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმაცივილიზაციამშთაბერა სული _ ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს, გაამყაროს თავისი ვალუტა _ დოლარი და მსოფლიოზე იბატონოს

ამა წლის 4 აგვისტოს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ეროვნული გვარდიის შექმნის 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით თავს დაესხნენ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს. პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მოასწრეს საფრენი აპარატების დაზიანება და მწყობრიდან გამოყვანა, მაგრამ 7 სამართალდამცველი დაიჭრა. მადურო, მისი ცოლი, ოჯახის წევრები და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები უვნებელნი გადარჩნენ.

usa

ვენესუელის ლიდერმა მომხდარში ვენესუელისა და კოლუმბიის ულტრამემარჯვენე ძალები და იმ მომენტში კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დაადანაშაულა, მადურომ აგრეთვე, განაცხადა, რომ რამდენიმე პირი, ვინც მისი მკვლელობა დაგეგმა, აშშ-ში ცხოვრობს.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში პირველი პირების მკვლელობის ან მათზე მოწყობილი თავდასხმის უკან ყოველთვის იდგნენ ამერიკის სპეცსამსახურები, რომელთა წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია და უველაფრის უფლება აქვთ. ამერიკელებს ხომ ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათი ქვეყანა დამოკრატიის შუქურაა და თავისუფლება მოაქვს მსოფლიოს ხალხებისთვის…

მსოფლიო პროგრესის მეუვეები

“ღმერთმა გამოარჩია ამერიკელი ხალხი, რომელმაც მსოფლიოს კეთილდღეობა უნდა მოუტანოს, ჩვენ მსოფლიო პროგრესის მეურვეები ვართ, სამართლიანი მსოფლიოს დამცველები”. _ ამბობდა სენატორი ალბერტ ბევერიჯი. 1917 წლის იანვარში კი მღვდლის შვილმა ვუდრო ვილსონმა განაცხადა, რომ: “ამერიკული პრინციპები _ ეს არის სრულიად კაცობრიობის პრინციპები”…

დემოკრატიული პრინციპები და აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო ოპერაციები კი ძალიან შორს დგანან ერთმანეთისაგან, თუმცა ეს ოპერაციები ხშირად ხორციელდებოდა დემოკრატიის დაცვის საბაბით. ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ჩამოყალიბდა და ვერც ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიის დამცველ უნიკალურ სახელმწიფოდ, რადგან იმპერიაა. დღეს აშშ-ის მმართველ წრეებში გამეფებულია ისეთივე ცინიზმი, როგორიც იყო წინა ხელისუფლებების მმართველობის პერიოდში. როცა ნებისმიერი ხერხის გამოყენებით ცდილობენ მიზნის მიღწევას, ეს მიზანი კი მსოფლიოზე ბატონობაა. სხვა ქვეყანას ამერიკელები მიიჩნევენ როგორც ველს, პოლიგონს დიდი თამაშისთვის, ამასთანავე, ისინი ფანატიკურად ცდილობენ, თავიანთი ე.წ. ფასეულობები თავს მოახვიონ სხვა ქვეყნებს.

თავდასხმა ნიკოლას მადუროზე
თავდასხმა ნიკოლას მადუროზე

“შეიცანით ჭეშმარიტება, და ჭეშმარიტება მოგანიჭებთ თავისუფლებას”. _ ბიბლიურ შეგონება შეგიძლიათ წაიკითხოთ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინის მთავარი ვესტიბიულის მარმარილოს კედელზე.

“ცსს-ს ხელმძღვანელობამ მათთვის დამახასიათებელი ცინიზმით აიღო დევიზად იოანეს სახარების ციტატა, _ აღნიშნავდა 1970-იანი წლების შუაში “ნიუ იორკ თაიმსის” მიმომხილველი სეიმურ ჰერში, _ ჭეშმარიტების შესაცნობად ისინი ქმნიან გლობალურ ჯაშუშურ ქსელს, თავისუფლება კი მათთვის, შინაარსობრივად, ყველაფრის კეთების უფლებას ნიშნავს”. ორგანიზაციის დაარსების მომენტიდან მისი თანამშრომლები თავს მიიჩნევენ “ლაბადისა და ხანჯლის” რაინდებად, რომლებსაც ყველა ცოდვა წინასწარ აქვთ მიტევებული. ასეთი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ცსს-ს ლეგენდარული ხელმძღვანელის, ალენ დალესის ეპოქაში.

ჩეგევარა

ცსს-ს წინამორბედი იყო პრეზიდენტ რუზველტის თანაშემწის, უილიამ დონოვანის მიერ 1943 წელს შექმნილი სტრატეგიული სამსახურის სამმართველო. სწორედ დონოვანმა, რომელსაც ვაშინგტონში “ველური ბილი” შეარქვეს, განსაზღვრა ცსს-ს მუშაობის სტილი, სწორედ დონოვანმა დაიწყო თანამშრომლობა გერმანელ ნაცისტებთან, როცა აქტიურად გამოიყენა მათი გამოცდილება და კავშირები. სწორედ მან დადო ფსონი დივერსიულ ოპერაციებზე საზღვარგარეთ. ალენ დალესი, რომელიც 1953-1961 წლებში ხელმძღვანელობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თავის წიგნში “დაწვერვის ხელოვნება” წერს, რომ “ჩვეულებრივ დაზვერვას” დროისა და ძალების მხოლოდ 10% უნდა დაეთმოს, 90% კი _ ძირგამომთხრელ საიდუმლო საქმიანობას. ცსს-ს დირექტორად დალესის დანიშვნის შემდეგ ამ ორგანიზაციის საიდუმლო ოპერაციების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. როგორც ამერიკის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი რობერტ სტილი აღნიშნავდა, “პრეზიდენტებმა გაათვითცნობიერეს, რომ შეუძლიათ მალულად ისარგებლონ ცსს-ს მომსახურებით, ისე, რომ არც კი აუხსნან თავიანთი მოქმედებები კონგრესსა და ხალხს”.

ახალი სპეცსამსახური, რომელსაც “ბინძური საქმეების დეპარტამენტი” შეარქვეს, იოლად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ვაშინგტონს თავიდან მოეშორებინა უცხო ქვეყნების არასასურველი ლიდერები.

მოსადიკის დამხობა

1951 წელს ირანის პრემიერმინისტრმა მოჰამედ მოსადიკმა ინგლისურ-ირანული სანავთობე კომპანიის ნაციონალიზაცია გამოაცხადა.

1952 წელს ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, შემდეგ საჩივრით _ გაეროს უშიშროების საბჭოს. ირანისთვის სანქციების დაწესებას შეეწინააღმდეგნენ საბჭოთა კავშირი და ინდოეთი. საპასუხოდ ინგლისურ-ირანულმა სანავთობე კომპანიამ ირანული ნავთობპროდუქტების მიმართ საერთაშორისო ბოიკოტის მექანიზმი აამოქმედა. ირანმა ვერ შეძლო თავისი ნავთობპროდუქტების გაყიდვა. იმით შეშფოთებულებმა, რომ ირანი სსრკ-ს გავლენის სფეროში გადავიდოდა და ირანის ნავთობზე კონტროლს დაკარგავდნენ, ინგლისელებმა და ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაემხოთ ირანის პრემიერი მოსადიკი. აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ალენენ დალესს დაავალა, თავიდან მოეშორებინათ მოსადიკი. ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში შეიმუშავეს გეგმა _ ოპერაცია “აიაქსი”. ამ ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი კერმიტ (კიმ) რუზველტი _ აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის ძმისშვილი.

ფიდელ კასტო
ფიდელ კასტო

კიმ რუზველტს, რომელიც ირანში ჯეიმს ლოკრიჯის სახელით მოქმედებდა, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ირანელი სამხედროების, მაღალჩინოსნების, გაზეთების რედაქტორების, სასულიერო პირებისა და ბანდიტების მოსასყიდად გამოუყვო იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა _ 16 მლნ დოლარი. ძირითადი აქცენტი გაკეთდა გენერალ ზაჰედიზე.

რუზველტმა მოკლე ხანში უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა ირანის მეჯლისის წევრების, გამომცემლების, რედაქტორებისა და ჟურნალისტების მისასყიდად. პუტჩის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თეირანის გაზეთებისა და ჟურნალების 80%-ს აფინანსებდა. პრესა გაივსო მოსადიკის მუშაობით უკმაყოფილო დეპუტატების ინტერვიუებით. ჟურნალისტები ამხელდნენ “კორუფციაში ჩაფლულ პრემიერმინისტრსა და მის მთავრობას”. ეს იყო საინფორმაციო ომი, რომელიც აშშ-ისთვის მიუღებელი ხელისუფლების დასამხობად ლენგლიში _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინაში დაგეგმეს.

ირანში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები. 1953 წლის 19 აგვისტოს რუზველტის აგენტებმა მოხეტიალე მსახიობების როლი მოირგეს და თეირანის ცენტრში გაითამაშეს სპექტაკლი, რომელიც შემდეგ მიტინგში გადაიზარდა. ბრბომ, რომელშიც ბევრი იყო ცსს-ს ფულით ნაყიდი ადამიანი, მოსადიკის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. თეირანი არეულობებსა და ქაოსში ჩაიძირა. ამასთანავე, ირანის დედაქალაქში შევიდნენ გენერალი ზაჰედის მომხრე სამხედრო ქვედანაყოფები: პრემიერმინისტრი მოსადიკი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო.

ირანის ხელისუფლების სათავეში მოვიდა გენერალ ფაზლოლა ზაჰედის ხელისუფლება. მოსადიკის მომხრეთა გამოსვლები სამხედროებმა აღკვეთეს. 19 აგვისტოს მოსადიკის რეზიდენციის გარშემო ასზე მეტი გვამი ეყარა. თეირანის ქუჩები სავსე იყო დაღუპულთა ცხედრებით. პრემიერმინისტრის სახლი კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ირანის პრემიერმინისტრის სავარძელში ამერიკელებმა ნაცისტი ზაჰედი ჩასვეს.ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეხლევიმ კიმ რუზველტს ასე მიმართა: ამ ტახტს დავეუფლე ალაჰის, არმიისა და შენი წყალობით!”

მოსადიკის გადადგომის შემდეგ კი ალენ დალესმა განაცხადა: “ქვეყანაში გავლენის აღსადგენად ყველაზე იაფი მეთოდი _ ეს არის მთავრობის დამხობა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარებით”.

უილიამ ჯექსონი და გიგა ბოკერი „კმარას“ მაისურით
უილიამ ჯექსონი და გიგა ბოკერი „კმარას“ მაისურით

სახელმწიფო გადატრიალება გვატემალაში

1954 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გვატემალაში ჩაატარა ოპერაცია ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ხაკობო არბენსის დასამხობად და დიქტატორული პროამერიკული რეჟიმის აღსადგენად.

არბენსმა გვატემალაში განახორციელა აგრარული რეფორმა და ფერმერებს გადასცა 600 ათასი ჰა მიწა, რომელიც ამერიკული კომპანია United Fruit ჰქონდა მისაკუთრებული (1931-1944 წლებში გვატემალას მართავდა გენერალი უბიკო _ დიქტატორი, რომელმაც ამერიკულ კომპანიაიუნაიტედ ფრუიტსუსასყიდლად გადასცა მიწა, რომელზეც, ძირითადად, ბანანები მოჰყავდათ და მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში ჰყიდდნენ) ამკრიკელებს ეს, რასაკვირველია, არ მოეწონათ, და გადაწყვიტეს არბენსი მოეშორებინათ ხელისუფლებიდან.

გვატემალაში მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მომზადებული და გაწვრთნილი 480 დაქირავებული პირი. არბენსი გაიქცა, და ქვეყანაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო აშშ-ის მარიონეტმა კასტილიო არმასმა.

აღსანიშნავია, რომ ცსს იმჟამინდელი დირექტორი ალენ დალესი შეთავსებით  იყო United Fruitის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და ცსს ოპერაცია, ფაქტობრივად, ჩატარდა ამ სპეცსამსახურების შეფის პირადი ინტერესების დასაცავად.

ამერიკელი ჟურნალისტი ჯოზეფ ტრენტო წერდა: “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გადაიქცა შემოსავლიან ჯაშუშურ ბიზნესად, რომლის მიზანიც უცხოეთში ამერიკული კორპორაციების დახმარებაა”.

პატრის ლუმუმბას მკვლელობა

1959 წელს ბელგიის კონგოში არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე სახალხო მოძრაობამ ქარიზმული ლიდერის _ პატრის ლუმუმბას მეთაურობით. მომდევნო წელს ლუმუმბამ პრემიერის სავარძელი დაიკავა და ბელგიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. “ამით მან თავს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, _ ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი უილიამ ბლუმი, _ აშშ დაინტერესებული იყო ქვეყნის მდიდარი მინერალური რესურსებით და… პრემიერმა ხელისუფლების სათავეში 2 თვესაც ვერ გაძლო”.

1960 წელს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა მიანიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ლუმუმბას გზიდან ჩამოიშორებდნენ. დალასმაც არ დააყოვნა.

ლერი დებლინს, კონგოში ამერიკის რეზიდენტურის ხელმძღვანელს გაუგზავნეს მოწამლული კბილის პასტა. მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოასწრო. ლუმუმბა, რომელსაც საშინაო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაიქცა. მან ქვეყანაში იქამდე იხეტიალა, სანამ ცსს-ს თანამშრომლებმა არ მიაკვლიეს და მტრებს გადასცეს. “სახალხო პრემიერი” ლუმუმბა აწამეს, შემდეგ კი შუბლში ტყვია დაახალეს.

ყველაფერი მოხდა ამერიკული დოქტრინის მიხედვით: არასასურველი ადამიანის თავიდან მოშორების საუკეთესო მეთოდი _ ეს არის მისი განადგურება. ზუსტი გასროლა ყველა პრობლემას აგვარებს.

ნადირობა ფიდელზე

“მოსადიკის დამხობისა და ლუმუმბას მკვლელობის შემდეგ ცსს-ს თანამშრომლებს გაუჩნდათ განცდა, რომ საერთაშორისო არენაზე ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ”, _ წერს ცსს-ს ყოფილი შეფი სტენსფილდ ტერნერი. უსიამოვნების შემთხვევაში, _ ამბობდნენ ისინი, _ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თამაშში ჩავერთოთ და ნებისმიერი მთავრობა დავამხოთ. და, ისე ჩანდა, რომ ფიდელ კასტროს არანაირი შანსი არ ჰქონდა”.

რევოლუციის შემდეგ ფიდელ კასტრომ და მისმა მომხრეებმა კუბაზე ამერიკული კომპანიების მიერ მისაკუთრებული შაქრის პლანტაციების ნაციონალიზაცია ჩაატარეს და სსრკ-ს დაუახლოვდნენ. ამან ვაშინგტონი აღაშფოთა, და ცსს შეეცადა, დაემხო ფიდელ კასტრო _ ღორების ყურეში ემიგრანტების შეიარაღებული ჯგუფი გადასხა, მაგრამ ოპერაცია ჩაფლავდა.

ამის შემდეგ ცსს-ს თანამშრომლებმა შეიმუშავეს ოპერაცია “მანგუსტი”, რომლის მიზანიც კუბის ლიდერის ფიზიკური ლიკვიდაცია იყო. მაგრამ ამერიკელთა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.

ფიდელ კასტროზე 638-ჯერ სცადეს თავდასხმა, მაგრამ ყველა უშედეგოდ დასრულდა. კომანდანტე კასტრო თითქოს მოჯადოებული იყო.

იმხანად ცსსში შექმნილი იყო ფიზიკური ლიკვიდაციის სამსახური, რომელსაც შემუშავებული ჰქონდა არასასურველი პირების მკვლელობის სხვადასხვა მეთოდი. ერთხელ კასტროს გაუგზავნეს მოწამლული სიგარების ყუთი, მეორედ მის მოწამვლას ავტოკალმით, აბებითა და რომით შეეცადნენ; შემდეგ კასტროს აკვალანგზე მომაკვდინებელი ბაქტერიები გადაიტანეს; ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადეს ზღვის ნიჟარაში, რომელსაც ცურვისას ფიდელის ყურადღება უნდა მიეპყრო და მიახლოვებოდა, მაგრამ ფიდელის ლიკვიდაციის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.

ცსს-ს თანამშრომლებმა კასტროს მოკვლა დაავალეს მის ყოფილ საყვარელს, მარიტა ლორენცოს, როდესაც ქალი კუბის ლიდერთან მივიდა, ფიდელმა პირდაპირ ჰკითხა: “ჩემს მოსაკლავად მოხვედი?” მარიტას გაუკვირდა, _ საიდან იცი? _ “ეს შენს თვალებში ჩანს. აჰა, აიღე პისტოლეტი და მესროლე”, მაგრამ ქალმა ვერ შეძლო, ფიდელი მოეკლა.

ღორების ყურეში ჩაფლავებისა და ფიდელის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ალენ დალესი გადადგა, თუმცა მისი მსოფლმხედველობა, სწრაფვა მსოფლიოზე ბატონობისკენ, ცსს-მ შეინარჩუნა.

გადატრიალება ინდონეზიაში

1965 წელს ცსს-მა შეძლო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ინდონეზიაში, შედეგად ხელისუფლებას ჩამოაშორეს პრეზიდენტი სუკარნო, რომელიც ლოიალურად იყო განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმართ, მან ქვეყნიდან გააძევა მსოფლიოს ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განახორციელა იმ საწარმოების ნაციონალიზაცია, რომელიც უცხო ქვეყნების კომპანიებს ეკუთვნოდა.

და ცსს-მაც გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა ინდონეზიის ჭირვეული ლიდერი. სამმართველოს თანამშრომლებმა დააფინანსეს სუკარნოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მუსლიმური პარტიებიდან, შეაიარაღეს ამბოხებულები და გადაიღეს პორნოფილმიც კი (“ბედნიერი დღეები”), რომელშიც სუკარნო სექსით იყო დაკავებული საბჭოთა მზვერავ ქალთან.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ამერიკელებმა პრეზიდენტის სავარძელში ჩასვეს გენერალი სუჰარტო, რომელმაც მყისვე გასცა განკარგულება “ყველა სოფლიდან განედევნათ კომუნისტები”. და ერთი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ დასახვრეტთა სია ცსს-ს შტაბბინაში შეადგინეს.

ოპერაციაფენიქსი

1966 წელს ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას ცსს-ს თანამშრომლებმა შეიმუშავეს ოპერაცია “ფენიქსი”, რომლის მიზანიც იყო “სამხრეთ ვიეტნამში კომუნისტური გავლენის ამოძირკვა”. ამისთვის ქვეყანაში ჩამოაყალიბეს “სიკვდილის ესკადრონები”, რომლებიც სამხრეთ ვიეტნამის განმათავისუფლებელ ნაციონალურ ფრონტთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ მოქალაქეებს აწამებდნენ და კლავდნენ. ცხედარის გვერდით კი ტოვებდნენ ბანქოს ქაღალდს _ ყვავის ტუზს.

ცსს-ს მიერ შექმნილმა “სიკვდილის ესკადრონებმა” სამხრეთ ვიეტნამში 210 ათასზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ჩე გევარას მკვლელობა

“ჩვენი ამოცანა იყო შიშისა და ისტერიკის ატმოსფეროს შექმნა”, _ წერს ცსს-ს ყოფილი აგენტი ფილიპ ეიჯი, რომელიც 1968 წელს წავიდა სამმართველოდან და დაიწყო სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე თავისი კოლეგების მხილება. ჩვენთვის მუშაობდნენ მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსები და რეგიონის ყველა ქვეყანაში შეგვეძლო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა”.

1967 წელს კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი ერნესტო ჩე გევარა შეეცადა, პარტიზანების ბაზა შეექმნა ბოლივიაში _ სახელმწიფოში, რომელიც ლათინური ამერიკის გულში მდებარეობს.

სწორედ აქედან აპირებდა ის კონტინენტზე რევოლუციის გავრცელებას. კაცობრიობის მთავარი მტერი ამერიკის შეერთებული შტატების, _ წერდა ჩე გევარა, _ და მას ბევრი ვიეტნამი უნდა შევუქმნათ”.

ბოლივიშია ჩე გევარა ურუგვაელი კომერსანტის, ადოლფო გონსალესის სახელით მოქმედებდა _ ჭაღარა თმით, სათვალით. ძნელი ამოსაცნობი იყო, მაგრამ ცსს-ს ვერ დაემალა. კომანდანტე ჩეს წინააღმდეგ გადასროლილი იქნა ცსს-ს სპეციალური რაზმები ექსპერტ ფელიქს როდრიგესის ხელმძღვანელობით.

1967 წლის 8 ოქტომბერს ჩე გევარა შეიპყრეს კუებრადა დელ ოროს ხეობაში. ცსს-დან შიფროგრამის მიღების შემდეგ _ “დაიწყეთ სინიორ გევარას განადგურება” _ სახელგანთქმული რევოლუციონერი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ალიენდეს დამხობა

1971 წელს ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა სოციალისტთა ლიდერმა სალვადორ ალიენდემ. ამან აშშ-ში დიდი შეშფოთება გამოიწვია, რადგან ალიენდემ ჩილეს სატელეფონო ქსელის ნაციონალიზაცია გამოაცხადა, ეს ქსელი კი ეკუთვნოდა ტრანსნაციონალურ კორპორაცია Interntional Telephone &telegraph-ს, რომლის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი იყო ცსს-ს ყოფილი დირექტორი ჯონ მაკონი.

როგორც რიჩარდ ჰენსი, ცსს-ს იმჟამინდელი დირექტორი იგონებს, აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა კაბინეტში გამოიძახა და “ალიენდეს ლიკვიდაცია” დაავალა. ცსს-მა ჩილეში ოპერაციის ჩასატარებლად 10 მლნ დახარჯა. 1973 წელს ამერიკელების მიერ მოსყიდული პოლიტიკოსების მხარდაჭერით, გენერალმა პინოჩეტმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. ალიენდე მოკლა, თვითონ კი პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

კავშირიფერად რევოლუციებთან

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კავშირი “ფერად რევოლუციებთან”, რომელთა კურატორიც არის უილიამ ჯექსონის (უილიამ ჯექსონი ალენ დალესთან ერთად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დამფუძნებლად და ორგანიზატორად ითვლება) ვაჟი _ ბრუს ჯექსონი.

ბრუს ჯექსონი 1979 წლიდან მსახურობდა აშშ-ის არმიის სამხედრო დაზვერვაში. 1990 წელს სამუშაოდ გადავიდა კომპანია Lehman Brothers-ში, დაკავებული იყო საკუთრებისა და ვაჭრობის სფეროს კვლევით. 1993 წლიდან მუშაობდა კომპანია “ლოკჰიდ მარტინში” ვიცეპრეზიდენტად. არის “ნატოს გაფართოების აშშ-ის კომიტეტის დამფუძნებელი. 2002 წელს დააარსა გარდამავალი დემოკრატიის ინსტიტუტი, რომელსაც ამჟამადაც ხელმძღვანელობს. ბრუს ჯექსონის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაა ნატოში შესასვლელად. 2002 წელს შექმნა პროამერიკული ლობი რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში. იმხანად ეს ქვეყნები ნატოში ინტეგრაციისთვის ემზადებოდნენ. ამოცანის წარმატებით შესრულების შემდეგ ჯექსონი გადაისროლეს გუაამის (რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც 1997-2006 წლებში შეიქმნა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მონაწილეობით) ქვეყნებში. გუაამის ბაზაზე ვაშინგტონს განზრახული ჰქონდა უსაფრთხოების სისტემის შექმნა შავ ზღვაზე. ამით ის უზრუნველყოფდა კასპიის ზღვის ენერგეტიკულ რესურსებთან მისასვლელს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჯექსონი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო და საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებზე ლაპარაკობდა.

“მე მომხრე ვარ რევოლუციების, განსაკუთრებით _ ხავერდოვანი რევოლუციების, ვიმედოვნებ, რომ საქართველო პირველი წარმატება იქნება კავკასიაში”. აღსანიშნავია, რომ ბრუს ჯექსონს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს მრჩეველიც იყო, მჭიდრო კავშირი აქვს გიგა ბოკერიასთან.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ბატონო გიორგი, ქვეყანა თავზე გვენგრევა და თქვენ კიდევ სიონისტი ურიების ვრუს ჯექსონის და გიგა ბოკერიას მხილებითა ხართ დაკავებული. მაგალითად, თინა ხიდაშელი ბრუს ჯექსონთან სახლში ცხოვრობდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამზადებდა დემონოლოგიაში მასების სამართავად. მეტი რომ აღარ გავაგრძელო, თქვენ შედით ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე და იქ იხილავთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აშშ-ს ცსს რეზიდენტურის ხელმძღვანელს და აშშ-ს ცსს კადრის ოფიცრის რობერტ სინგლეტარის ბიოგრაფიას, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის საფარქვეშ მოქმედებს. ამის შემდეგ შედით სს „საქართველოს ბანკის“ და სს „თიბისი ბანკის“ ვებ გვერდებზე და იქ იხილავთ რობერტ სინგლეტარის მიერ მართული რეზიდენტურის წევრებს იხილავთ, რომლებიც ასევე კადრის ოფიცრები არიან და ხსენებული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საფარქვეშ მოქმედებენ. თუ რამდენი ქართული ოჯახები ჰყავთ გაუბედურებული ამ კრიმინალებს, თავისი არსით სატანისტ არსებებს, გეცოდინებათ მგონია და თქვენ მკითხველებს ამ მხირვაც გვითხრათ იქნებ რამე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here