Home ახალი ამბები მსოფლიო მკვლელი დააკავეს

მკვლელი დააკავეს

663
რადი ლაბიბი

აშშ-ის სამართალდაცვითი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც, პოლიციის ცნობით, მოკლა სამი ადამიანი და ამდენივე დაჭრა მერილენდისა და დელავერის შტატებში. გავრცელებულ ცნობაში დაზუსტებულია, რომ ეჭვმიტანილია 37 წლის რადი ლაბიბი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მან 18 ოქტომბერს ჯერ ქალაქ ეჯვუდში (მერილენდის შტატი) ესროლა ადამიანების ხუთკაციან ჯგუფს, შემდეგ ავტომანქანით ჩავიდა უილმინგტონში (მეზობელ დელავერის შტატში), სადაც კიდევ ერთ კაცს ესროლა. საბოლოო ჯამში დაიღუპა სამი ადამიანი, ორი დაიჭრა.

პრინსი ნასამართლებია. მისი მოქმედების მოტივები ჯერჯერობით უცნობია. “ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ყველანი, ვისაც ესროლა მისი ნაცნობია სამუშაო ადგილიდან.

აშშ-ის ხელისუფლებას არ განუცხადებია, ჰქონდა თუ არა ბოროტმოქმედს რაიმე კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here