Home ახალი ამბები საქართველო „მკვლელი გუგეშაშვილების სახლში არ შეჭრილა“ – გახმაურებული თავდასხმის ახალი დეტალები

„მკვლელი გუგეშაშვილების სახლში არ შეჭრილა“ – გახმაურებული თავდასხმის ახალი დეტალები

5867

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

აღნიშნულ დეტალებს “ექსპრესნიუსი” ავრცელებს.

“ექსპრესნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ხმები იმის შესახებ, რომ მკვლელს, სავარაუდოდ, მანქანა გაჩერებული ჰყავდა კორპუსის უკან მდებარე ტყე-პარკში, სადაც სისხლის კვალი მიდიოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავე წყაროს ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სისხლი იყო ძაღლის და არა ადამიანის. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, ადგილზე დასუფთავების მანქანის კვალი აღმოჩნდა.

მკვლელი დაჭრილი არც ყოფილა, ვინაიდან დოდო გუგეშაშვილს იარაღი არ გამოუყენებია. როგორც ირკვევა, მას სახლში ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა. ყოველშემთხვევაში, გამოძიებას ბინიდან არ ამოუღია არც ცეცხლსასროლი და არც ცივი იარაღი, რომელიც შესაძლოა, გუგეშაშვილს მკვლელის მიმართ გამოეყენებინა. უფრო კონკრეტულად, გუგეშაშვილის სახლიდან მხოლოდ 8 ვაზნა და 7 მასრაა ამოღებული. ამ ეტაპზე დგინდება, ერთი და იმავე იარაღიდან არის თუ არა ისინი ნასროლი.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მკვლელობის დროს, კორპუსს ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა, შესაბამისად, მკვლელი მე-11 სართულს ქვემოდან ლიფტით ვერ ისარგებლებდა (დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელს მე-13 სართულიდან მე-11 სართულამდე ფეხით მისდია, შემდეგ კი სიარული ვეღარ შეძლო).

წყაროს ინფორმაციით, მკვლელი გუგეშაშვილების სახლში არ შეჭრილა, ის მკვლელობამდე ნოდარ გუგეშაშვილს მისაღებ ოთახში მშვიდად ესაუბრებოდა, რაც მასთან ნაცნობობაზე მიუთითებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here