Home რუბრიკები საზოგადოება მკვლელთა ღაღადი

მკვლელთა ღაღადი

2481
მკვლელთა ღაღადი

სოციალურმა ქსელმა ყველა ტვინნაღრძობსა და ტუტუცს ხმის ამოღებისა და ავადმყოფური აზრების საზოგადოებაში ფრქვევის საშუალება რომ მისცა, ამაზე მხოლოდ საქართველოში კი არა, სრულიად მსოფლიოში ლაპარაკობენ უკვე. საქართველო კი, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველა უარყოფით შემთხვევას ასე მასობრივად მიიჩნევენქართული მენტალიტეტისშედეგად. ყველაფერი, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვინმე მანიაკი, ტვინით ავადმყოფი ან, უბრალოდ, კრიმინალი ჩაიდენს, თურმე ქართული მენტალიტეტის ბრალი ყოფილა.

დაწყებულია პროპაგანდა, რათა ქართველებს თვითშეფასება დაუკნინონ და დააჯერონ, რომ ჩვენნაირი ნაგავი და ცუდი ხალხი მსოფლიოში მეორე არ არის, ამიტომ დასავლეთის ცივილიზებული წრეების დახმარება გვჭირდება და “ქართული მენტალიტეტი” ძირფესვიანად არის აღმოსაფხვრელი. რაც მთავარია, “დასავლურ ცივილიზებულ წრეებად” წარმოგვიჩენენ ისეთ ორგანიზაციებსა და იმ მიმართულების არასამთავრობო სექტორს, რომლებიც გაუკუღმართებული მენტალიტეტითა და მახინჯი მსოფლმხედველობით გამოირჩევიან.

მათ უნდათ, დაგვაჯერონ, რომ თავისუფალი და შეუზღუდავი სექსუალური ურთიერთობების” “სექსუალურ უმცირესობათა ნორმად წარმოჩენადა სხვა უმსგავსო აზრები არის ულტრათანამედროვეობა, გამოსულობა, წინწასულობა, ხოლო ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანური ცხოვრება _ ჩამორჩენილობა, ქაჯობა და გოიმობა.

ეს ყოველივე, უკვე წლებია, გრძელდება და ლამის ყოველდღიურად ახალ სიმაღლეებს იპყრობენქართული მენტალიტეტისმლანძღველები, მაგრამ ის, რაც გასულ კვირაში საკუთარი თვალით ვიხილე სოციალურ ქსელში, პიკია და ამისზევითთუ კიდევ რამეა დარჩენილი, არ ვიცი. საუბარია შვილის მკვლელი დედის საქციელის ახსნის მცდელობაზე “ქართული მენტალიტეტით”! უცებ მართლა გაუჭირდება ნორმალურ ადამიანს იმის გააზრება, როგორ შეიძლება, საზოგადოდ, მკვლელობა, მით უმეტეს, შვილის მკვლელობა ვინმემ “ქართულ მენტალიტეტს” დააბრალოს.

არადა, ასეთი ზეადამიანური ტვინის პატრონები არც ისე ცოტანი არიან. ზეადამიანური ტვინის დამსახურებაა, აბა, როდესაც 7 თვის ბავშვის მკვლელობის ამბავს ასე და აქედან შემოუვლი: ეს საწყალი გოგო 15 წლისა, სავარაუდოდ, ქართველმა მშობლებმა ძალით გაათხოვეს. 16 წლისას უკვე შვილი ჰყავდა. ქართველი ქმარი, რა თქმა უნდა, ცუდად ექცეოდა და სამზარეულოდან ცხვირს არ აყოფინებდა, ამ ყოველივემ საწყალ გოგოს სტრესი დამართა და მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოკლა საკუთარი შვილი და გაიქცა საყვარელთან. ამიტომ უნდა აღმოიფხვრას ქართული მენტალიტეტი ბნელ ქართველ მამებში, ხოლო 14 წლის გოგონებს უნდა ჩაუტარდეთ სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. აი, რომ არ ჰქონდა ამ გოგონას სექსუალური განათლება და მისი მშობლებიც რომ ბნელები იყვნენ, იმიტომ მოკლა მან შვილი!” _ ეს არის ძირითადი აზრი იმ კომენტარებიდან, რომლებსაც წერენ საქართველოში ასე მომრავლებული ფემინისტ-ლგბტ-არასამთავრობოების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში და, სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეულ, არც ისე ცოტა ნაწილსაც იყოლიებენ. პარადოქსია _ ნაცვალდ იმისა, რომ ნორმალურმა საზოგადოებამ იქით დავდოთ ბრალი ამ ავადმყოფებს, რომლებმაც, ბოლო წლებია, ტელევიზიით, ინტერნეტით, სხვა მედიასაშუალებით თუ პირდაპირი კონტაქტით სკოლებში, ბანაკებში და ა.შ. უკვე ყურები გამოუჭედეს არასრულწლოვან გოგო-ბიჭებს 24-საათიანი “სექსი-სექსი-სექსი-სექსის” ძახილით, აქეთ გვაბრალებენ, რომ თურმე, რადგან ვცდილობთ, ეს ავადმყოფები არ მივაკაროთ ჩვენს შვილებს, ამიტომ ხდებიან ისინი მკვლელები.

არადა, ელემენტარულია, ძალიან მარტივია სტატისტიკის შედარება _ როდის უფრო ხშირად ხდებოდა ასეთი შემზარავი დანაშაულები _ მაშინ, როდესაც ბავშვებს ბავშვობა შერგებული ჰქონდათ და მათ სექსზე ზედმეტი საუბრით ყურებს არავინ უჭედავდა; თუ ახლა, როდესაც ლამისაა, უთოდანაც კი ბავშვებსსექსისექსისექსისექსიესმით?

მთავარი კი მაინც ის არის, რომ ეს მართლა ტვინით ავადმყოფები და სულით მახინჯები რატომღაც უცებ გადაწყვეტენ, რომ 15 წლის გოგო ბნელმა ქართველმა მშობლებმა ძალით გაათხოვეს”. არც იმას ფიქრობენ, რომ ვინმეს ჰკითხონ, ეს მართლა ასე იყო თუ არა. ან მეზობელს დაელაპარაკონ, ან ნათესავს, ან მეგობრებს… არა! რა საჭიროა? მოხდა ტრაგედია? ჰოდა, ფაქტია _ ქართველმა ბნელმა მშობლებმა ძალით გაათხოვეს ბავშვი, მერე ამ გოგოს ველური ქართველი ქმარი ცემდა, აწამებდა და “კუხნის” იქით არ უშვებდა _ ეს არის ძირითადი ფაბულა და ამაზე უკვე, რასაც გინდა, იმას მიაბამ _ გინდა ოჯახური კონფლიქტის ისტორიას, გინდა მეზობლური დავის ფაქტს, გინდა თვითმკვლელობის შემთხვევას და გინდა აგერ, დედის მიერ შვილის მოკვლის საზარელ ამბავს.

არადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ ეს გოგო ორჯერ თუ სამჯერ გაქცეულა სახლიდან და მშობლები მკაცრად უკრძალავდნენ გათხოვებას. თუმცა მან, თავის მოკვლის მუქარით, მაინც თავისი გაიტანა და წყალტუბოდან სოფელ აღაიანში გათხოვდა.

და საერთოდ, რომელი უფრო მეტი შემთხვევა იცით _ არასრულწლოვანი შვილის გათხოვების გამო ინფარქტმიღებული მამა თუ ისეთი მამა, რომელიც 15 წლის შვილს გათხოვებას აიძულებს ან უბიძგებს ამისკენ? მე ისეთი შემთხვევები გაცილებით მეტი გამიგია და მინახავს, როდესაც შვილის ადრეული გათხოვების გამო მამა საავადმყოფოში მოხვედრილა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი “ლიბერასტებისთვის”, რაღა თქმა უნდა, მაინც “ბნელი ქართველი მშობლების ჩამორჩენილი ქართული მენტალიტიტეტითა და ველური ქართველი ქმრით” იხსნება ყველაფერი მარტივად და სასურველად!

სხვა რა გზა გვაქვს?! უნდა დავეთანხმოთ ჩვენს ბრძენ ფემინისტებს, ლგბტ-ებსა და არასამთავრობოებს. მეტიც, ჩვენ იმასაც კი ვამტკიცებთ, რომ ეს საზიზღარი “ქართული მენტალიტეტი” უკვე მსოფლიოში იკიდებს ფეხს და, სანამ დროა, ვინმემ უნდა შეაჩეროს მისი გავრცელება! აბა, უყურეთ:

* “2018 წლის 4 ივლისს აშშ-ში დედამ შვილი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა”;

* “2018 წლის 22 ოქტომბერს ბელგიაში სამი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედა დაკავეს”;

* “2017 წელს არიზონას ბავშვთა საავადმყოფოში შვილის მოვლით გაბეზრებულმა დედამ ის პალატაშივე, საკუთარ საწოლში გაგუდა”;

* “2016 წლის 26 დეკემბერს აშშ-ში დედამ, ამბერ პასტორმა, მოკლა ორი მცირეწლოვანი შვილი, და-ძმა და მეზობლებს ეუბნებოდა, რომ ბავშვებს სძინავთ”;

* “2019 წლის 26 თებერვალს, მიჩიგანში, 28 წლის დედამ, აბრიან მურმა, მოკლა სამი მცირეწლოვანი შვილი და პლიაჟზე საბანაოდ გაეშურა”.

საზოგადოდ, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (და არა ჩამორჩენილ აზია-აფრიკაში) ბოლო 15 წლის განმავლობაში, არასრული სტატისტიკით, დედების მიერ საკუთარი შვილების მკვლელობის სამი ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული…

როგორც ხედავთ, ესქართული მენტალიტეტიუკვე მეტასტაზებივით მოედო მსოფლიოს და სასწრაფოდ რამე უნდა მოხერხდეს მის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, დავღუპეთ მსოფლიო ქართველებმა. ეგ კი არა, თურმე “ბნელი ქართველი მამები” ამერიკის კონტინენტზეც კი ჩადიან და იქ იძულებით ათხოვებენ იქაურ პატარა გოგონებს. აი, ნახეთ:

* “2000-დან 2015 წლის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ადრეული ქორწინების 207 468 (ორას შვიდი ათას ოთხას სამოცდა რვა) შემთხვევა აღირიცხა. მიზეზის მიუხედავად, ამ ქორწინებების დიდი პროცენტი მოზარდ გოგონებზე მოდის” (ჟურნალ Pediatrics-ის კვლევა) _ როგორ ფიქრობთ, არ არის დრო, აღმოიფხვრას ქართველი მამრების ასეთი დაუნდობელი ბოგინი ამერიკასა და მსოფლიოში?

მოდით, ბარემ ისეც ვნახოთ, რას უშვრებიან “გრუზინი მამები” და საქართველოდან ჩასული მოძალადე კრიმინალი ქმრები ამერიკელ გოგონებს. ესეც იმავე ჟურნალი “პედიატრიკსის” კვლევის შედეგებია:

* “ტრევისია უილიამსი ამბობს, რომ 14 წლისას 26 წლის მამაკაცზე გათხოვება აიძულეს. სკოლაში ჩინებული აკადემიური მოსწრების მქონე ტრევისია სკოლიდან გამოიყვანეს და იმის ნაცვლად, რომ შინ წაეყვანათ, საკუთარ ჯვრისწერაზე ამოაყოფინეს თავი. ტრევისია ამბობს: მახსოვს, როგორ გამოვედი სკოლის შენობიდან, ხელში სახელმძღვანელოები მეჭირა. იმის ნაცვლად, რომ სკოლის ავტობუსით შინ წავსულიყავი, დედამ ეკლესიაში მიმიყვანა, სადაც ეკლესიის წინამძღვარი გველოდა. ასე დამაქორწინეს.

დღეს ადრეული ქორწინება ამერიკის ყველა შტატში ფორმდება მშობლების თანხმობით. ადრეული ქორწინება შეიძლება ძალდატანებითაც კი გაფორმდეს ოფიციალურად, თუკი მშობლები რელიგიურები არიან და ქორწინებას მორალურ ვალდებულებად მიიჩნევენ. ზოგიერთი მშობელი გოგონას არასასურველი ორსულობისას ქორწინებას გამოსავლად აღიქვამს. არის შემთხვევები, როდესაც ქორწინება გაუპატიურების შესანიღბავად ფორმდება. ტრევისია იხსენებს, რომ ოფიციალური ქორწინების პირველსავე თვეს ქმარი მასზე ძალადობდა. მან დედას დაურეკა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა შინ დაბრუნება. რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ტრევისია ამბობს: ქმრისგან გაქცევა ვერ გავბედე და იძულებული გავხდი, გაყრის კანონიერ გზას დავლოდებოდი. ამას კი სამი წელი დასჭირდა. ტრევისიას მსგავსად, ახალგაზრდა ამერიკელი გოგონები ქმრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. 19 წლამდე გოგონების 50 პროცენტი კი, გათხოვების გამო, სკოლაში სიარულზეც უარს ამბობს”.

აბა, დააკვირდით ფრაზებს: რელიგიური მოსაზრებებით ქორწინების მორალური ვალდებულება”, “არასასურველი ორსულობის ქორწინებით გადაფარვა”, “გაუპატიურების ფაქტის ქორწინებით შენიღბვა”, “ჩემმა ოჯახმა უკან მიბრუნებაზე უარი მითხრა და იძულებული გავხდი, მოძალადე ქმართან დავრჩენილიყავი _ განა ეს ყველაფერი “ღრუზინული” გამოვლენები და “ქართული მენტალიტეტი” არ არის?

ამას ვინმე იზამდა და იტყოდა, “ბნელი ქართველი მამებისა” და “ველური ქართველი ქმრების” გარდა? აშკარაა, რომ “ღრუზინი” მამრები ბლომად არიან შესეული ამერიკას და მთლიანად მსოფლიოს!

მერე რა, რომ მკვლელის გამართლება ან მისი საქციელის ახსნა რაღაც სულელური ვითომ “ქართული მენტალიტეტით” იგივე მკვლელობაა?! მერე რა, რომ ნებისმიერი ტრაგედიის საიმისოდ გამოყენების მცდელობა, რომ შენი ავადმყოფური “სექსუალური აღზრდის” აუცილებლობა ამტკიცო და ეს სისულელე არასრულწლოვნებს მოახვიო თავს, დიდი ღორობაა?! მერე რა, რომ ამ იდიოტურ კომენტარებს “ფეისბუკში” თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მკვლელთა ღაღადი?!

მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორ სწრაფად ვრცელდება თურმე “ქართული მენტალიტეტი” მსოფლიოს მასშტაბით, როგორ დამღუპველად მოქმედებს ის ამერიკელ და ევროპელ გოგონებზე და კიდევ ერთხელ დავანახვეთ ჩვენს მკითხველსაც და მსოფლიოსაც, რომ “ქართული მენტალიტეტის” მომწამვლელი ზემოქმედება სასწრაფოდ არის აღმოსაფხვრელი ჩვენს პლანეტაზე.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here