Home რუბრიკები საზოგადოება მკვიდრი მოსახლეობის დაბერება, შობადობის კლება _ ქართველი ერი გადაშენების გზაზეა

მკვიდრი მოსახლეობის დაბერება, შობადობის კლება _ ქართველი ერი გადაშენების გზაზეა

1 იანვრიდან საქართველოში პენსია 20 ლარით მოიმატებს. მომატება ყოველთვის კარგია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რა ტემპით მატულობს ფასები პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე და საერთოდ, ყველაფერზე, მივხვდებით, რომ ეს 20 ლარი დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის. პენსიონერებს საქართველოში ძალიან უჭირთ და ამას ისიც დაემატა, რომ ვერაგი ვირუსი სწორედ საპენსიო ასაკის ადამიანებს ურტყამს და ცელავს დაუნდობლად.

საქართველოში პენსიონერების სიმრავლე (ღმერთმა ყველას დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს!) იმით არის განპირობებული, რომ წლებია, დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ. შესადარებლად გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩატარებული ბოლო საყოველთაო სახალხო აღწერის მონაცემებით, 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5 მილიონ 400 ათას კაცს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო პერიოდში. ამის შემდეგ კი საქართველოში ე.წ. დემოგრაფიული ზამთარი დაიწყო. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 728 573 კაცი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბუნებრივი მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1994 წლის შემდგომ 2014 წელს აღირიცხა – 11 548 კაცი. 2020 წელს კი ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე მეტი იყო, ხოლო შობადობის კოეფიციენტი 2008 წლის შემდეგ _ ყველაზე დაბალი. დემოგრაფიული მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.

როგორ არ გავიხსენოთ იაპონელთა კვლევა, რომელიც ორიოდე წლის წინათ გავრცელდა. დაგვზაფრა, მაგრამ მივივიწყეთ. იაპონელები წერდნენ რამდენიმე ერის შესახებ, რომლებსაც 2050 წლისთვის გადაშენების საფრთხე დაემუქრებოდათ და მათ შორის ვიყავით ქართველები. მდგომარეობის გამოსწორება ეკლესიამ სცადა, როცა პატრიარქმა განაცხადა, ვისაც მესამე და მომდევნო შვილი ეყოლება, მე მოვნათლავო. საყოველთაო ნათლობა ახლაც იმართება, მაგრამ მოსანათლი ბავშვების რაოდენობა ყოველ ჯერზე კლებულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ შვილზე მეტი ჩვენთან იშვიათად ჰყავთ. რეგიონის სხვა ქვეყნებში მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საქართველოში. სპეციალისტების განმარტებით, ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ორგზის დაბერებულად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა 15-20%-ის დონეზეა. არადა, 7%-იანი მაჩვენებელიც კი ერის დაბერებაზე მიანიშნებს და ჩვენ ამ დონეს საგრძნობლად გავუსწარით. მდგომარეობა რომ შეიცვალოს, შობადობა, სულ ცოტა, 20 000-ით უნდა გაიზარდოს და მიგრაციის მაჩვენებელი შემცირდეს. რეალურია თუ არა დღევანდელ პირობებში ამის მიღწევა, თავად განსაჯეთ.

რას აკეთებდა წინა ხელისუფლება იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემა მოგვარებულიყო? _ არაფერს. და რას აკეთებს ამჟამინდელი? სამწუხაროდ, პასუხი იგივეა. არადა, სწორედ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს თავისი რესურსით ამ პრობლემის მოგვარებაში. დასახვეწია მარტოხელა მშობლის სამართლებრივი სტატუსისა და მდგომარეობის განსაზღვრის საკითხი. საქართველოში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მარტოხელა მშობლის სოციალურ გარანტიებს უზრუნველყოფდა, მაშინ, როდესაც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები სხვადასხვა ქვეყანაში პრივილეგიებით სარგებლობენ. შვილის ყოლა ისედაც მრავალ ფინანსურ საზრუნავთან არის დაკავშირებული. შობადობის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით სახელმწიფომ განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს მარტოხელა მშობლის მიმართ და იგი მყარი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მარტოხელა მშობლების რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია. ოჯახის დანგრევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ამას ტრაგედიად აღარავინ აღიქვამს და დედის ან მამის გარეშე დარჩენილი ბავშვი ბევრია. ამას გარდა, სოციალური სიდუხჭირის გამო საზღვარგარეთ წასული მშობლის გამო ბავშვი უმამოდ ან უდედოდ იზრდება და, რაც მთავარია, მოკლებულია პერსპექტივას, და ან ძმა შეემატოს. მაგალითად, საფრანგეთმა, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით 1995-1998 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3% მიმართა მიზნობრივი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად. რატომ მოგვაქვს საფრანგეთის მაგალითი? იმიტომ, რომ ფრანგები ზუსტად იმავე პრობლემის წინაშე იდგნენ, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. ფერადკანიანების მასობრივმა შედინებამ ქვეყანაში მოიტანა ის, რომ ძალიან ბევრი მარტოხელა დედა გაჩნდა. ლგბტ თემის მხარდაჭერამ, პროპაგანდამ ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ რეალურად ფრანგებს მამაკაცის პრობლემა დაუდგათ და ამიტომ ქალები ფერადკანიანებთან ამყარებდნენ ურთიერთობას. ახლა საფრანგეთში ამ პრობლემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ძირძველი ფრანგები ერის გადაშენებაზე წლების წინათ ალაპარაკდნენ და გამოსავალი კანონმდებლობის შეცვლასა და დემოგრაფიის მიმართულებით უდიდესი სახსრების გადასროლით ნახეს. ანალოგიური პრობლემა უდგას დღეს ბელგიას, ჰოლანდიას და ეს ქვეყნებიც ფრანგების გამოცდილებაზე სწავლობენ, ცდილობენ მდგომარეობიდან გამოსვლას.

რასაც ახლა გეტყვით, შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ… დემოგრაფიული პრობლემა ჩინეთსაც დაუდგა. ჰო, ჩინეთს და არა ახლა, არამედ წლების წინათ. ჩინეთს ისე გაუჭირდა დაბერების მაჩვენებლით, რომ 1981 წელს მიღებული დადგენილება “1 ოჯახი _ 1 შვილი” გააუქმა და ოჯახებს 2 შვილის ყოლის უფლება მისცა. ჩინური ეკონომიკის აღმავლობას თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანა იმისთვისაც არის მზად, რომ ოჯახებს 3 შვილის ყოლის უფლება მისცეს. პარალელურად, ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში ბიზნესის აწყობაში ეხმარება. ჰო, ჩინეთში რომ სოციალიზმია და კომუნისტური პარტია, ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ.

თუ საფრანგეთს აფრიკიდან ჩასულებმა შეუტიეს, საქართველოში პრობლემა უფრო ფართოა. აქ უკვე აღარავის უკვირს უცხოტომელთა ნახვა, ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას, აქვთ ბიზნესი, ქორწინდებიან ქართველ გოგონებზე, თხოვდებიან (იშვიათად, მაგრამ მაინც) ქართველ კაცებზე დაარ ვამბობთ, რომ მათ რამე უნდა შევუზღუდოთ, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებს ცოტა უპირატესობა რომ ჰქონდეს, დაშავდება რამე? უპირატესობა რომ ჰქონდეს კონკრეტული მიმართულებებით, წახალისებული რომ იყოს სახელმწიფოსგან მრავალშვილიანობის გამო, ოღონდ მართლა წახალისებული და არა ისე, მესამე შვილის შემდეგ ყოველთვიურად 10 ლარი რომ ემატება ბავშვზე. აღარაფერს ვამბობთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ოჯახებზე, რომლებიც უკან დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობენ. როცა ცოლ-ქმარი, წლებია, ევროპაში ცხოვრობს, იქ დაბადებული ბავშვი საქართველოს ნაკლებად ეგუება და რჩება მხოლოდ ქართული გვარი, შემდეგ მოჰყავთ უცხოელები ცოლად ან თხოვდებიან უცხოელებზე და საქართველოსთვის სამუდამოდ იკარგებიან. გვინდა თუ არა, მაინც მივდივართ სოციალურ სიდუხჭირემდე და გაჭირვებამდე _ ერთი ბავშვის შენახვასაც ძლივს ახერხებენ მშობლები და 2-3 ბავშვი უკვე უდიდეს პრობლემად აწევთ.

იქიდან გამომდინარე, როგორ იმართება საქართველოში კოვიდპანდემია, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არ მოიკლებს. ასეთ დროს ახალგაზრდებიც ხშირად ფიქრობენ, ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა; თავს იკავებენ, პრობლემაა საცხოვრებელი სახლი და ხშირად ახალშექმნილი ოჯახები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. ისედაც მცირე ფართობში ერთ შვილზე მეტის ყოლა ფიზიკურადაც შეუძლებელი ხდება. არადა, ახალი ბინის შეძენა სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და… საფრანგეთმა, როცა დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა, უდიდესი ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებას დაუთმო და რეგიონები ააღორძინა, რათა სწორედ რეგიონებში ჰქონოდა ხალხს მეტი შემოსავალი, იქ დაფუძნებულიყო და მარტივი გათვლით, პარიზში ბინის ყიდვას სოფლად სახლის აშენება დაეფინანსებინა. ჰო, სწორედ რომ დაეფინანსებინა და ახალშექმნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი მიეცა, მიწა მიეცა და თან პროდუქტიც მიეღო. საქართველოში კი სოფლები ცარიელია და მათ აღორძინებაზე არავინ ფიქრობს. მხოლოდ იმის ძახილი, არიქა, უცხოელებს მიწას აღარ მივყიდითო, არაფერს გვიშველის. უცხოელებზე რომ არ გავყიდით, იმდენი ხომ მაინც უნდა ვქნათ, რომ ადგილობრივს ჰქონდეს მიწის დამუშავების სურვილი და შესაძლებლობა.

ყველაფერთან ერთად, არასრულწლოვნებში აბორტის კეთების მაჩვენებელიც მომატებულია. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ საშოვარზე გადაგებული მშობლები (შინ თუ საზღვარგარეთ) სათანადო ყურადღებას ვერ უთმობენ ბავშვებს და არასრულწლოვნობის ასაკში გაკეთებული აბორტი 90%-ით ნიშნავს იმას, რომ მოზარდი ბავშვს დიდობაშიც ვეღარ გააჩენს. ასე წვეთწვეთობით იცლება ის ფიალა, რომელსაც საქართველოს მომავალი ჰქვია, და დღევანდელი გადმოსახედიდან ეს მომავალი ნადგურდება, ეს მომავალი უბრალოდ აღარ გვაქვს. პოლიტიკოსებმა, უწინარესად, ამაზე უნდა იფიქრონ, იმიტომ, რომ, თუ თანამდებობები სამომავლოდაც უნდათ (არადა, უნდათ), ფიზიკურად ამომრჩეველი აღარ ეყოლებათ და მერე ნუ გაგიკვირდებათ, თუსტრატეგია აღმაშენებლისკანდიდატს თბილისში აფრიკელი ოგბუნუჯუ მოუგებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here