Home ახალი ამბები მიხეილ სააკაშვილი : უკრაინის პარლამენტის წინ „კარვების ქალაქში“ ვიცხოვრებ

მიხეილ სააკაშვილი : უკრაინის პარლამენტის წინ „კარვების ქალაქში“ ვიცხოვრებ

1456

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის წინ გაშლილ „კარვების ქალაქში“ იცხოვრებს.

როგორც „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან გადავინაცვლო და „კარვების ქალაქში“ ვიცხოვრო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, კერძოდ, ლვოვის მერს, პარტია „სამოპომიჩის“ ლიდერს ანდრეი სადოვოის და პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერს ანატოლი გრიცენკოს, მას შეუერთდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here