Home ახალი ამბები მიხეილ სააკაშვილი: თუ „ჩამტენიან“თვითმფრინავში და გამომაგდებენ საქართველოში, ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა...

მიხეილ სააკაშვილი: თუ „ჩამტენიან“თვითმფრინავში და გამომაგდებენ საქართველოში, ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა და ივანიშვილის “მოქესტვა” საქართველოდან

1560

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სრული სისულელეა იმაზე საუბარი, რომ მას დღე-დღეზე დააპატიმრებენ.  მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ამის არც რესურსი აქვს და არც გამბედაობა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა, სადაც ის კიევიდან ჩაერთო.

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, “ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს”.

მან მაგალითად ჩეჩენი ქალის მკვლელობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების რეიტინგი არის დაწეული და ქვეყანა განიცდის ინფლაციას.

“პოროშენკოს რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, აუცილებლად აიქნევდა და გამაქრობდა აქედან და იგორ კიო ან კოპერფილდი რომ იყოს. არ გამოდის, ასე არ ხდება. მე ვარ ფაქტორი უკრაინის და დავრჩები ფაქტორად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას და აქვს ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.

სააკაშვილის განცხადებით, “თუ ივანიშვილის დავალებით უკრაინის ხელისუფლებას წაუცდა ხელი, შესაძლოა, რომ ის მოიტაცონ და იძულებითი წესით გამოამგზავრონ საქართველოში”.

„ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ. ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქესტვას საქათველოდან“, – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ის არ აპირებს საქართველოში ციხეში მშვიდად ჯდომას და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დააარულებს.

2 COMMENTS

  1. Es maniaki naxet ra,ra warmodgena aqvs tavis tavze,avadmyopo,saqartvelishi vitom vardebis revokucia gamogivida,imitom rom giji rom iyavi mxolod shenma saaxloblom vicodit,axla msoplio gicnobs,ar gamogiva igive ukve…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here