Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სააკაშვილი – თუ აშშ ჩემს დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი...

მიხეილ სააკაშვილი – თუ აშშ ჩემს დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისთვის

191

თუ აშშ ჩემს დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, – „ბლუმბერგის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც გამოცემას პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ოქტომბერში, არჩევნების წინ საქართველოში იმის გამო დაბრუნდა, რომ „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანზე.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ჩანაწერებში ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ციხეში ყოფნისას სცემეს და ასფალტზე ათრიეს. მისი თქმით, მთავრობამ უარი თქვა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობისა და საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here