“მე ძალიან კარგად ვიცნობ მიშას, პირველად მე გამოვიყვანე ეთერში და მოხარშულს ვიცნობ მაგ უბედურ და ვანიჩკასაც ვიცნობ მოხარშულს (იგულისხმება ვანო მერაბიშვილი). აშშ-ში, ლოს-ანჯელესში როგორი დათრგუნვის მანქანაც შემოიღო პოლიციამ და ჩადებებიც სწორედ იქიდან მოდის, მიშამ პირდაპირ გადმონერგა ჩვენთან, ნუ აყვებით, მიშას ავანტიურა იყო ეს სასჯელების გამკაცრება, ყველანი ციხეში და ჩავუდოთ ნარკოტიკიო”, – განაცხადა დავით აქუბარდიამ საკუთარ გადაცემაში.