Home ახალი ამბები საქართველო მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაა საჭირო!

მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაა საჭირო!

4676
მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაა საჭირო!

კეთილ ინებეთ და კარგად დაიმახსოვრეთ: რუსები ანგელოსები არ არიან (განსაკუთრებით ამჟამინდელი პოსტსაბჭოთა და ანტისაბჭოთა რუსები). ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა რუსეთი ბევრი თვალსაზრისით დღევანდელ რუსეთზე მაღლა იდგა. თუმცა, რუსეთი რუსეთიადა ეს მოცემულობაა

რუსეთმა ორი საუკუნის მანძილზე ბევრი რამ აწყენინა საქართველოს, რაღაცაში გვაზარალა კიდეც (თუმცა, ბევრიც მოგვცა), მაგრამ ფორმალურად მტრობის უკანასკნელი ეტაპი დაიწყო საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოს. დიახ, პირველი “მიაუს” საეჭვო პატივი ქართულ კისერზეა ე.წ. “ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის” ზღვარგადასული უტიფრობის გამო. ეგენი, ბევრს გეხსომებათ, მაშინ არც სახლში და არც გარეთ არავის არ უსმენდნენ, სრულ ჭკუაზე ისედაც არ იყვნენ, და – სანამ ძალით გაყარეს – თავის ამ არასრულ ჭკუაზე როგორც სურდათ, ისე ბოგინობდნენ, ნებივრობდნენ და ვერც კი გრძნობდნენ, რომ სხვებს – რუსებზე კიდევ უფრო დიდ მტაცებლებს – აყენებინებდნენ თავს. ნუ, ეგ თავიდან ვერ გრძნობდნენ, თორემ მერე, იცოცხლე, შეირგეს.

“ეროვნულებმა” იმხანად უამრავი რამ გააფუჭეს და გაათახსირეს (მათ მიმდევრებს ამის აღიარება, ცხადია, უჭირთ და დღესაც არ სურთ), საბოლოო შედეგი კი რუსულ-ქართული ურთიერთობისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. ასე რომ, ქართველების წვლილი მტრობის გაღვივებაში, სამწუხაროდ, დიდია.

დღეს რუსების უმრავლესობის თვალში ქართული “პოლიტელიტა” (ისევე, როგორც უკრაინისა თუ ბალტიის) უბრალოდ ელემენტარული “ვიგოდნიკების” უმადური ჯოგია. ჰოდა, იმეორეთ ახლა მანტრასავით – “ოკუპირებული ტერიტორიები”, “რუსეთი ოკუპანტია” და ა.შ…

რუსული ენა მაინც იცოდეთ წესიერად! (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ). ასე მოსკოვში – უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც კი – არც არავინ მოგისმენთ და არც არავინ დაგელაპარაკებათ, მაამებლური საერთაშორისო რეზოლუციები კი კარგად გეცოდინებათ თუ როგორ და რანაირად შეგიძლიათ მოიხმაროთ საკუთარ სახლში!

მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაა საჭირო: პრინციპული, შესაძლოა ხანგრძლივიც, მაგრამ პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული – წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე. ნუ, პოლიტიკა რომ ვაჭრობაცაა – ეგ არახალია და ჩემგან არ გესწავლებათ.

ხოლო თუ გგონიათ, რომ ამერიკელ-ევროპელი ბიუროკრატები რუსი ჩინოვნიკებისგან რითიმე განსხვავდებიან ან ნაკლებად ხარბები არიან, ვერ ყოფილა თქვენი საქმე მთლად კარგად! სამწუხაროდ, ვერც ჩვენი, რადგან ძალაუფლება ჯერ-ჯერობით თქვენს ხელშია.

გოგი ლორთქიფანიძე

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here