Home რუბრიკები პოლიტიკა “მისის თამარა ჰოლმსის” “კვლევები”, როგორც მედიატერორისტების იარაღი

“მისის თამარა ჰოლმსის” “კვლევები”, როგორც მედიატერორისტების იარაღი

თამარ კინწურაშვილი

ნელნელა უფრო და უფრო გამანადგურებელ სახეს იძენს საქართველოში ანგაჟირებული მედიისა და უცხო ქვეყნების რეზიდენტურების _ “არასამთავრობო ორგანიზაციებისმოღვაწეობა. პირველ რიგში, მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო, რომ გასული კვირა მართლაც დადებითი და სასიხარულო მოვლენით დაიწყო. საქართველოდან გააძევეს ერთერთი ასეთი ტერორისტი, ყბადაღებულიენდიაი”- საქართველოს ოფისის დირექტორი, ქალბატონი ლორა თორნტონი. ეს ქალბატონი პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამანადგურებელ იარაღთან, რომელზეც ამ სტატიაში გვექნება საუბარი. ეს იარაღი ანადგურებს საზოგადოების ფსიქიკას, შეგნებას, მორალს და, აქედან გამომდინარე, ამ იარაღს სახელმწიფოების მოსპობაც შეუძლია. ლაპარაკიაკვლევებზე”. დიახ, ეს სრულიად უწყინარი რამ, რასაც ამა თუ საკითხის მეცნიერული კვლევა ჰქვია, თანამედროვე ფსიქოტერორისტებმა ერთგვარ იარაღად აქციეს და, ბოლო წლებია, ცდილობენ, საზოგადოების ფსიქიკა საბოლოოდ დაანგრიონ მათ მიერ ჩატარებული ყალბი კვლევებით.

“ენ-დი-აი”-ს, ანუ ლორა თორნტონის კვლევებით ხომ ვიყავით განებივრებული და მისი წასვლის შემდეგ ქართველმა ენჯეოტერორისტებმა უკვე ლორას წასვლაზე დაიწყეს კვლევების ჩატარება. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ენჯეოტერორისტების სამიზნეში ამჯერად მეც აღმოვჩნდი. კერძოდ, გიგა ბოკერიას პირადი მხევალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველაზე ტრაგიკომიკური ყოფილი დირექტორი თამარ კინწურაშვილი დამესხა თავს და ჩემს “ფეისბუქ-გვერდებს” სულ ყალბი და ფეიკი ეძახა. უფრო დეტალურად განვმარტავ: არსებობს ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდი”. მისი ხელმძღვანელია თამარ კინწურაშვილი. სწორედ ამ ფონდის დაარსებულია ინტერნეტგვერდი “მითების დეტექტორი”. ეს გვერდი გამუდმებით აქვეყნებს რაღაც სულელურ მასალებს, რომლებსაც თვითონ კინწურაშვილი და მისი ბანდა რატომღაც კვლევებს უწოდებს. ამ “კვლევებში” ისინი ყველას უწოდებენ ტროლებს, ბოტებს, “კრემლის რბილ ძალას” და ა.შ. მაგალითად, ავიღოთ ჩემ მიერ დაარსებული “ფეისბუქ-ჯგუფი” სახელწოდებით “პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ” და ასევე ჩემ მიერ დაარსებული “ფეისბუქ-ფეიჯი (გვერდი)” სახელწოდებით “დეიდა ლორას კვლევები”. ორივეს კინწურაშვილის კანტორა ფეიკსა და ყალბს უწოდებს. სინამდვილეში, ორივე მათგანზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, რომ ადმინისტრატორი ვარ მე _ ბაკურ სვანიძე. თამარ კინწურაშვილი კი ატარებს “კვლევა-გამოძიებას” და დიდი ოფლის ღვრის შედეგად ადგენს, რომ თურმე ამ გვერდებთან დაკავშირებული ყოფილა ვინმე ბაკურ სვანიძე. აი, ეს სიტყვა _ დაკავშირებული _ ძალიან უყვართ “თამარ ჰოლმსის” “დოქტორ ვატსონებს”. მარტივად რომ დაწერონ: ამ გვერდის დამაარსებელია ბაკურ სვანიძეო, ხომ ვეღარ დაზაფრავენ მკითხველს?! “გვერდთან დაკავშირებულია ბაკურ სვანიძე” _ ეს უფრო რაღაც იდუმალებისა და საშიშის ელფერს სძენს თამარას “გამოძიებებს”. რომ არ გეგონოთ, ეს სტატია მხოლოდ იმიტომ დაიწერა, რომ ვინმე პირადად შემეხო, გეტყვით, რომ ეს ენჯეოტერორიზმი და მედიატერორიზმი დღეს საქართველოში ერთ-ერთ საშიშ პრობლემად მიმაჩნია. ეს ტერორისტები ზაფრავენ მოსახლეობას და აუწყებენ მათ ქვეყანაში რაღაც ტროლების, ბოტების, ზომბებისა თუ ურჩხულების არსებობის შესახებ. რაც ყველაზე საშიშია, მათ უკვე დაამკვიდრეს ტენდენცია, რომ, ვისაც კი ინტერნეტთან შეხება აქვს, ყველას ტროლი და ბოტი უძახონ. მკითხველმა რომ იცოდეს:

ბოტი _ ეს არის ერთგვარი კომპიუტერული პროგრამა, რობოტი, რომელიც ვიღაცისთვის სასურველ ინტერნეტკომენტარებს აკოპირებს და ავრცელებს მასში წინასწარ ჩაპროგრამებულ გვერდებზე. მას შეიძლება ერქვას ადამიანის სახელი და გვარი, მაგრამ არ აქვს რეაგირება შეკითხვებზე, ვერ გაგიკეთებს კონტრკომენტარს და ა.შ.

ტროლი _ ეს არის ადამიანი, რომელიც კომპიუტერთან ზის სხვისი სახელითა და გვარით და განგებ ავრცელებს ცრუ, დამაბნეველ, დამაპანიკებელ ინფორმაციას. მისი მიზანია ადამიანების დეზინფორმაცია და დეზორიენტაცია.

ახლა ვსვამ კითხვას: მე, ადამიანი, რომელიცფეისბუქსივრცეშივარ, როგორც ბაკურ სვანიძე, და სინამდვილეშიც ბაკურ სვანიძე ვარ, ჩემსინფო”-ში მიდევს ტელეფონის ნომერი, სახლის მისამართი, ჩემი ფოტოები, ჩემი ძაღლის ფოტოებიც კი, რანაირად ვარ ტროლი და ბოტი?!

საქმე ის არის, რომ თამარ კინწურაშვილისა და მისნაირებისთვის ყველა ტროლი და ბოტია, ვინც მათ ნეოფაშისტურ აზრებს არ ეთანხმება. ესაა მათი ბელადის, მიშა სააკაშვილის, აზროვნების ანარეკლი, რომელმაც პირველმა დაუწყო პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ტროლებისა და ბოტების ძახილი, ხოლო კინწურაშვილი და სხვები, როგორც გოშია ძაღლებს სჩვევიათ, წკავწკავით, გაუაზრებლად აჰყვნენ პატრონის ისტერიკულ ყვირილს.

განვიხილოთ თუნდაც მათი “კვლევა” იმის შესახებ, როგორ “დეზინფორმაციას” უვრცელებენ თურმე ლორა თორნტონს. “თამარა და კომპანიის” მსჯელობა ასეთია: “ენ-დი-აი”-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი საქართველოდან სამუშაოდ შვედეთში გადაიყვანეს, ხოლო ტელეკომპანია “ობიექტივი”, კიდევ რამდენიმე გაზეთი და ინტერნეტგვერდი აცხადებენ, რომ ეს ირმა ინაშვილის აქტივობის შედეგია. სინამდვილეში კი, ეს ჩვეულებრივი როტაციაა”. აი, ამას უწოდებს კინწურაშვილი და კომპანია სიყალბეს, დეზინფორმაციასა და ფეიკინფორმაციას.

ქალბატონო ჰოლმს! კარგი, გასაგებია, რომ სიტყვებს _ ტროლსა და ბოტს, შენი ბელადის წაბაძვით უაზროდ არახუნებ, მაგრამ სიტყვა ინფორმაცია მაინც არ იცი, რას ნიშნავს? გასწავლი, იქნებ დაიმახსოვრო: ინფორმაცია არის ის, რომ ლორა თორნტონი “ენ-დი-აი”-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლდა. და ეს ინფორმაცია სულაც არ არის ყალბი და შენ და შენი ბანდა ამ ინფორმაციის გამავრეცელებელ მედიაორგანიზაციებს სრულიად უსამართლოდ უწოდებთ ყალბს.

ის, რომ “ლორა თორნტონის თანამდებობიდან გაშვება ირმა ინაშვილის აქტივობამ განაპირობა”, არის არა ინფორმაცია, არამედ თვალსაზრისი, რომლის გამოთქმის უფლება უზრუნველყოფილია სწორედ იმ ევროპული ღირებულებებით, რომელთა დამცველადაც თავს სრულიად არასწორად ასაღებ.

სინამდვილეში თქვენ, თქვენი “მითების დეტექტორიანად” ხართ ყველაზე ადრეული და სასტიკი საბჭოთა ეპოქისდროინდელი “ენ-კა-ვე-დეს” და ლევ ტროცკის “სოცდეკების” პირდაპირი გადმონაშთები.

იქნებ გვიპასუხოთ: თუკი ის თვალსაზრისი, რომ თორნტონის გაშვება ინაშვილის აქტიურობამ განაპირობა, სიყალბედ მიგაჩნიათ, მაშინ ისეთივე პანიკა რატომ არ აწიეთ, როდესაც პროკურორი შოთაძე საკუთარი განცხადებით გადადგა, ხოლო ნაცების გავლენის ქვეშ მყოფი ყველა მედიასაშუალება და ინტერნეტგვერდი წერდა, შოთაძის წასვლა, ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა აიძულაო? რატომ არ იყო ეს ყალბი ინფორმაცია? მაგრამ თქვენ ხომ ყველაფერში თქვენი ექსკლუზიური ყალბი ლოგიკა გაქვთ!

მაგალითად, თქვენი “საგამოძიებო ლოგიკით” გამოდის, რომ 1877 წლის 3 მარტიდან თბილისში გამოდიოდა ყალბი გაზეთი “ივერია”, რომელთანაც დაკავშირებული იყო ილია ჭავჭავაძე.

შორს რომ არ წავიდეთ, ანალოგიური წარმატებით შეიძლება თქვენზეც ვთქვათ: ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ყალბი გვერდიმითების დეტექტორი”, რომელთანაც არის დაკავშირებული თამარ კინწურაშვილი

ასე შეიძლება ნებისმიერზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, კომუნისტურ საქართველოში გამოდიოდა ყალბი ჟურნალი “ნიანგი”, რომელთანაც დაკავშირებული იყო ნოდარ დუმბაძე “მისის თამარა ჰოლმს”, რატომ ზაფრავთ ხალხს? რა ტროლები, რისი ბოტები?!

საქმე ის არის, “მისის ჰოლმს”, რომ თქვენი ეს “გამოძიებები” გაუთვითცნობიერებელ მასაზეა გათვლილი. “არიქა, ტროლები, ბოტები, ფეიკები, ექაუნთები, ფეიჯები!” _ იყვირებთ თქვენ და ამ ტერმინების არმცოდნე მოსახლეობას გული გაუსკდება, რაღაც საშინელება ხდებაო. სინამდვილეში კი, არაფერიც არ ხდება, გარდა იმისა, რომ თქვენი უსამართლო მფარველი დეიდა ლორა ვიღაცამ ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა და აიგდო მასხრად. ერთადერთი, რის გამოც უფლება გაქვთ, ვინმეს შეედავოთ, ეს არის შექმნილი გვერდების მეშვეობით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ან უხამსი კონტენტი _ შინაარსი, ფოტო ან ვიდეო, რომლითაც ვინმეს პირადად შეურაცხყოფენ.

აი, ჩემსფეისბუქგვერდებზეკი ვერც ერთ ფეიკს (ანუ ყალბ ინფორმაციას) და უხამსობას ვერ იპოვით, ამიტომაც გისკდებათ გული. ისიც ვნახეთ, რომდაგვარეპორტეთკიდეც რამდენჯერმე _ აქაოდა, ფაშისტურ ფემიციდურ, ქსენოფობიურ თუ კიდევ რაღაც ასეთ და ისეთ მოწოდებებს ავრცელებენო, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომფეისბუქისადმინისტრაციამ მასხრად აგიგდოთ და თქვენი რეპორტი არ მიიღო. ასე გაგრძელდება მომავალშიც!

და მაინც, საბოლოოდ და უფრო ნათლად რომ იყოს ხალხისთვის გასაგები, ზემოთაც ვახსენე და აქ უფრო ვრცლად გავიმეორებ: წარმოვიდგინოთ, რომ კინწურაშვილის ეს სულელური “მითების დეტექტორი” XIX საუკუნეშიც არსებობდა. რას დაწერდნენ ისინი? ჩემი აზრით, დაახლოებით ამას:

ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაგამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1877 წლის 3 მარტიდან თბილისში ფუნქციონირებს ფეიკგაზეთი სახელწოდებითივერია”. ჩვენ გამოვიკვლიეთ ისიც, რომ ამ გაზეთთან დაკავშირებულია ვინმე ილია ჭავჭავაძე, რომელსაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ოკუპანტ ქვეყანაში _ რუსეთში, კერძოდ კი საიმპერატორო ქალაქ პეტერბურგში. “მითების დეტექტორისკვლევის შედეგად დადგინდა ასევე, რომ ყალბგაზეთივერიასთანთანამშრომლობს ტროლი სახელითვაჟაფშაველა”, რომელიც სინამდვილეში ლუკა რაზიკაშვილია და ამჟამად მთაში იმალება. ამავე გაზეთთან არის ასოცირებული რუსული რბილი ძალის მიერ დაარსებული ქსენოფობიური ორგანიზაცია “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის წევრიც გახლავთ კიდევ ერთი ბოტი სახელით “უიარაღო”, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია კონდრატე თათარაშვილი. ასეთი მეტსახელით მას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რადგან სინამდვილეში ის მუდამ თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულია!”

“მისის თამარა ჰოლმსის” სულელური გამოძიებები გრძელდება.

აბა, გამოიცანით, ვინ იქნება შემდეგი? _ ეს ხომ ელემენტარულია, უოტსონ!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. უარესი იქნება კიდევ სანამ ამ არასამთავროებს არ გაყრიან საქართველოდან, მაინც რამდენია ამ ერთ ციცქნა საქართველოში,? ყველა ვინც გაიბუტება ხელისუფლებას იმ წმშივე არასამთავროებად ჩამოყალიბდებიან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here