Home რუბრიკები საზოგადოება მინისტრის ბოდიშმა “რა ჰქმნა”?!

მინისტრის ბოდიშმა “რა ჰქმნა”?!

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბების საქმიანობაზე საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს”, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 მაისს პარლამენტში გამოსვლისას.

ეს საკითხი მას შემდეგ დადგა მთავრობის დღის წესრიგში, როდესაც 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში პოლიციამ ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა. ამას კი შემდეგ საპროტესტო აქციები მოჰყვა. უკვე წლებია, საქართველოში მიდის დისკუსია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა რამდენიმედღიანი აქცია რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად დაიშალა, თუმცა მას შემდეგ, რაც შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა და დადო პირობა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება. პროცესები, რომლებიც ბოლო დღეებში განვითარდა საქართველოში, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გენერალმაიორმა ვახტანგ გვარამიამ და პოლიტიკოსმა აკაკი ასათიანმა შეაფასეს.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

შს მინისტრს ბოდიში ნარკობარიგებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებისთვის არ მოუხდია, როგორც ეს ვიღაცებმა გაიგეს

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სპეცოპერაცია მსოფლიოში სტერილურად არსად არ ტარდება. შესაბამისად, ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანები დისკომფორტს განიცდიან, რისთვისაც მათ შემდეგ ბოდიშს უხდიან. შს მინისტრის ბოდიში _ ეს იყო ლოგიკური და სწორი ნაბიჯი, თუმცა მინისტრმა ბოდიში მოუხადა იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებმაც სპეცოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში დისკომფორტი განიცადეს. მას ბოდიში ნარკობარიგებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებისთვის არ მოუხდია, როგორც ეს ვიღაცებმა გაიგეს.

_ ბატონო გია, როგორ შეაფასებთ შს სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას კლუბური საქმიანობის შესახებ?

_ კლუბური ნარკოტიკი ყველგან ტრიალებს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. კლუბ “ბასიანის” წარმომადგენლები კი ცდილობდნენ, თავი ანგელოზებად გაესაღებინათ, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ “ბასიანი” იყო ერთადერთი კლუბი, რომელშიც ნარკოტიკები არ ტრიალებდა. რომის პაპზე მეტ კათოლიკობაზე თავის დადება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. შეიძლება კლუბის ხელმძღვანელობა არ უწყობს ხელს ნარკორეალიზაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ნარკოტიკები არ იყიდებოდა. შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისით კონტროლი გასამკაცრებელია. ფაქტია, რომ კლუბი არის მაღალი რისკის ზონა ნარკორეალიზაციის კუთხით. არც მოველი და არც მიმაჩნია კანონის ლიბერალიზაცია მიზანშეწონილად, თუმცა დეკრიმინალიზაციის ნაწილში, მსუბუქ ნარკოტიკებზე, ვფიქრობ, გარკვეულ ჰუმანიზაციაზე უნდა იყოს ლაპარაკი.

ვახტანგ გვარამია
ვახტანგ გვარამია

შს მინისტრმა, ამ ახალგაზრდა კაცმა, გააკეთა შეუძლებელი _ მოახერხა, სიტუაცია სწორად აღექვა

ვახტანგ გვარამია, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალმაიორი:

_ საერთოდ, სახელმწიფო და ხელისუფლება ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი სახის აქცია მშვიდობიანად დაშალოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. პოლიცია იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და მოსახლეობის უსაფრთხოება. მინისტრის სიტყვით გამოსვლა, რასაც ბოდიში დაარქვეს, გამართლებული იყო, რადგან შს მინისტრმა, ამ ახალგაზრდა კაცმა, გააკეთა შეუძლებელი _ მოახერხა, სიტუაცია სწორად აღექვა. საერთოდ, სახელმწიფო კერძო ცხოვრებაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ, თუ კლუბში ნარკოტიკები იყიდება და არის ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოები ვალდებულნი არიან, აღკვეთონ უკანონო ქმედება.

_ როგორ მიგაჩნიათ, უნდა იყოს თუ არა ნარკოპოლიტიკა ჰუმანური?

_ ბუნებრივია, საჭიროა გარკვეული რეგულაციები და როდის უნდა ჩათვალოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დასასჯელ ქმედებად? თუ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელს ვათავისუფლებთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, საჭიროა, კომპლექსური ზომები შემუშავდეს, მასში ჩართული იქნება განათლებისა და ჯანდაცვის სამინიტროები. ახლა რა ხდება? _ ნარკომომხმარებელს დავიჭერთ, ჩავაგდებთ ციხეში და იქიდან გამოვა გაცილებით საშიში საზოგადოებისთვის.

აკაკი ასათიანი
აკაკი ასათიანი

სიტუაცია ექსცესების გარეშე განიმუხტა და ამისთვის ღირდა ბოდიშის მოხდა

აკაკი ასათიანი, პოლიტიკური პარტიატრადიციონალისტთა კავშირისლიდერი:

_ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებში დადებითი იყო ის, რომ სიტუაცია ექსცესების გარეშე განიმუხტა, ამისთვის ღირდა ბოდიშის მოხდა. ვფიქრობ, კანონის გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდება და შემსუბუქდება მომხმარებელთა მიმართ სანქციები. ჩემი აზრით, მკაცრად უნდა ისჯებოდეს გამსაღებელი და არა მომხმარებელი.

ცნობისთვის: ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალებების .. ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდების ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

* 26 აპრილს 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ერთ-ერთი კლუბიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა;

* 28 აპრილს ახალგაზრდა ქალი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა, დაიძინა, დილით კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს;

* 5 მაისს, გამთენიისას, სამი ახალგაზრდა კაცი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა. ოჯახის წევრებმა ისინი დილით გარდაცვლილი იპოვეს.

* გარდაცვალების ყველა ფაქტი თითქმის იდენტურია – ახალგაზრდები კლუბში გართობისას იღებდნენ ნარკოტიკს, შემდეგ მიდიოდნენ სახლში, იძინებდნენ და დილით ოჯახის წევრები გარდაცვლილს პოულობდნენ;

* კიდევ უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვინც გაურკვეველი ნარკოტიკის მიღების შემდეგ საავადმყოფოში მძიმე ინტოქსიკაციით მოხვდა. ყველა პაციენტი, რომელთა გადარჩენაც ექიმებმა მოახერხეს, საავადმყოფოში მიყვანისას კომაში იყოფებოდნენ.

მოამზადა სოფო კაკაჩიამ

რედაქციისგან:

არსებობს ერთი სერიოზული არგუმენტი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კანონმდებლებმა: ცუდი მაგალითი რომ გადამდებია, ეს ფენომენი კარგადაა ცნობილი. თუ მომხმარებელს კანონის შიში აღარ ექნება, ის ნარკოტიკს დაუფარავად მოიხმარს. ამას დაინახავენ სხვები, მათ შორის _ უმწიფარი ახალგაზრდები და მიბაძვისა დაერთხელ გავსინჯავ, მერე რა, მაინც აღარ ისჯებასმოტივით ისინიც მომხმარებლები გახდებიან, ნარკოტიკმა ძალიან სწრაფად იცის მიჩვევა. ნარკოტიკი კლავს ადამიანში ნებისყოფას, ნებას, ზოგადად; კლავს რაიმეს შექმნის სურვილს; პიროვნება სწრაფად დეგრადირდება, ნარკომომხმარებელს ძალიან მალე რჩება მხოლოდ ერთი მისწრაფება _ მოიპოვოს და მიიღოს მორიგი დოზა, პირველადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გარდა, მეტი მას არაფერი აღარ აინტერესებს და არ უნდა.

ნარკოტიკი ძვირი სიამოვნებაა. ნარკომომხმარებელი, ასიდან ოხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, ჯერ ოჯახიდან გაზიდავს ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება, შემდეგ კი ან ოჯახის წევრებს დაუწყებს დაწიოკებას, რათა ნარკოტიკის ფული წაართვას, ან დანაშაულის გზას დაადგება _ იქურდებს ან იყაჩაღებს.

როგორ ფიქრობთ, ჩვენი ამერიკელევროპელიკეთილმოსურნეებისოროსის ფონდიდან და მსგავსიმოწინავე დემოკრატიული ფასეულობებისმქადაგებლები, დეკრიმინალიზაციას თუ მიაღწიეს, შემდეგ რას მოიმოქმედებენ? მათი შემდგომი დაჟინებული მოთხოვნა ნარკოვაჭრობის ლეგალიზაცია იქნება ნარკომანების უფლებების დაცვის საბაბით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here