Home რუბრიკები სამართალი “მინდა ჩემი შვილი დაისაჯოს იმაში, რაც ჩაიდინა” – ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში...

“მინდა ჩემი შვილი დაისაჯოს იმაში, რაც ჩაიდინა” – ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

3053

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის დედის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა. დაკავებულის დედა პირველ არხთან ექსკლუზიურად საუბრობს და ამბობს, რომ საქმეში ბევრი კითხვაა.

„ჩვენი ერთადერთი სურვილია,რომ სიმართლე გავარკვიოთ. მინდა ჩემი შვილი დაისაჯოს იმისთვის,რაც ჩაიდინა, მხოლოდ ამაზე მინდა, რომ აგოს პასუხი, ჩადენილი დანაშაულზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ადვოკატების. გამოძიების მიმდინარეობას ვერ შევაფასებ სრულყოფილად. არ არის ბევრი რამე გამოძიებული,როგორც უნდა იყოს, – აცხადებს დაკავებული არასრულწლოვანის დედა პირველ არხთან ინტერვიუში.

რაც შეეხება დაზარალებულის, ზაზა სარალიძის პოზიციას, პირველ არხთან საუბარში ის განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების ინფორმაციას ენდობა.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ლი დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here