Home რუბრიკები საზოგადოება მილოცვა

მილოცვა

1301
ბიჭიკო (ვლადიმერ) ასკურავა

სახალხო მკურნალი _ ასე იცნობენ ბიჭიკო (ვლადიმერ) ასკურავას, ადამიანს, რომელმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობის სამკურნალო თავისი საგვარეულო რეცეპტით ფართოდ გაითქვა სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი. არის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ჩინეთისრაელამერიკის სახალხო მედიცინის აკადემიის წევრი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.

ათწლეულების განმავლობაში ის თავის უნიკალურ მალამოსთან ერთად თავადაც მალამოდ ედებოდა მასთან საშველად მისული ადამიანების სულს, რომელთა შორის სხვადასხვა დროს იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, კოლაუ ნადირაძე, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჩხეიძე, რობერტ სტურუა, თენგიზ აბულაძე, იური ლუჟკოვი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი.

თავისმა საქმიანობამ ბიჭიკო ასკურავას უამრავი მეგობარი შესძინა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ მისთვის სულ სხვა ფასი აქვს იმ სიყრმის მეგობრებს, რომლებისთვისაც ის მხოლოდ ძმაა და, უბრალოდ, ბიჭიკო _ უღალატო და ერთგული ადამიანი.

ჩემო ბიჭიკო!

სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა მოგილოცო 80 წლის იუბილე, გისურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, წარმატებები და ბედნიერება შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.

ამირან სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here