Home სხვადასხვა დაიჯესტი მილიონი, მილიონი მადლობა

მილიონი, მილიონი მადლობა

999
საფრანგეთის ნაკრები

მსოფლიო დღესასწაული: რუსეთმა ბრწყინვალე მსოფლიო ჩემპიონატი მოაწყო

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკვე ჰყავს გამარჯვებული გუნდი _ საფრანგეთის ფენომენალური ნაკრები. ვაშა ფრანგებს!

მაგრამ უცხოეთის პრესის პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, მეორე უეჭველი გამარჯვებული არის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა _ რუსეთი. სრულიად რუსეთი, რომელიც გულშემატკივრობდა ფეხბურთს სტადიონებსა თუ ეკრანების წინ, ათიათასობით უცხოელს ხელგაშლილი და გულწრფელი სიხარულით ხვდებოდა, ეხმარებოდა, აკვალიანებდა, მოკლედ _ ღირსეულად მასპინძლობდა.

საკუთარი ძალისხმევისა და გერეშე ფაქტორების იდეალურ დამთხვევას შედეგად მოჰყვა პოზიტიური პიარეფექტი, მსოფლიო პრესის დადებითი ხასიათის პუბლიკაციების სახით: “, რა შესანიშნავი მუნდიალია, ბატონო პუტინ” (მექსიკური გაზეთი El Universal), “გაიმარჯვა რუსეთმა” (თურქული Milliyet), “რუსეთმა არაჩვეულებრივი მსოფლიო ჩემპიონატი გამართა” (ავსტრალიური Sydney Morning herald) და ასე შემდეგ მსოფლიოს ასობით სხვადასხვა მედიის სტატიებსა და სიუჟეტებში. განსაკუთრებით დამაჯერებლად წარმოგვიდგება ეს მედიატრიუმფი იმ ფონზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ აპოკალიფსურ ფერებში ხატავდნენ გავლენიანი მედიასაშუალებები.

ჩემპიონატი

განრისხებული გაზეთი Politico ასე მიმართავდა მკითხველებს: “მზად ხართ სირცხვილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის?”, ხოლო Washington Post და ათეულობთი სხვა გამოცემა პუტინისგან უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის, გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რათა მისი (სენცოვის) ციხეში ყოფნის ფაქტს არ ჩაემწარებინა ჩემპიონატით გამოწვეული სიხარული.

ინგლისელი ფანატების რუსეთში ჩამოსვლა ცალკე სიუჟეტია. ფეხბურთის ათასობით თაყვანისმცემელი, რომლებიც რუსეთში პირველად ჩამოვიდნენ, აღმოჩნდნენ იმ რეალობაში, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა ადგილობრივი პრესის თავგამოდებული ნეგატიური მცდელობისგან. თვეების განმავლობაში ტაბლოიდები, და არა მხოლოდ ისინი, ვარჯიშობდნენ საშინელი კარიკატურების დახატვაში, რომლებსაც რუსეთის ქალაქებში ჩასული ბრიტანელები წააწყდებოდნენ: მათ ხიფათში ჩაითრევდნენ პუტინის პროვოკატორები _ მაცდუნებელი ქალიშვილები (The Sun); პუტინის სხვა პროვოკატორები სისხლისმსმელი “ულტრასები” ინგლისელებს “სისხლიან აბანოს” მოუწყობდნენ (Dauly Express) ან “სასიკვდილო განაჩენს” გამოუტანდნენ (Daily Mail).

ჩემპიონატის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ იგივე გაზეთები წერდნენი მათი აღფრთოვანების შესახებ, ვინც არ შეუშინდა ტოტალურ შემოტევას და მაინც ჩავიდა რუსეთში.

ეს კონტრასტი აშკარად გამოჩნდა.

ჩემპიონატი

სკეპტიკოსებს თავს ლაფი დაესხათ ყველა ფრონტსა და ყველა მიმართულებით. არ ახდა არც ერთი შავბნელი წინასწარმეტყველება: ჩემპიონატი არ იქცა უკრაინის ფრონტზე საომარი მოქმედების, სირიაზე განსახორციელებელი შეტევის საფარად, არ შეიმჩნეოდა ჰომოფობიის, რასიზმის, ხულიგნობისეპიდემიისარავითარი ნიშანი. ხოლო წლეულს, მარტში, BBC-2-ის ეთერში, დასავლეთის პუბლიცისტიკაში ერთერთი გამორჩეული ანტიპუტინისტის, ედვარდ ლუკასის, საქვეყნოდ გავრცელებული გაფრთხილება, რომრუსეთს შეუძლია ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების ინფიცირება ისეთი ნივთიერებით, რომელიც მათ მოქმედებას მინდორზე შეანელებს” (ზანტად იმოქმედებენო) დღეს სასაცილო მარგინალიზაციად აღიქმება.

მედიის მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პუბლიკაციების უმრავლესობა ჩემპიონატის დადებით მხარეებზეა კონცენტრირებული, უწინარესად, მიმღები მხარის გულთბილ მიღებაზე, და პირდაპირ ამბობენ, რომ რიგითი რუსი მოქალაქეების გულწრფელობას ვერავინ ახსნის კრემლის ვერავითარი მანიპულაციით. “ბრიტანელი ფანატები ვოლგოგრადში (სტალინგრადში) ერთხმად აქებენ მასპინძლების სტუმართმოყვარეობას”, _ წერს Independent-ი. თავის სარედაქციო სვეტში სათაურით “თავისუფლების ფესტივალი”, Ecnomist-ი, რომელიც ტრადიციულად კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ, აღნიშნავს, რომ “თავიანთი ნაკრების ზღაპრულად წარმატებული გამოსვლით აღფრთოვანებულმა რუსებმა საერთო-სახალხო დღესასწაული გამართეს”.

ექსპერტები მიუთითებენ, მსოფლიო ჩემპიონატიდან გადმოცემული რეპორტაჟები სავსეა უცხოელი ფანატების აღფრთოვანებული შეფასებებით: “ჩვენს პრესაში ისეთი საშინელებები წავიკითხეთ რუსეთის შესახებ, რომ კინაღამ უარი ვთქვით იქ ჩასვლაზე. მაინც ჩავედით, და დღესასწაული დაგვხვდა”. ფრიად დამახასიათებელია Guardian-ში გამოქვეყნებული სტატიის ქვესათაური: “ქვეყანამ მსოფლიოს თავისი საუკეთესო მხარეები დაანახვა”.

P.S. ფრანგებმა გამარჯვება კოკისპირულ წვიმაში იზეიმეს.

წვიმა კარგის ნიშანიაო, ნათქვამია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here