Home სხვადასხვა დაიჯესტი “მიგრაციული კრიზისის” ლოგიკური შედეგი

“მიგრაციული კრიზისის” ლოგიკური შედეგი

360
“მიგრაციული კრიზისის” ლოგიკური შედეგი

რეგიონული გამოცემა Passauer Nere Presse იუწყება, რომ შარშან ივლისში ავღანელმა მიგრანტებმა ბავარიის ქალაქ აუგსბურგში 15 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს.

ეს ისტორია ზემოთ მოთხრობილ ისტორიას ჰგავს: ქალიშვილი შემთხვევით გაცნობილ მიგრანტებს ლტოლვილებისთვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელში ეწვია, სადაც (შესაძლოა, არცთუ ნებაყოფლობით) მოიხმარა ნარკოტიკები. მოგვიანებით იგი ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი და მიყენებული ძალადობის ნიშნებით გამვლელებმა ქუჩაში იპოვეს და საავადმყოფოში მიიყვანეს.

პოლიციამ ჩაატარა “ბიოლოგიური ნიმუშების” დნმ-ის ურთულესი ექსპერტიზა და შარშან, 12 დეკემბერს, ამ ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე დააკავეს გაუპატიურების მონაწილეები. ისინი შუა აღმოსავლეთიდან არიან, მათი ასაკი 18-დან 20 წლამდეა.

ამბობენ, ამ ბანდის მსხვერპლი მარტო ეს გოგო არ არის, სხვებიც უნდა იყვნენო.

ამ შემთხვევის დეტალებს, ისევე, როგორც დაზარალებულისა და დამნაშავეთა ვინაობას, ტრადიციულად არ აცხადებენ ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.

“მიგრაციული კრიზისი” გერმანიაში მიგრანტების ჩამოთესვლის შემდეგ დაიწყო. ამ ანომალიის წინააღმდეგ გამოდის 2013 წელს ჩამოყალიბებული არასისტემური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელმაც 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში სენსაციური მესამე ადგილი დაიკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here