ბულგარული გამოცემა “უიკენდი” მიგრანტებთან დაკავშირებული მორიგი ინციდენტის შესახებ იუწყება. ეს სამარცხვინო ფაქტი ბულგარეთის ერთ–ერთ რაიონში მოხდა.
დღისით, მზისით, ნაშუადღევს 73 წლის მწყემსი მლადან კირილოვი ჩეროში იჯდა და თავისთვის ფიქრობდა. გაუგებარი ხმაური შემოესმა და ინსტიქტურად თავისი თხების დათვლა დაიწყო. რა იმდენი ჰყავდა, უცებ არ შეემჩნია, რომ ერთი თხა _ მილენა _ არსად ჩანდა.
შეშფოთებული წამოხტა, ისე სწრაფად, რის შესაძლებლობასაც ასაკი აძლევდა, მიდგა-მოდგა და რას ხედავს: ვიღაც შავტუხა ყმაწვილი მიდგომია “ქალბატონ მილენას” და …სექსუალურ ეშხშია შესული. მოკლედ _ ზოოფილობს.
ბოშა ეგონა და ბულგარულად შეუძახა: “წაეთრიე, საზიზღარო, ნუ აწვალებ თხას! არა გრცხვენია, უბედურო?!”
იმ ახალგაზრდას, მოხუცის შეძახილი კი არა, ზარბაზნის ქუხილი ვერ შეაჩერებდა.
მაშინ კირილოვი ძალისმიერ მეთოდზე გადავიდა და სთხლიშა ზურგში კომბალი.
არავითარი რეაქცია.
მეორედაც დაარტყა _ უფრო ძლიერად.
და მოძალადემ მწყემსზე გაიწია. მლადანს ბევრი არ უფიქრია და ამჯერად სექსუალური ვნებით გაჭედილ თავში სდრუზა კომბალი. მაშინ კი შეშინდა სექსგიგანტი და გაკურცხლა უკან მოუხედავად. შარვალჩახდილი მირბოდა და არაბულად რაღაცას ყვიროდა, სამადლობელ სიტყვებს რომ არა, აშკარა იყო.
გარბოდა ტყისკენ ევროკავშირის ახალი მკვიდრი, იქით, სადაც მიგრანტებისადმი ტოლერანტული მოსახლეობა ეგულებოდა.
მილენას პოლიციაში არ “უჩივლია”.
როცა ბულგარელი ჟურნალისტები კირილოვს ესტუმრნენ და ჰკითხეს, რა აზრის იყო ევროპაში მიგრანტების ინტეგრაციის პოლიტიკაზე. მან, ჩვენი კახელისა არ იყოს, მაგარ-მაგარი გამოთქმების და მრავალსართულიანი შეფასებების ისეთი ფოიერვერკი ამოაფრქვია, რომ ნირწამხდარი ჩვენი კოლეგები ხელცარიელი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ რედაქციებში: იმის დაბეჭდვა ან ეთერში გამეორება, რა სიტყვებითაც 73 წლის მწყემსმა ევროპელი პოლიტიკოსები შეამკო, ყოვლად წამოუდგენელი იყო.
ФАН–ის პუბლიკაციის გადმოქართულებული ვარიანტი
P.S. როგორც ამბობენ, თხა მილენა ბულგარეთში ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც ძროხა პენკა, რომელმაც დამოუკიდებლად, გამყოლის გარეშე, გადაკვეთა ბულგარეთ–სერბეთის საზღვარი. გერმანიაში კი მისი კონკურენტია პონი მარტა, რომელიც გერმანიის გერლიტცერპარკის ზოოპარკში სირიელმა მიგრანტმა გააუპატიურა.