Home სხვადასხვა დაიჯესტი მიგრანტი შეეცადა, დაეხრჩო “დაუმორჩილებელი” თანაკლასელი გოგონა

მიგრანტი შეეცადა, დაეხრჩო “დაუმორჩილებელი” თანაკლასელი გოგონა

1015
გერმანია

მთელი გერმანია აღაშფოთა 14 წლის სუზანა ფელდმანის სიკვდილმა _ მაინცელი ბავშვის, რომელიც 20 წლის ალი  ბაშარმა გააუპატიურა და კვალის დასაფარად მოაშთო, შემდეგ კი  მშობლიურ ერაყში გადაიხვეწა.

და აი, გერმანიის დედაქალაქში განმეორდა მსგავსი დანაშაული _ მადლობა ღმერთს, ლეტალური დასასრულის გარეშე.

გასული კვირის პარასკევს ბერლინის პოლიციამ დააკავა 19 წლის სირიელი ლტოლვილი. დაკავებისას მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს და მსუბუქად დაჭრა ოფიცრები.

“ახალ გერმანელს” ბრალად ედება თანაკლასელი გოგონას დახრჩობის მცდელობა ბერლინ-ფრიდრიხსჰაინის საგანმანათლებლო ცენტრში.

გაირკვა, რომ ახალგაზრდა ცდილობდა, სექსზე დაეყოლიებინა თანაკლასელი გოგონა, მაგრამ უარი მიიღო, ამიტომ მის დახრჩობას შეეცადა, _ იუწყება Die Welt -ის პორტალზე განთავსებული მასალა.

გოგონა გადაარჩინეს საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებმა, რომლებმაც გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცველებმა ყველას ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და დაიწყეს გამოკვლევა.

_ საშინელებაა, როცა თითქმის ყოველდღიურად თავს ესხმიან ჩვენს ქალებსა და გოგონებს, საფრთხეს უქმნიან მათ სიცოცხლეს, _ ამბობს საქალაქო პარლამენტის დეპუტატი ჰუნარ ლინდემანი, _ ქალებისადმი ასეთი მოპყრობა შუასაუკუნეების შარიათული ფუნდამენტალიზმის გამოვლინებაა, რომელიც ყოვლად უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” პარლამენტში არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს მოქალაქეების დაცვის რეალური ღონისძიებები. პრინციპულები უნდა ვიყოთ იმ ლტოლვილების მიმართ, რომლებიც შემჩნეულნი არიან კრიმინალურ ქმედებაში, მათი დეპორტაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თანაც _ დაუყოვნებლივ, მაგრამ მემარცხენე-ლიბერალურ მთავრობას ჩვენი არ ესმის. დღევანდელი სიტუაცია მთლიანად ანგელა მერკელის სინდისზეა _ სწორედ მან დაიწყო 2015 წელს ლტოლვილების უკონტროლოდ მიღება. დღეს ამ უგნური პოლიტიკის შედეგებს ვიმკით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here