Home სხვადასხვა დაიჯესტი მიგრანტები: საფრანგეთი ფრანგების არაა, ის ყველასია!

მიგრანტები: საფრანგეთი ფრანგების არაა, ის ყველასია!

1407
მიგრანტები: საფრანგეთი ფრანგების არაა, ის ყველასია!

მიგრანტებმა, რომლებსაცშავ ჟილეტებს”-აც უწოდებენშარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის მუშაობა დაბლოკეს და ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტა მიგრანტების დეპორტაცია.

ასობით არალეგალმა მიგრანტმა რამდენიმე დღის წინათ პარიზში შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი. მიგრანტები ხელს უშლიდნენ მგზავრების ჩასხდომას თვითმფრინავში, მოითხოვდნენ პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპთან შეხვედრას და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა დეპორტაცია.

ამბოხებულებმა მოუწოდეს კომპანია Air France-ს, “შეწყვიტოს ნებისმიერი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და პოლიტიკური მონაწილეობა დეპორტაციებში”.

Daily Mail-ის ინფორმაციით,  მიგრანტები გაიძახოდნენ: “საფრანგეთი ფრანგების არაა, ის ყველასია!”

გამოცემა აღნიშნავს, რომ ესენი იმ ორგანიზაციის წევრები არიან, რომელიც თავს საფრანგეთში “არალეგალი მიგრანტების უდიდეს კავშირს” უწოდებს ან  “შავ ჟილეტებს”. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის პრემიერმინისტრს მოუწოდეს, ყველას მიანიჭოს ლეგალური მიგრანტის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ შარშან ევროკავშირმა იმაზე 40%-ით ნაკლები ლტოლვილი მიიღო, ვიდრე შარშანწინ, ყველაზე მეტი მიგრანტი კი შეიფარა გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ.

2 COMMENTS

  1. მესამე მსოფლიო ომის და საწყისია. ყველას ეგონა იქნებოდა ბირთვული. ეს ომი ყველა ყველასთან. ევროპა ნებაყოფილობით მიიღო მტერი ტერიტორიაზე ვნახოთ. ერთი მუზა ქართველები გამოყარეს. დრო გვაჩვენებენ თუ ვცდები. მეორეც არის. იქნებ გამოყრილი ქართველების გადარჩენა უნდათ ბათლომეს ღამის მოწყობამდე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here