მთავარეპისკოპოსი: კალაძე დაღუპულია, წარწყმედილია და ჯოჯოხეთშია

712

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დედაქალაქის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის მხრიდან გურამ კაშიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს “გათახსირებას” უწოდებს.

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა ქადაგებისას განაცხადა, კალაძე “დაღუპულია, წარწყმედილი და ჯოჯოხეთშია” და ის ევედრება უფალს, რომ იქიდან ამოვიდეს.

გურამ კაშიას კი სასულიერო პირმა საწყალი, თავისი თავის უბედური და ავადმყოფი უწოდა.

“რა უბედურებაა ეს? ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ქალაქის ხელმძღვანელი ამნაირ გათახსირებას უნდა ამბობდეს? ეს არის საქმე? ამის გულისთვის ჩაიქცა საქართველოში მილიონობით ქართველი მებრძოლის სისხლი, რომ დღეს ვიღაც, არ ვიცი, რა ვუწოდო იმ ადამიანს, ვიღაც ასეთი გამოდიოდეს და პიდარასტების აგიტაცია/პროპაგანდას აკეთებდეს საქართველოში და მის დედაქალაქში? ამის გულისთვის ეწამა 100 წმინდა მოწამე? ხელიდან არის ეს კაცი წასული”, – თქვა მთავარეპისკოპოსმა ქადაგებისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here