Home რუბრიკები პოლიტიკა “მე ჩამოგიტანეთ ხელი, რომლითაც ტრამპს მივესალმე”

“მე ჩამოგიტანეთ ხელი, რომლითაც ტრამპს მივესალმე”

უკრაინელებმა პოროშენკოს დასცინეს

ტრამპი-პოროშენკო

20 ივნისს გაიმართა პეტრე პოროშენკოს დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამ ვიზიტს კიევის აეროპორტიდან უკრაინის ლიდერის თვითმფრინავის გაფრენამდე უწოდესუკრაინის სირცხვილი”.

დასავლური მედიასაშუალებები წერდნენ, რომ დონალდ ტრამპს არ სურდა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა. ბოლოს კომპრომისულ ვარიანტზე დათანხმდა: პოროშენკოს მიიღებდა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, შემდეგ კი ისინი ერთად “შეიხედავდნენ” თეთრი სახლის მეთაურის ოვალურ კაბინეტში.

არც გულითადი საუბრები ტრამპთან, არც წითელი ხალიჩა… მოკლედ, თეთრ სახლში მიღება მოკრძალებული იყო. თვით პოროშენკო კი, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ვითარების შეუსაბამოდ გამოიყურებოდა _ ნერვიულობდა და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა ხელებით. ამას გარდა, უკრაინის ლიდერმა საკმაოდ უცნაური რამ განაცხადა: როცა საბჭოთა არმიის რიგებში ვმსახურობდი, პენტაგონში მოხვედრაზე ვოცნებობდიო. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი “უკრაინის წარმატების სპონსორი” უწოდა.

ტრამპთან აუდიენციის შემდეგ პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა: “უკრაინას ფანტასტიკური დახმარება აქვს აშშისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შეხვედრა თეთრ სახლში უფრო ადრე გაიმართა, ვიდრე პუტინის შეხვედრა”.

ექსპერტთა აზრით, პოროშენკომ ამ ვიზიტით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. მას სურდა, წარმოეჩინა საზოგადოებრიობისთვის, რომ ამერიკა მხარს უჭერს მას და მისი დამხობა არ შეიძლება.

უკრაინის მცხოვრებნიც ირონიით შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტთან პოროშენკოს ხანმოკლე შეხვედრას, რომელზეც თითქმის არაფერი თქმულა, მისასალმებელი სიტყვების გარდა.

უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მომხრეებმაც კი არ აღიქვეს სერიოზულად ის პომპეზურობა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ყვებოდა ტრამპთან შეხვედრის დეტალებზე. უკრაინელებმა სასაცილოდ აიგდეს პოროშენკოს “ხელი”, რომელიც თეთრი სახლის მეთაურს ჩამოართვა. ბევრის აზრით, ეს ხელი ერთადერთია, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან ჩამოიტანა. სწორედ ამ თემას მიუძღვნა უკრაინელმა მხატვარმა გიორგი კლიუჩნიკმა კარიკატურა: “უკრაინელებო, მე ჩამოგიტანეთ ხელი, რომლითაც ტრამპს მივესალმე”.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, დონალდ ტრამპმა შეცდომა დაუშვა ქვეყნის დასახელებისას და უკრაინას “The  Ukraine” უწოდა, რაც ამ ქვეყნის სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here