Home სხვადასხვა დაიჯესტი “მე სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა”: ბოდიბილდერმა დაახრჩო მშობლები, რადგან მათ ძაღლის გასეირნება სთხოვეს

“მე სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა”: ბოდიბილდერმა დაახრჩო მშობლები, რადგან მათ ძაღლის გასეირნება სთხოვეს

74
“მე სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა”: ბოდიბილდერმა დაახრჩო მშობლები, რადგან მათ ძაღლის გასეირნება სთხოვეს

იტალიის ქალაქ ბოლცანოში წლევანდელ იანვარში დაიკარგა ხანდაზმული ცოლქმარი _ პეტერ ნოიმარი და ლაურა პერსელი. მათი შვილი _ ოცდაათი წლის ბოდიბილდერი ბენო ამ დრომდე მშობლებთან ცხოვრობდა. პოლიციელებმა მასზე მიიტანეს ეჭვი. მალევე მდინარე ადიჯში იპოვეს ლაურას ცხედარი, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა დახრჩობის ნიშნები, ხოლო ერთერთ ხიდზე, რომელიც ამ მდინარეზე არის გადებული, ნახეს მისი ქმრის სისხლის კვალი.

იანვრის ბოლოს ბენო დააპატიმრეს, მაგრამ იგი კატეგორიულად უარყოფდა, რომ დახოცა თავისი დედ-მამა. ორი თვის შემდეგ აღიარა, თუ რატომ ჩაიდინა ეს მიუტევებელი დანაშაული. მშობლებმა სთხოვეს, გაესეირნებინა ძაღლი, ბოდიბილდერმა უარი უთხრა. შეკამათდნენ. მშობლების საყვედურები რომ არ მოესმინა, ბენო თავის ოთახში გავიდა, ცოტა ხანს ვიდეოთამაშებით გაერთო და შემდეგ დაიძინა.

მამა მოგვიანებით შევიდა ჩაძინებულ შვილთან და განაგრძო კამათი. ბენომ არ მოუთმინა. სპორტინვენტარის კონტეინერიდან ამოიღო თოკი და მოაშთო საკუთარი მამა. დედაც მოკლა, მოწმე რომ არ ჰყოლოდა, და მათი ცხედრები მდინარეში გადაყარა. “მამამ მითხრა, რომ ჩემზე გული აიყარა. მე კი სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა, ამიტომაც მოვაკეტინე. დედა კი ისე უცებ დავახრჩე, რომ დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი”, _ ასე განაცხადა ამ არაკაცმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here