Home სხვადასხვა დაიჯესტი “მე ვცრუობდი”

“მე ვცრუობდი”

ევროპის საუკეთესო ჟურნალისტის აღიარება

953
კლაას რელოტიუსმა

თავისუფალი სამყაროს ერთერთმა საუკეთესო ჟურნალისტმა, უძველესი გერმანული გამოცემაშპიგელისრეპორტიორმა კლაას რელოტიუსმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. ხელის ერთი მოსმით ცხადად წარმოაჩინა მითი თავისუფალი მედიის შესახებ, გამოააშკარავა დასავლეთისსიმართლის ინდუსტრიისგაბერილი რეპუტაცია და სიყალბე.

შემთხვევით გამოუვიდა, არც აპირებდა, არც სურდა ამის გაკეთება. გაემგზავრა მორიგ მივლინებაში მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე ლტოლვილების სევდიანი ცხოვრების შესასწავლად და გამოაგზავნა კიდეც შესანიშნავი რეპორტაჟი-ლონგრიდი (ლონგრიდი _ ინტერნეტში ჟურნალისტური მასალების გამოქვეყნების სპეციფიკური ფორმატი), მაგრამ ყველაფერი გააფუჭა მისმა აბეზარმა კოლეგა ხუანმა, რომელიც ვარსკვლავთან ერთად მოგზაურობდა. ხუანმა “შპიგელის” უფროსობასთან უჩივლა კლაასს: იტყუებაო თქვენი საამაყო ჟურნალისტი, ცრუობსო. ხელმძღვანელობამ ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა. აბეზარმა, ასე არ უნდაო, პირადი ინიციატივა გამოიჩინა, გამოიძია, და დაამტკიცა, რომ კლაასმა თავისი რეპორტაჟის საუკეთესო და შთაბეჭდილების მომხდენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი თავადვე მოიგონა; რომ მისი ფანტაზიის შედეგია რასისტული წარწერები მინესოტაში, გამოგონილია დიალოგები ადამიანებთან, რომლებსაც იგი საერთოდ არ უნახავთ და ..

კლაას რელოტიუსმა თავდაპირველად უარყო ბრალდება, შემდეგ აღიარა, რომ ლონგრიდი ფალსიფიცირებულია; თქვა, რომ “შპიგელისთვის” დაწერილი მისი რეპორტაჟების ნაწილი მართლაც ფანტაზიის ნაყოფია _ დაახლოებით ერთი მეოთხედიო. ბოლოს განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია, რომ, ფაქტობრივად, ავად არის და დახმარება სჭირდება.

და გადადგა.

რატომ მოექცა ეს კერძო შემთხვევა ყურადღების ცენტრში? _ იმიტომ, რომ კლაასი საერთაშორისო დონის ვარსკვლავად იყო მიჩნეული;

იყო 2014 წლის “CNN-ის რეპორტიორის პრემიის” ლაურეატი (სიკვდილმისჯილთა ყოველდღიურობის სიმკაცრეთა შესახებ);

იყო გერმანული ჟურნალისტიკის რამდენიმე ყოველწლიური პრემიის ლაურეატი (ბოლო პრემია რამდენიმე თვის წინათ მიენიჭა რეპორტაჟისთვის ღარიბი სირიელი ლტოლვილი ბიჭის შესახებ);

იყო 2017 წლის საერთოევროპული ჟურნალისტური პრემიის ლაურეატი (რეპორტაჟისთვის ორი ღარიბი სირიელი ბავშვის შესახებ, რომლებიც გამოექცნენ ალეპოს დაბომბვებს და თურქეთში მძიმე, უმეტეს შემთხვევაში, არალეგალური სამუშაოთი ირჩენდნენ თავს, რადგან ევროპაში მოხვედრა გამორიცხული იყო).

პრიზების მინიჭებისას პროფესიული გილდიები ყოველთვის აღნიშნავდნენ მის მიერ აღწერილი საზარელი რეალობის ლირიკულობასა და პოეტურობას.

გამომშვიდობებისას რელოტიუსმა მორცხვად აღნიშნა, რომ მისი სხვა მასალები, რომლებიც პრიზებით იყო დაჯილდოებული, ასევე ფალსიფიცირებულია, მათ შორის, რეპორტაჟიც სირიელ ლტოლვილ ბიჭზე.

ამჟამადშპიგელიცდილობს სკანდალის განეიტრალებას მისთვის ჩვეული ხერხით _ შიდა გამოძიებით. აცხადებს, რომ მისთვის ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეპუტაცია.

შედეგი ნათელია: “ასე წარმატებით როგორ მოგვასაღებენ ხოლმე სიცრუეს?” მსგავსი შეკითხვა, დასავლეთის მედიას, რა თქმა უნდა, არ დაებადება. კლაასი მხილებულია, მაგრამ ასობით ასეთი ავტორი და მათი პუბლიკაციები მარაგშია და თავის საქმეს აკეთებს. მთავარი ის კი არ არის, რომ ისინი ტყუიან, სიცრუეს ავრცელებენ, არამედ ის, რომ სწორად ტყუიან და სწორ სიცრუეს ავრცელებენ.

ხოლო “სიმართლის მოწინავე მანქანა”, ყველაფრის მიუხედავად, მათ გვერდით კი არ იქნება, ვინც ცრუობს, არამედ მათ მხარეს დადგება, ვინც სწორად არ ლაპარაკობს. ახლახან ბრიტანულმა მედიარეგულატორმა Ofcom-მა განაცხადა, რომ “ტელეარხი RT (“რაშა თუდეი”) არ იცავს მიუკერძოებულობის წესებს” და ამას ამბობს მაშინ, როცა წლევანდელ გაზაფხულზე ეს წესები თვითონ შვიდჯერ დაარღვია.

საკითხი ასე დგას: რით დამთავრდება სწორ სიცრუეს დაქვემდებარებული “ყველაზე უფრო მოწინავე ცივილიზაციის” არსებობა?

2 COMMENTS

  1. საინტერესო სტატიაა, მადლობა ავტორს. ჩვენი ჟურნალისტებიც სიცრუის გამავრცელებლები გახდნენ, რადგან სახელმწიფო მანქანამ ისინი მარწუხებში მოაქცია. ვგულისხმობ, რ2-ს, იმედს, 1 არხს, პირველ არხს, მაესტროს, და ა. შ ქართულ არხებს, რომლებიც აფსურდების გავრცელებითა და მხარდაჭერით არიან დაინტერესებულები.

  2. ჩვენი არხებიც დიდი ხანია გადაპორტირდნენ სოროსის ბანაკში, ის გულისამრევი ბებერი კიდე აფინანსებს და აფინანსებს ყველაფერს, რაც უზნეოა. მაგრამ თქვენ ხო არ გგონიათ საკუთარი ჯიბიდან იხდის? ეს ჩვენი ფულია, ჩვენი მოპარული ფული, აი ის ფული ჩინოვნიკები, რომ ჯიბეებიდან გვაცლიან და მერე სოროსის მითითებით, ლიბერსტულ არასამთავრობებს, ტელევიზიებს, პოლიტიკურ მეტასტაზურ ჯგუფებს, კრიმინალებს და ე.წ ,,საზოგადოებრივ ” ვიწრო ჯგუფებს რო აფინანსებს. ესეაა მაგალითად ,,ფასისტური ორგანიზაცია” , ,,თეთრი ხმაური” და ა.შ. მოიგონებენ კიდე რამეს ,,გენიალურს”. უი ციანიდის საქმეც მაგათმა შეკერეს, რისთვის ვერ გავიგე, მარა კი ატრიალებენ ამ თემას, რო აქტუალურობა არ დაუკარგონ როგორმე. მკლედ სად როგორ მოუხერხდებათ (რომელ ქვეყანაში , როგორ) ისე ქმნიან გარემოს რომ დააქციონ მართმადიდებლური მიმდინარეობა. მოსყიდული ,,მღვდლები” კი მზად არიან სოროსი გააბედნიერონ უზნეო საქციელით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here